NEXT GARDENS: NEXT-ის ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შავი ზღვის სანაპიროს, დეველოპერული კომპანია NEXT-ის კიდევ ერთი უნიკალური და მულტიფუნქციური კომპლექსი – NEXT Gardens შეემატება. თანამედროვე საინვესტიციო-საცხოვრებელი აპარტამენტები კვარიათში, ზღვის პირველ ზოლში იქნება განთავსებული, რომლის მშენებლობაც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება.
ზეთისხილის ბაღებით გამშვენებული, გამორჩეული კონცეფციის მქონე პროექტი 55 მილიონი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
NEXT Gardens-ის არქიტექტურა ელეგანტური და ამავდროულად არასტანდარტული იერსახით იქნება წარმოდგენილი. შერჩეული ფორმები და ფერთა გამა ადგილობრივ გარემოსთან იდეალურ თანხვედრაშია, ლანდშაფტის დაგეგმარება კი ბუნებრივ ელემენტებს მოიცავს, რაც კომპლექსს ორგანულ მთლიანობას ანიჭებს.
პროექტის პირველი სართული კომერციულ ობიექტებს დაეთმობა და ასევე ქოვორქინგს, სპას, ფიტნეს ცენტრსა და შიდა აუზს მოიცავს. აგრეთვე, გათვალისწინებულია მიწისქვეშა პარკინგი, ბოლო სართული კი ღია საცურაო აუზისთვის არის განკუთვნილი, რაც ზღვისპირა დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აპარტამენტების განლაგება მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული და სივრცეები ოპტიმალურადაა ორგანიზებული, რაც ბინადრებს ზღვისა და მთის ხედებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს.NEXT Gardens თანამედროვე არქიტექტურული პრინციპებისა და ბუნებრივი გარემოს უპირატესობების სრულყოფილი სინთეზია, სადაც ადამიანები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის ხელახლა დამყარებას შეძლებენ.
NEXT Gardens-ის გაყიდვები დაწყებულია!
შეიძინეთ აპარტამენტები 51 000 დოლარიდან და ისარგებლეთ 41 თვეზე გადანაწილებული 0%-იანი განვადებით, მხოლოდ 20%-იანი პირველადი შენატანის პირობით.
გაიგეთ მეტი შეთავაზების შესახებ: