Join our Waitlist for Expert Advice!

Mytalent.io - რეკრუტინგი საერთაშორისო სტანდარტით MyTalent.io-ს მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით არსებული გერმანულენოვანი ტალანტების დაკავშირება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის დამსაქმებლებთან

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mytalent.io არის დასაქმების სააგენტო, რომელიც 2017 წლიდან ასაქმებს ვირტუალურ ასისტენტებს, საერთაშორისო კომპანიებსა და მეწარმეებთან გერმანულენოვან რეგიონებში სხვადასხვა ონლაინ სამუშაოზე, როგორიცაა კვლევა, მომხმარებელთა მომსახურება ან გაყიდვები.

MyTalent.io-ს მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით არსებული გერმანულენოვანი ტალანტების დაკავშირება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის დამსაქმებლებთან. MyTalent.io-ს გუნდი ქმნის ახალ და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ტალანტებისთვის და ამავდროულად, დამსაქმებლებს აძლევს შესაძლებლობას, შეამცირონ ხარჯები. კომპანიის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ტალანტები გერმანული და ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნით და მომხმარებელთა მომსახურების და გაყიდვების გამოცდილებით. ასევე, გრაფიკული დიზაინერები, ვებ დიზაინერები, პროგრამისტები, ექსპერტები, მაგალითად, სოციალურ მედიაში, ონლაინ მარკეტინგში და ა.შ.

2019 წლის შემდეგ ვირტუალურ ასისტენტებზე მოთხოვნამ საგრძნობლად მოიმატა და კომპანიამ სწრაფი ზრდა დაიწყო. საერთაშორისო კომპანიების კმაყოფილებისა და მოლოდინების გადაჭარბებით შესრულების მიზნით, Maitalent.io მუდმივად ზრუნავს ხარისხის გაუმჯობესებაზე, შესაბამისად, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება ISO 10667-2:2020 სტანდარტის დანერგვის შესახებ, რაც გულისხმობს HR მომსახურების კომპანიების შიდა და გარე პროცესების ოპტიმირებას, შეფასების ინსტრუმენტების ეფექტურობის გაუმჯობესებასა და კლიენტისა და კანდიდატის მუდმივი განვითარების ხელშეწყობას.

2021 წელს აქტიურად დაიწყო სტანდარტის დანერგვის პროცესი Towering Certification Intl. საერთშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოსა და კომპანია EVA-ს (Towering Certification Intl. ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში) მხარდაჭერით.

"დღეს გერმანულენოვან ტალანტებს უამრავი დამსაქმებელი ჰყავთ ასარჩევად. ISO სერთიფიკატით, განმცხადებლებს შეუძლიათ ერთი შეხედვით დაინახონ, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი. ამავდროულად, სერტიფიცირება აჩენს მომხმარებლის ნდობას მიმდინარე პროცესების მიმართ", - Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს ლაშა წოწორია, Mytalent.io-ს მმართველი დირექტორი.

"ვირტუალურ ასისტენტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და რა თქმა უნდა იზრდება MyTalent.io-ც. ჩვენთან სულ უფრო მეტი მოთხოვნა შემოდის მომხმარებლებისგან და შესაბამისად ვიყვანთ მეტ კანდიდატს. MyTalent-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის შენარჩუნება ასეთი აქტიურის ზრდის პერიოდში. ISO სერთიფიცირების დროს მთელი კომპანია მოწმდება ISO 10667-2:2020 სტანდარტის მიხედვით და შესაბამისად ვითარდება. სერთიფიცირება საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველვყოთ გუნდის მუდმივი განვითარება და ზრდა, განვახორციელოთ შიდა და გარე პროცესები უფრო მარტივად, მაგრამ ამავდროულად ხარისხიანად, მაგალითად ტალანტებთან კომუნიკაცია, პერსონალური მონაცემების სწორი მართვა, თანაბარი მოპყრობა და ტალანტების სწრაფი განთავსება", - განმარტავს ირინა ოდიშარია, HR და ტალანტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

"ISO სტანდარტის დანერგვისას მიღებული რეკომენდაციების წყალობით, ჩვენ შევძელით გაყიდვების პროცესის გაუმჯობესება. იმისათვის, რომ ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო უკეთესი გამოცდილება შევთავაზოთ გერმანულენოვანი ტალანტების დასაქმებაში. გარდა ამისა, სერთიფიცირებას, როგორც ხარისხის მაჩვენებელს, დიდი წვლილი მიუძღვის, ახალი მომხმარებლების შეძენაში და ამით უნიკალურს გვხდის ჩვენს კონკურენტებთან შედარებით", - აღნიშნავს ჟულიენ დიბელი, გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი.

Mytalent.io საქართველოში პირველი ISO 10667-2:2020 სერტიფიცირებული დასაქმების კომპანიაა და ის აგრძელებს EVA-სთან აქტიური თანამშრომლობას პროცესების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით. EVA ეხმარება ინდივიდუალურ პირებსა და ორგანიზაციებს მდგრად განვითარებასა და გაუმჯობესებაში.

EVA, Towering Certification Intl-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და ახორციელებს ორგანიზაციებისა და HR პროფესიონალების შეფასებასა და სწავლებას, მათი შემდგომი სერტიფიცირებისა თუ ლიცენზირების მიზნით ISO 10667 სტანდარტის შესაბამისად.

"ISO 10667 სტანდარტის დანერგვით Mytalent.io-მა ახალ დონეზე გადაიყვანა მომსახურება და მისი ხარისხი. კომპანია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შერჩევა - დასაქმებით, არამედ მისი მიზანი კანდიდატებისა და კლიენტების მდგრადი განვითარებაა. კლიენტის როგორც "კარგი დამსაქმებლის" ხოლო კანდიდატის როგორც "კვალიფიციური თანამშრომლის" ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ერთმანეთთან დაკავშირება, ორივე მხარის კმაყოფილებას, ნდობის ამაღლებას და მთლიანობაში შრომის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს", - აცხადებს სალომე არღვლიანი, EVA-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი