Sponsored Content

New Challenge: ახალი მიდგომა ენის სწავლასა და უნარების განვითარებაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

New Challenge-ის მთავარი მიზანი ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების სტანდარტის დამკვიდრებაა. ბიზნესის დამფუძნებლის, მარიამ ბაბუნაშვილი აღნიშნავს, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით, რეგიონებში კიდევ უფრო მწვავედ დგას თანამედროვე საგანამათლებლო რესურსების ნაკლებობა. მისი თქმით, ბაზარზე არსებული ე.წ. "რეპეტიტორიუმის" მოდელი, სადაც სწავლება მხოლოდ დავალებების შესრულებებით შემოიფარგლება, ხშირად ვერ უზრუნველყოფს ენის რეალურ ფლობასა და უნარების განვითარებას.

"იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც საკუთარ პრაქტიკაში, სახლში რამოდენიმე მოსწავლესთან მუშაობისას, დავინახე შედეგების მკვეთრი ზრდა და მოთხოვნის მატება. მივხვდი, რომ დროი იყო, ეს მიდგომა უფრო მაშტაბური გაგვეხადა. მსურდა შემეცვალა სტერეოტიპი, თითქოს ენის შესწავლა მხოლოდ მშრალი გრამატიკაა. ჩვენი მიზიანია, მოსწავლეებს არა მხოლოდ უცხო ენა ვასწავლოთ, არამედ განუვითაროთ კომპლექსური უნარები - კრიტიკული აზროვნება, დიპლომატია, კომუნიკაცია.

ჩვენ ბაზარზე შემოვიტანეთ გამოწვევა - ხარისხი, რომელიც სცილდება სტანდარტულ ჩარჩოებს და რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს გლობალურ ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს", - ამბობს ის.

ბიზნესის ოფიციალური რეგისტრაცია 2020 წლის თებერვალში მოხდა - პანდემიის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე. მარიამ ბაბუნაშვილი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო გაურკვევლობაში აღმოჩნდა, ბიზნესის შენარჩუნება და განვითარება ნამდვილად მოითხოვდა განსაკუთრებულ გაბედულებას.

"მაშინ, როცა ბაზარი ორიენტირებული იყო მხოლოდ სტანდარტული "დავალების შესრულებაზე", მე გადავწყვიტე შემეთავაზებინა სრულიად განსხვავებული, ხარისხზე დაფუძნებული მოდელი. ეს იყო რისკი, რომლისაც ბევრს შეეშინდებოდა, თუმცა ჩემმა რწმენამ გადამაწყვეტინა გზა გამეგრძელებინა", - აღნიშნავს ის.

ბიზნესის დამფუძნებლის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა სულ რამდენიმე კვირის დაფუძნებული ბიზნესის შენარჩუნება წარმოადგენდა გლობალური პანდემიის პირობებში.

"თუმცა, სწორედ ჩემმა სტრატეგიულმა ხედვამ გადაარჩინა ბიზნესი. ჩვენი მოდელი თავიდანვე არ ყოფილა ორიენტირებული მხოლოდ სკოლის დავალებების მექანიკურ შესრულებაზე. პანდემიის პირობებში, "დავალებების წერა" ნაკლებად საინტერესო და აქტუალური გახდა, რადგან სასწავლო პროცესი ისედაც არასტაბილური იყო. მშობლებმა დაინახეს, რომ ჩვენთან მოსწავლეები იღებდნენ იმას, რაც ონლაინ სწავლებისას ყველაზე მეტად დეფიციტური გახდა - ხარისხიანი ინტერაქცია, ენობრივი პრაქტიკა და ახალი უნარების განვითარება.

სწრაფი ადაპტაციისა და ამ განსხვავებული მიდგომის წყალობით, ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ბიზნესი, არამედ იმ კრიზისულ წელს სრული დატვირთვით ვმუშაობდით და მოგებაზეც გავედით. ამან დაამტკიცა, რომ ხარისხიანი განათლება ნებისმიერ დროს მოთხოვნადია", - ამბობს ის.

მარიამ ბაბუნაშვილი აღნიშნავს, რომ გარდა პანდემიისა, უდიდესი გამოწვევა იყო რეგიონში მულტიკულტურული სასწავლო გარემოს შექმნა.

"ჩვენს პროცესში აქტიურად არიან ჩართული უცხოელი პედაგოგები. რეგიონისთვის ფერადკანიანი მასწავლებლის მიერ გაკვეთილის ჩატარება თავიდან დიდ გამოწვევად და ერთგვარ კულტურულ შოკადაც კი აღიქმებოდა. ეს სირთულე შესაძლებლობად ვაქციეთ. ამით მოსწავლეებს არა მხოლოდ ენა ვასწავლეთ, არამედ დავეხმარეთ სტერეოტიპების მსხვრევაში, ტოლერანტობის ჩამოყალიბებასა და გლობალურ სამყაროსთან ადაპტაციაში. დღეს ჩვენი უცხოელი კოლეგები სასწავლო პროცესის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი არიან", - აღნიშნავს ის.

მარიამ ბაბუნაშვილის თქმით, ბიზნესის დაწყების პროცესში, მას არაერთ პროფესიულ სტერეოტიპთან მოუწია ბრძოლა.

"მნიშვნელოვანი იყო იმის დამტკიცება, რომ ქალი ანტრეპრენერის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ცენტრი არ არის მხოლოდ "დამხმარე წრე", არამედ წარმოადგენს სერიოზულ ბიზნეს-სტრუქტურას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და შედეგებზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, განათლების სფეროში ქალებს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენი ემპათია, ორგანიზატორული უნარები და ხარისხისადმი სწრაფვა წარმატებულ ბიზნეს მოდელად ვაქციოთ", - ამბობს ის.

მას დამოუკიდებელმა ბიზნეს საქმიანობამ ასწავლა, რომ სტატიკური წარმატება არ არსებობს.

"ჩემი კომპანიის სახელი - "New Challenge" - შემთხვევით არ შემირჩევია. მან კიდევ ერთხელ დამიდასტურა მთავარი ჭეშმარიტება: თუ გსურს იყო წარმატებული, მუდმივად უნდა უქმნიდე საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს. სწორედ ეს არის განვითარების ერთადერთი გზა.

პანდემიამ და ბაზრის სტერეოტიპებმა მასწავლა, რომ კომფორტის ზონა განვითარების მტერია. როგორც კი წყვეტ საკუთარი თავისთვის ახალი ბარიერების დაწესებას, იწყება რეგრესი. ნუ შეუშინდებით სირთულეებს, პირიქით - თავად შექმენით ისინი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: "კიდევ რა შემიძლია გავაკეთო უკეთესად?". წარმატება მოდის მაშინ, როცა თქვენი ხედვა უფრო დიდია, ვიდრე არსებული დაბრკოლება.

ბევრი თქვენგანი თავს იკავებს, რადგან ელოდება "იდეალურ დროს" ან ეშინია მარცხის. ჩემი გამოცდილება - ბიზნესის დაწყება პანდემიამდე 2 კვირით ადრე - ამტკიცებს, რომ "იდეალური დრო" არ არსებობს. არსებობს მხოლოდ თქვენი ნება და მზაობა, მიიღოთ ახალი გამოწვევა. დაიწყეთ მცირედით, გჯეროდეთ საკუთარი ხარისხის და ნუ მისცემთ შიშს უფლებას, თქვენი პოტენციალი შეზღუდოს", - ამბობს მარიამ ბაბუნაშვილი.

მისი განმარტებით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემებს ხედავენ - ეს არის შემოქმედი, რომელსაც შესწევს ძალა, იდეა აქციოს რეალურ ღირებულებად და აიღოს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ იმ გუნდზე და საზოგადოებაზე, რომლისთვისაც მუშაობს.

