Cyber Week Sale! 50% Off All Access

Namqy: ახალი ქართული სასწავლო პლატფორმა "დაინტერესება იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვედგინა."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Namqy

საქართველოში Live-სწავლების პლატფორმა − Namqy ("ნამქი") შეიქმნა. პლატფორმის ავტორი სამი მეგობარი − ლუკა ბაქრაძე (ფინანსისტი), ზაზა სიჭინავა (ბიზნესანალიტიკოსი) და გიორგი კენჭუაშვილი (ციფრული მერკეტინგის სპეციალისტი) გახლავთ, რომლებსაც მანამდეც არაერთ პროექტში თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ.

"ჩვენი მიზანია მივცეთ შესაძლებლობა საქართველოში და სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ტრენერებს, გააზიარონ საკუთარი ცოდნა ნებისმიერ ლოკაციაზე და ასევე მივცეთ მსმენელებს საშუალება, აღარ შეფერხდნენ დროის უქონლობის ან ტრენინგის სიძვირის გამო, მისი დისტანციურობიდან გამომდინარე. "ნამქი" ეხმარება ტრენერს ვიდეოსთრიმინგის საშუალებით ჩაატაროს ტრენინგი, რაც მოქნილობას სძენს როგორც ტრენერს, ასევე ტრენინგით დაინტერესებულ ადამიანებსაც. 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობების დიდ ნაწილს. "ნამქის" მიზანია, ეს უპირატესობები მარტივად მიაწოდოს დაინტერესებულ აუდიტორიას", − აცხადებს გუნდი.

პლატფორმის სამიზნე სეგმენტი, როგორც "ნამქის" შემქმნელები აცხადებენ, ერთი მხრივ ტრენინგცენტრებია, რომლებსაც აქვთ გარკვეულ სფეროში ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ ადამიანები, რომლებსაც ამ ცოდნის მიღება სურთ. განსხვავება სტანდარტული მოდელისგან კი არის ის, რომ ეს ინტერნეტის საშუალებით ხდება და გეოგრაფიული შეზღუდვები აღარ არის წინაღობა არც ტრენერისთვის და არც მსმენელისთვის.

"დაინტერესება იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვედგინა. უკვე ჩანიშნულია რამდენიმე ტრენინგი და გვაქვს მოლაპარაკება ახალი სეზონიდან ტრენინგების ჩატარების შესახებ", − ამბობს ზაზა სიჭინავა.

კითხვაზე, უნდა აკმაყოფილებდეს თუ არა რომელიღაც კრიტერიუმს ტრენერი ან მსმენელი, რათა "ნამქით" სარგებლობა შეძლოს, გიორგი კენჭუაშვილი გვპასუხობს: "ჩვენ ვართ ერთგვარი გამტარი დაინტერესებულ და ინფორმაციის გამცემს შორის. შესაბამისად, როგორც ტრენერს, ასევე მსემენელებს ვუტოვებთ უფლებას თავად შექმნან კრიტერიუმი. თუ მაგალითად, ფინანსების გარკვეულ საკითხს გადის მსმენელი, წინაპირობა სჭირდება და აღნიშნულს ითხოვს ლექტორი, მოხდება სილაბუსში დაფიქსირება. ჩვენი მხრიდან შეზღუდვები არ არის. "ნამქი" გახლავთ პლატფორმა, რომელიც ყველა ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს იმისათვის, რათა ტრენინგცენტრებმა შეძლონ მსმენელთა აუდიტორიასთან კომუნიკაცია ორმხრივი ვიდეოსთრიმინგის საშუალებით. ამასთანავე, კონცენტრირებული იყვნენ მხოლოდ საკუთარ საქმეზე და არ დაკარგონ დრო პროცესის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე".

ლუკა ბაქრაძის თქმით კი, Namqy-ის დიდი უპირატესობა ისაა, რომ იგი თავის თავში აერთიანებს Live-ს, უკუკავშირის შესაძლებლობას და დისტანციის არარსებობას. "არაფორმალური განათლება ბოლო პერიოდის განმავლობაში ძლიერდება და აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში, რადგან მუდმივად გვჭირდება განახლება, დაფიქრება, სწავლა, განვრცობა იმის, რასაც ვაკეთებთ ან ვგეგმავთ სამომავლოდ. NAMQY კი ამისათვის რეალური და მძლავრი ინსტრუმენტია".

მსურველებს კი პლატფორმით სარგებლობა NAMQY.GE-ზე შეუძლიათ, სადაც ტრენინგცენტრებსა და ტრენერებს შეუძლიათ განათავსონ საკუთარი ტრენინგი, ხოლო მსმენელებმა აირჩიონ მათთვის სასურველი ტრენინგი ან ლექცია.

