Get All Access for $5/mo

#მწვანეიზოლაცია, YES Hackathon Contain COVID-19-ის გამარჯვებული პროექტი კამპანიის მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ, როგორ ატარებდნენ იზოლაციის დღეებს მცენარეებთან ერთად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Yes Hackathon

მარტში ფონდმა "კრისტალმა", USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ჰაკათონს - "YES Hackathon Contain COVID-19", რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. ამ ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად, "კრისტალმა" გამოჰყო სასტარტო დაფინანსების სპეციალური ფონდი 50,000 ლარის მოცულობით.

ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი პროექტები მრავალფეროვანი იყო, მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული ანი არველაძეა. მან წარადგინა იდეა, რომლის არსიც მცენარეების დახმარებით იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის სტრესის დონის შემსუბუქებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში მდგომარეობს. ანიმ წამოიწყო კამპანია #მწვანეიზოლაცია, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ, როგორ ატარებდნენ იზოლაციის დღეებს მცენარეებთან ერთად. "პანდემიის პერიოდში, როდესაც ვიწყებდით ახალ რეალობაში ცხოვრებას, ონლაინ ჰაკათონი იყო პროექტი, რომელმაც "ანემონეს" გუნდს მისცა სტიმული გაეგრძელებინა საქმიანობა და სწრაფად ადაპტირებულიყო. ჰაკათონში გამარჯვებამ კი გვიბიძგა მეტად გაგვეაზრებინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი გულით გიყვარდეს ის, რასაც საქმიანობ, რომ მზად ხარ წარმოუდგენელ რეალობაშიც კი განაგრძო მუშაობა" - ამბობს ანა.

არსებულ პროექტში მონაწილეობა ანი არველაძისთვის ახალი შესაძლებლობების გამოჩენის ეტაპთან ასოცირდება. როგორც იგი იხსენებს, იდეის განხორციელების პერიოდში დაიხვეწა ონლაინ სერვისი, გაიზარდა "ანემონეს" ცნობადობა, დაუმეგობრდნენ ახალ მომხმარებლებს, მომხმარებლებმა კიდევ უფრო დაინახეს ჯანსაღი გარემოს საჭიროება - ის, თუ როგორ ეხმარება ადამიანებს სტრესის დაძლევაში მცენარეებთან ურთიერთობა და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მხადაჭერა და წახალისება, რაც მუდმივად იგრძნობოდა პროექტის ორგანიზატორებისგან, რომლებიც არაერთხელ ყოფილან ანის ბიზნეს-სერვისის მომხმარებლები.

გამარჯვების შემდგომ გეგმებზე, Entrepreneur-თან საუბრისას ანი ამბობს: "ვფიქრობ, ახლა ყველაზე საინტერესო ამბები მოხდება, რადგან წარმოუდგენელი ეტაპები გავიარეთ, რამაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ ჯანსაღი გარემო ჩვენი ყოველდღიურობა უნდა იყოს და დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. "ანემონეს" განვითარების პერიოდში ყველაზე მეტად სწორედ ეს მხიბლავს - ეს ის სფეროა სადაც ვერ გაჩერდები, ყველა სეზონი ახალი იდეის დასაწყისია."

პროექტის ფარგლებში ანი არველაძის მენტორი ნიკოლოზ გოგოჭური გახლდათ.

მენტორები ჰაკათონის ფარგლებში ეხმარებოდნენ მონაწილეებს მათი იდეების განვითარება/დახვეწაში და ასევე ამ იდეების წარსადგენად მომზადებაში (პრეზენტაციის შექმნის მეთოდები, ინვესტორთან იდეის წარდგენის საუკეთესო პრაქტიკები და ა.შ).

როგორც ნიკოლოზი გვიყვება, ჰაკათონის ფარგლებში საინტერესო და კონკურენტუნარიანი პროექტების იდეები შეიქმნა. მათი დიდი უმეტესობა ძალიან კარგად პასუხობდა ჰაკათონის პირობებსა და COVID-19 პანდემიის გამოწვევებს: "ინოვაციურ მეწარმეობაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროულად მოქმედება და ზოგადად იდეების "დროულობა" (timing). მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ინოვაციური ბიზნესის წარმატებაში არის ის, თუ რამდენად კარგად პასუხობს ბიზნესი პრობლემას და რამდენად მწვავეა ეს პრობლემა. მესამე უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი სტარტაპის და ინოვაციური ბიზნესის წარმატებაში მისი მასშტაბურობაა. ზუსტად ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ პრობლემის წარმოშობისთანავე მყისიერი რეაგირება და ინოვატორებისთვის პრობლემის მოგვარების გზების ძიებაში დახმარების შეთავაზება. ამ მხრივ კრისტალმა ძალიან კარგი ოპერატიულიბა აჩვენა და ზუსტად ის გააკეთა, რაც ყველაზე საჭირო იყო ამ დროს: ინოვატორებს მისცა გასაქანი და ექსპერიმენტების საშუალება."

" ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო და მოულოდნელი, რომ ასეთ მცირე დროში, თანაც ექსტრაორდინარულ პირობებში (COVID-19 პანდემიის დაწყებიდან სულ ცოტა ხანი იყო გასული) მონაწილეებმა ასეთი სისხარტე გამოიჩინეს. ძალიან მიხარია, რომ მეც ჩავერთე ამ პროექტში და გავიცანი ასეთი მოტივირებული, გონებაგახსნილი და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები."- ამბობს ნიკოლოზ გოგოჭური.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."