"ჩემი ინსპირაციის უპირველესი და უმთავრესი წყარო ჩემი მოსწავლეების წარმატებაა. მათი მიღწევები მაძლევს მოტივაციას, დავიჯერო, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩემთვის ინსპირაციაა ჩემი მოსწავლეების ის შესაძლებლობები, რომლებიც სწორი მიმართულების მიცემის შემთხვევაში უსაზღვროა. ყოველთვის ვცდილობ, ისინი იყვნენ იმ გამოწვევების ეპიცენტრში, რომელსაც გლობალური სამყარო გვთავაზობს. ჩემი მიზანია, ჩვენი ცენტრი იყოს ადგილი, სადაც იზრდებიან ინოვატორები, რომლებსაც არ ეშინიათ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიტყვის თქმის. სწორედ ეს პროცესი – როცა ხედავ, როგორ ყალიბდება მოსწავლე გლობალურ მოქალაქედ – არის ის ძალა, რომელიც ყოველდღიურად მამუშავებს", - აღნიშნავს ბიზნესის დამფუძნებელი.

მარიამ ბაბუნაშვილის თქმით, გაზაფხული სასიამოვნო სიახლით, ახალი პროექტით - Global Educators by Lingostar იწყება.

"უახლოესი გეგმები ამ დიდ სიახლეს უკავშირდება, რომელსაც საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Lingostar-თან პარტნიორობით ვაანონსებთ. ჩვენ ერთობლივად ვქმნით მასშტაბურ პროექტს ქართველი მასწავლებლებისათვის. ეს იქნება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცე, აღსანიშნავია, რომ პროექტის აკადემიური დირექტორი გახლავთ განათლების ექსპერტი, ქალბატონი ნონა პოპიაშვილი. Global Educators by Lingostar-ის მიზანია, მასწავლებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მივცეთ წვდომა უახლეს AI ინსტრუმენტებზე, გლობალურ მეთოდოლოგიებსა და იმ ცოდნაზე, რომელიც დროს უსწრებს.

ჩვენ ვქმნით პლატფორმას, სადაც თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები ერთმანეთს ხვდება, რათა სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური და ინოვაციური გახდეს. ეს არის ჩვენი საერთო წვლილი იმ ფუნდამენტურ ცვლილებებში, რასაც დღეს გლობალური სამყარო მოითხოვს", - ამბობს ის.

მარიამ ბაბუნაშვილი ამბობს, რომ მისი განვითარების ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ განათლება უნდა უსწრებდეს დროს. მისი თქმით, დღეს, როდესაც სამყარო სწრაფი ტემპით ვითარდება და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ, ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც განათლების სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს.

"ჩემი მიზანია, რომ რეგიონის ახალგაზრდები იყვნენ პირველები, რომლებიც არა მხოლოდ გაიზიარებენ, არამედ ეფექტურად გაუმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნის. ამისთვის ჩვენ სასწავლო პროცესში უკვე დავიწყეთ ჰარვარდის, ოქსფორდისა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიდგომებისა და სტრატეგიების დანერგვა. ვგეგმავ საკლასო ოთახების კიდევ უფრო მეტ ადაპტაციას თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ციფრული ინსტრუმენტები სასწავლო პროცესის ბუნებრივი ნაწილი გახდეს.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ექსკლუზიური პროგრამები, რომლებიც მხოლოდ ჩვენი მოსწავლეების სპეციფიკურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და არა ზოგად შაბლონებზე. გავაგრძელებთ უცხოელი პედაგოგების აქტიურ ჩართულობას და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას.

ჩემი საბოლოო მიზანია, New Challenge იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად, რომელიც ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნება და რეგიონში ინოვაციების მთავარ ორიენტირად ჩამოყალიბდება", - ამბობს მარიამ ბაბუნაშვილი, New Challenge-ის დამფუძნებელი.