"მუსიკის სახლი" 20 წლისაა - გავოცდით, გაგაოცეთ და ისევ გავაგრძელებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მუსიკის სახლი" 20 წლის გახდა. მუსიკალური მოგზაურობა 2005 წელს ოთხი მეგობრის საერთო იდეით დაიწყო და საფუძველი ჩაუყარა კომპანიას, რომელმაც ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

გავოცდით და გაგაოცეთ! - იუბილეს "მუსიკის სახლი" ამ სლოგანით აღნიშნავს. ეს ფრაზა ასახავს განწყობას, რომელიც ყველა იმ ადამიანს აერთიანებს, ვინც მუსიკის სახლში საკუთარი ხმა, ჟღერადობა და შთაგონება იპოვა.

მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მაღაზია მომხმარებლებს პრემიურ ბრენდების ხელმისაწვდომობითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით მუდმივად აოცებს. დღეს "მუსიკის სახლი" 20-მდე მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Casio, Fender, Roland, Alhambra, Ibanez, Valencia, Meinl, Pioneer Dj, Presonus, Numark, Bechstein, Petrof და სხვა. შესაბამისად, პროდუქტებზე საერთაშორისო საგარანტიო პირობები ვრცელდება.

"მუსიკის სახლი" ბაზარზე ორი ფილიალით არის წარმოდგენილი, თბილისსა და ბათუმში. პროდუქციის შეძენა, ასევე, შესაძლებელია სითი მოლი საბურთალოს ფილიალში.
ციფრული ფორტეპიანო, გიტარები, დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია, უკულელე - კომპანია არტისტებსა და მსმენელებს ხარისხიან ინსტრუმენტებს სთავაზობს. წლებთან ერთად, კომპანიაში უფრო და უფრო გაითავისეს მთავარი მისია, რომ მსოფლიო ბრენდები საქართველოში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, მუსიკა ჟღერდეს ყველგან, აერთიანებდეს ადამიანებს და შთააგონებდეს მათ ახალ შესაძლებლობებს. მრავალფეროვანი არჩევანი დამწყებ თუ გამოცდილ მუსიკოსებს ერთნაირად აძლევს შესაძლებლობას, შეარჩიონ სასურველი ინსტრუმენტი.

ინდივიდუალური მომხმარებლების გარდა, კომპანია კორპორატიული სეგმენტთან მუდმივად თანამშრომლობს: სკოლები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ორკესტრები, კაფე-რესტორნები.

მსოფლიო ბრენდებთან პირდაპირი კომუნიკაცია "მუსიკის სახლს" საშუალებას აძლევს, მუდმივად ადევნონ თვალი ინდუსტრიის განვითარებას, დანერგონ თანამედროვე ტენდენციები საქართველოში და მომხმარებლებს შესთავაზონ უახლესი, ორიგინალი პროდუქტები.

კომპანია უკვე 20 წელია ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს. "მუსიკის სახლი" ქმნის ყველაზე ხმაურიან გამოცდილებას ქართულ მუსიკალურ სამყაროში. კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის არაერთ ცნობილ მუსიკოსსა თუ მუსიკის მოყვარულს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე თავადაც ამ ისტორიის ნაწილად იქცნენ. მათი მხარდაჭერა იყო სწორედ წინაპირობა იმისა, რომ "მუსიკის სახლი" დღეს ინდუსტრიის ლიდერია.

დაარსებიდან დღემდე, წლებთან ერთად, იცვლებოდა გამოწვევები და შესაბამისად, ინსპირაციის წყაროც. მათ შორისაა "ბითლზები", ბენდი, რომელიც მსოფლიო სცენაზე რევოლუციონერობით გამოირჩეოდა. მათი გზა დღესაც არის ინსპირაცია მუსიკის სახლისთვის, შექმნან ახალი და არ შეუშინდნენ თანმდევ სირთულეებს. ინოვაციების, პროფესიონალიზმისა და მუსიკალური ხმაურის უცვლელი სივრცე ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და ათასობით მელომანისთვის შთაგონების წყაროა.

წელს, ახალი ეპოქის შექმნაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ოქტომბრიდან "მუსიკის სახლის" შოურუმებში მომხმარებლებს პრესტიჟული ამერიკული ბრენდის Gibson-ის გიტარები დახვდებათ. დღეს Gibson საერთაშორისო დონეზე პრემიუმ კლასის, ეპოქალური ბრენდია და მისი შეძენის შესაძლებლობა უკვე საქართველოში ძალიან მალე იქნება.

მუსიკის სახლში სჯერათ, რომ მუსიკას დიდი ძალა აქვს, ის ადამიანებს საერთო ჰარმონიით აერთიანებს, ახალ ენერგიებს აღვივებს და ცხოვრებას სასიამოვნო მომენტებით ამრავალფეროვნებს. ამიტომ, ძალისხმევას არ იშურებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შთააგონონ მუსიკით და აიყოლიონ მუსიკალურ მოგზაურობაში.

კომპანია მრგვალ თარიღს სიურპრიზებით ხვდება. მელომანებსა და მუსიკოსებს კომპანიის ფილიალებში უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი დახვდებათ.

გავოცდით და გაგაოცეთ! და ეს მხოლოდ დასაწყისია. "მუსიკის სახლი" ამ სლოგანს კიდევ ბევრჯერ გაიმეორებს, კიდევ ბევრჯერ გააოცებს ერთგულ მომხმარებლებს სიახლეებით, ბრენდების მრავალფეროვნებითა და ახალი ენერგიებით.

"მუსიკის სახლი" გასაოცარი ისტორიის შექმნას აგრძელებს...

Business News

შრომა თუ იღბალი?

გამართლებას მზადყოფნა და მომზადებული დახვედრა სჭირდება, რისთვისაც დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო