NEXT-ის წარმატებული დებიუტი Property Investor Show-ზე ლონდონში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
10–11 აპრილს, ლონდონის ExCeL-ის საგამოფენო ცენტრში გამართულ Property Investor Show-ზე ქართულ დეველოპერულ კომპანია NEXT-ს წარმატებული დებიუტი ჰქონდა. ეს იყო კომპანიის პირველი ოფიციალური მონაწილეობა გაერთიანებულ სამეფოში, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ბრენდის გლობალური გაფართოებისთვის.
NEXT-მა გამოფენაში მონაწილეობა პარტნიორ კომპანიასთან — Tatu City-სთან ერთად მიიღო. აღნიშნული კოლაბორაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის სტრატეგიას — იმუშაოს ძლიერ, რეგიონულად გავლენიან პარტნიორებთან ერთად და წარმოადგინოს მაღალი კლასის საერთაშორისო პროექტები.
NEXT-ის სტენდი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა როგორც დარგის პროფესიონალებში, ასევე კერძო ინვესტორებში. ვიზიტორები დეტალურად ეცნობოდნენ NEXT-ის განვითარებად პროექტებს აფრიკაში (NEXT Amani, Tatu City, Kenya) და დუბაიში (NEXT Villas Dubai), რომელთა მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პირველი ნაბიჯი ბრიტანულ ბაზარზე ასეთ წარმატებასთან ასოცირდება. შევიძინეთ არაერთი ახალი პარტნიორი, ვიპოვეთ მეგობრები და შევხვდით ინვესტორებს, რომლებსაც აშკარად აქვთ ინტერესი როგორც აფრიკის მზარდი ბაზრებისადმი, ასევე დუბაის სტაბილური და პრემიუმ ინვესტიციების მიმართ," — აცხადებენ NEXT-ში.
Property Investor Show დიდი ბრიტანეთის უძრავი ქონების სექტორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ღონისძიებაა, რომელიც წლების განმავლობაში იკრიბავს საერთაშორისო დეველოპერებს, ინვესტორებსა და ფინანსურ მრჩეველებს. ექსპო უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ქსელური ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის.
NEXT-ის გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე გასვლა მხოლოდ დასაწყისია კომპანიის გლობალური სტრატეგიის, რომელიც მიმართულია ინვესტორებისთვის დივერსიფიცირებული, მაღალი ხარისხის და მომგებიანი პროექტების შეთავაზებაზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.