კიდევ ერთხელ განვმარტოთ, კონკრეტულად რა არის NAMQY, რას სთავაზობს მომხმარებლებს და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა? რა არის მისი მიზანი?
მადლობა დაინტერესებისთვის და შესაძლებლობისთვის, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პროდუქტის შესახებ თქვენი პლატფორმის დახმარებით. Namqy − ეს არის Live-სწავლების პლატფორმა, რომელიც მსმენელს და ლექტორს აძლევს საშუალებას დაამსხვიროს საზღვრები და ნებისმიერი წერტილიდან გააზიარონ ან მიიღონ ცოდნა. აღნიშნული პლატფორმის უპირატესობაა უკუკავშირის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანია მივცეთ საქართველოში და არა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ტრენერებს შესაძლებლობა, გააზიარონ საკუთარი ცოდნა ნებისმიერ ლოკაციაზე, ასევე მივცეთ მსმენელებს საშუალება, რომ აღარ შეფერხდნენ დროის უქონლობის ან ტრენინგის სიძვირის გამო, მისი დისტანციურობიდან გამომდინარე. "ნამქი" ეხმარება ტრენერს, ვიდეოსთრიმინგის საშუალებით ჩაატაროს ტრენინგი, რაც მოქნილობას სძენს როგორც ტრენერს, ასევე ტრენინგით დაინტერესებულ ადამიანებს. 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიყენებთ მათ დიდ ნაწილს. "ნამქის" მიზანია, ეს უპირატესობები მარტივად მიაწოდოს დაინტერესებულ აუდიტორიას.

ვინ არის ამ წამოწყების სამიზნე სეგმენტი?
სამიზნე სეგმენტი, ერთი მხრივ, ტრენინგცენტრებია, რომლებსაც აქვთ გარკვეულ სფეროში ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ ადამიანები, რომლებსაც ამ ცოდნის მიღება სურთ. განსხვავება სტანდარტული მოდელისგან არის ის, რომ ეს ინტერნეტის საშუალებით ხდება და გეოგრაფიული შეზღუდვები აღარ არის წინაღობა არც ტრენერისთვის და არც მსმენელისთვის.

თქვენთან ერთად, კიდევ ვინ არის "ნამქის" შემქმნელი?
"ნამქის" შემქმნელები ვართ სამი მეგობარი, რომლებსაც აღნიშნულ პროექტამდე სხვადასხვა პროექტი გვაქვს ერთობლივად განხორციელებული, რითაც დიდი გამოცდილება შევიძინეთ − ლუკა ბაქრაძე − ფინანსისტი, ზაზა სიჭინავა − ბიზნესანალიტიკოსი, და მე − გიორგი კენჭუაშვილი − ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი.

რამდენი ხანია, რაც "ნამქი" არსებობს და უკვე თუ სარგებლობენ ტრენერები და მსმენელები ამ პლატფორმით?
Namqy-ის პრეზენტაცია 3 კვირის წინ შედგა ტრენერთა ასოციაციის მეორე ფორუმზე. დაინტერესება იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვედგინა. უკვე ჩანიშნულია რამდენიმე ტრენინგი და გვაქვს მოლაპარაკება ახალი სეზონიდან ტრენინგების ჩატარების შესახებ.

როგორ უნდა ისარგებლოს მსურველმა namqy-ით? როგორც ტრენერმა, ასევე live-ტრენინგის მონაწილემ? უნდა აკმაყოფილებდეს მოსარგებლე რომელიღაც კრიტერიუმს?
ჩვენ ვართ ერთგვარი გამტარი დაინტერესებულ და ინფორმაციის გამცემს შორის. შესაბამისად, როგორც ტრენერს, ასევე მსემენელებს ვუტოვებთ უფლებას თავად შექმნან კრიტერიუმი. თუ მაგალითად, ფინანსების გარკვეულ საკითხს გადის მსმენელი, წინაპირობა სჭირდება და აღნიშნულს ითხოვს ლექტორი, მოხდება სილაბუსში დაფიქსირება. ჩვენი მხრიდან შეზღუდვები არ არის. "ნამქი" გახლავთ პლატფორმა, რომელიც ყველა ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს იმისათვის, რათა ტრენინგცენტრებმა შეძლონ მსმენელთა აუდიტორიასთან კომუნიკაცია ორმხრივი ვიდეოსთრიმინგის საშუალებით. ამასთანავე, კონცენტრირებული იყვნენ მხოლოდ საკუთარ საქმეზე და არ დაკარგონ დრო პროცესის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.

კომენტარი, რომელიც გსურთ გააკეთოთ ამ წამოწყებასთან დაკავშირებით.
Namqy-ი თავის თავში აერთიანებს Live-ს, უკუკავშირის შესაძლებლობას, დისტანციის არარსებობას. არაფორმალური განათლება ბოლო პერიოდის განავლობაში ძლიერდება და აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში, რადგან მუდმივად გვჭირდება განახლება, დაფიქრება, სწავლა და განვრცობა იმის, რასაც ვაკეთებთ ან ვგეგმავთ სამომავლოდ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ინსპირაცია

ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები ''ჰარი პოტერის'' წიგნებიდან

უკვე 22 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოქვეყნდა

როგორ დავიწყო ბიზნესი

3 ეფექტური გზა კარგი ბიზნესშესაძლებლობის აღმოსაჩენად

არავითარი საიდუმლო ფორმულა ან რეცეპტი არ არსებობს, რომელიც ორიგინალურ ბიზნესიდეებს შთააგონებს ადამიანს