Sponsored Content

მუდმივი სწავლა, ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია და ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება - ლევან კიკვაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება'

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მუდმივი სწავლა, ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია და ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება აუცილებელია სისტემის ადმინისტრირებაში წარმატებული კარიერისთვის" – ასე იწყება საუბარი საქართველოს ბანკის ექსპერტ ადმინისტრატორთან, ლევან კიკვაძესთან.

მომხმარებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზება, ინოვაციების შექმნა და ყოველდღიურობის გამარტივებისკენ მიმართული სერვისების შემუშავება საქართველოს ბანკისთვის მთავარი პრიორიტეტია. ასეთი ციფრული პროდუქტების, სერვისებისა და პროცესების როგორც შექმნაზე, ასევე გაუმჯობესებაზე IT ადმინისტრატორების დიდი გუნდი მუშაობს.

ლევან, მოგვიყევით როგორ დაიწყო თქვენი კარიერა საქართველოს ბანკში და რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?

საქართველოს ბანკის IT გუნდს 3 წლის წინ შემოვუერთდი Expert ადმინისტრატორის როლში. ფინანსური ინსტიტუტი ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოძიებასა და დანერგვაზეა ორიენტირებული, ამიტომ, აღნიშნული პოზიცია მუდმივი განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობას მაძლევს.

ექსპერტ ადმინისტრატორობა როგორც სასიამოვნო, ასევე გამოწვევებით სავსე პოზიციაა რადგან, ერთმა არასწორმა კონფიგურაციამ ან გადაწყვეტილებამ შესაძლებელია ბანკის გამართულ მუშაობაზე იქონიოს გავლენა. შეიძლება ითქვას, რომ სისტემური ადმინისტრატორი, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ორგანიზაციის IT გარემოს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს პროფესიასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი გამოწვევა?

სისტემის ადმინისტრატორობა სხვადასხვა გამოწვევებთან არის დაკავშირებული, მათი მასშტაბურობა კი კონკრეტული IT გარემოს, ორგანიზაციისა და ტექნოლოგიური წყობის მიხედვით განსხვავდება. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ნებისმიერი გარემოსთვის საერთოა, არის საჭიროება დავაბალანსოთ სხვადასხვა პასუხისმგებლობები და გავუმკლავდეთ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ გარემოს.

მარტივად რომ ავხსნათ, სისტემის ადმინისტრატორები პასუხისმგებელნი არიან ამოცანების ფართო სპექტრზე, მათ შორის: სერვერის მართვაზე, ქსელის ადმინისტრირებაზე, უსაფრთხოებაზე, მომხმარებლის მხარდაჭერაზე და სხვა. მასშტაბურ IT გარემოში ხშირად ვაწყდებით ამოცანების მრავალფეროვნებას.

ამ სფეროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება კი შესაძლებელია: დროის სწორი მენეჯმენტით - კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ამოცანების იდენტიფიცირებისა და პრიორეტიზაციის გზით; მარტივი და რუტინული პროცესების ავტომატიზაციით და პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის პროაქტიული მონიტორინგის სისტემის გამოყენებით, რაც შესაძლებლობას მისცემს ადმინისტრატორებს ადრეულ ეტაპზევე დააიდენტიფიცირონ და გადაჭრან პრობლემები.

ამ და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების დახმარებით სისტემის ადმინისტრატორებს შეუძლიათ უკეთ მართონ თავიანთი დატვირთვა, გაზარდონ ეფექტურობა და წვლილი შეიტანონ IT ოპერაციების საერთო წარმატებაში. ადმინისტრატორებისთვის აუცილებელია მუდმივად მოარგონ საკუთარი მიდგომები ორგანიზაციის განვითარებად საჭიროებებს და ტექნოლოგიურ ლანდშაფტს.

რომელი თვისებები გეხმარებათ იმაში, რომ წარმატებით გაუმკლავდეთ თქვენს პასუხისმგებლობებს?

იყო წარმატებული სისტემური ადმინისტრატორი მოითხოვს ტექნიკურ ცოდნის, კომუნიკაციის უნარებისა და გარკვეული თვისებების ერთობლიობას, რაც გეხმარება IT ინფრასტრუქტურის ეფექტურად მართვაში. ამასთან, აუცილებელია უწყვეტი სწავლა, რადგან IT სფერო სწრაფად ვითარდება და საჭიროა, მუდმივად ფეხს ვუწყობდეთ მას. წარმატებულ სისტემურ ადმინისტრატორები გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით და სწავლის სურვილით, მუდმივად ინფორმირებულნი არიან ახალი ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის ტენდენციების შესახებ.

ეს თვისებები, შესაბამის ტექნიკურ უნარებთან ერთად, ქმნის კარგ პროფილს წარმატებული სისტემის ადმინისტრატორისთვის. ამ თვისებების განვითარება ხელს უწყობს პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნას და IT სისტემების ეფექტურად მართვას.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენს სფეროში მოღვაწეობა უნდათ?

თუ თქვენ გაინტერესებთ სისტემის ადმინისტრირების სფერო, გირჩევთ რომ:

შექმენით ძლიერი საფუძველი: დაეუფლეთ IT ფუნდამენტურ კონცეფციებს, მათ შორის ქსელის, ოპერაციული სისტემებისა და უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს. ძლიერი საფუძვლის შესაქმნელად მნიშვნელოვანია შესაბამისი განათლების მიღება, სერტიფიკატების ან სასწავლო პროგრამების გავლა.

მიიღეთ პრაქტიკული გამოცდილება: იქნება ეს საკუთარი სახლის ლაბორატორიის შექმნით, ვირტუალიზაციის ტექნოლოგიების ექსპერიმენტებით თუ პერსონალურ პროექტებზე მუშაობით. პრაქტიკული გამოცდილება ფასდაუდებელია სისტემის ადმინისტრირების სამყაროში.

ამასთან, გახსოვდეთ, რომ სისტემების ადმინისტრირების სფერო მრავალფეროვანია და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა მიმართულება თქვენი ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. მუდმივი სწავლა, ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია და ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება კი ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც აუცილებელია სისტემის ადმინისტრირებაში წარმატებული კარიერისთვის.

და რაც მთავარია, როგორც საქართველოს ბანკში ვამბობთ ხოლმე, მნიშვნელოვანია ამ გზაზე "არ გაჩერდე".