Get All Access for $5/mo

Nicolas - ახალი საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი Anouki-სგან ახალი საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი ქართულ ბაზარზე 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს გამოჩნდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Nicolas

ცნობილმა ქართველმა მოდის დიზაინერმა, ანუკი არეშიძემ, თავისი წარმატებული ბრენდი - Anouki-ს შემდეგ, საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის, - Nicolas-ის შექმნა გადაწყვიტა. Nicolas, ფართო საზოგადოებისათვის, პირველ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, 1 ივნისიდან გახდება ხელმისაწვდომი.

როგორც Anouki-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ბექა გვიშიანმა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნა, საბავშვო ხაზის შექმნა, თავად ანუკის დიდი ხნის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული. გასული, პანდემიური წლის მიუხედავად, Anouki-მ, თავისი წარმოების გაფართოვება მოახერხა. ბრენდს უკვე აქვს თავისი პატარა ფაბრიკა, რომელიც მეტი პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. სწორედ ამის გათვალისწინებით, Anouki-ს ხაზის პარალელურად, გამოთავისუფლდა Nicolas-ის ბრენდისათვის საჭირო საწარმოო რესურსიც, ხოლო გუნდს დაემატნენ მკერავები და კონსტრუქტორები, რამაც საბავშვო ხაზზე მუშაობა გაამარტივა.

Nicolas-ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, უმაღლესი ხარისხის ქსოვილებითა და ტყავითაა დამზადებული, რომლებიც სპეციალურად საბავშვო კოლექციისათვის - საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და იაპონიაში იწარმოება. მასალის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ვინაიდან ბავშვის სამოსისათვის, ხარისხსა და ტარების კომფორტს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კოლექციის თითოეული ეგზემპლარი, იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი, საქართველოშია დამზადებული. რაც შეეხება ასაკობრივ სეგმენტს, საწყის ეტაპზე, Nicolas-ის ბრენდი, 3 თვიდან, 3 წლამდე ბავშვებისათვისაა წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ, კომპანია სეგმენტის გაფართოებასაც გეგმავს.

1 ივნისიდან, Nicolas ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ მაღაზიაში, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლისათვის. წლის ბოლოსთვის, კომპანია ფიზიკური მაღაზიის გახსნასა და უცხოურ ბაზარზე საბითუმო ექსპორტს აპირებს.

თავად - Anouki, 2013 წელს, საქართველოში დაარსდა და 2015 წლიდან აქტიურად გადის ექსპორტზეც. პანდემიამდე, ბრენდი 60-მდე უცხოურ ცნობილ მაღაზიაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მაღაზიების რაოდენობა შემცირდა, ძირითად პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობას Anouki კვლავ განაგრძობს. საქართველოში ბრენდს ორი მაღაზია აქვს, რომელთაგან ცენტრალურმა, თარხნიშვილის ქუჩაზე, სულ ახლახან განაახლა მუშაობა. რაც შეეხება ონლაინ მაღაზიას, უკვე წელიწადზე მეტია წარმატებით მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელთან.

შექმნის დღიდან, Anouki-ს მთავარი იდეა, ქალთა გარდერობის განსაკუთრებული, ყოველდღიური, თუ გამოსასვლელი ტანსაცმლით გამრავალფეროვნება იყო. მისი არსებობის განმავლობაში, ბრენდმა მოდის ინდუსტრიაში, გამორჩეული ქალური სილუეტის მქონე, ინდივიდუალისტური სამოსით დაიმკვიდრა თავი.

2016 წელს, Anouki იტალიური Vogue-ს და Yoox-ის (მსოფლიოს უდიდესი ონლაინ მაღაზია) მიერ ორგანიზებულ პროექტ - The Next Talent-ის 10 რჩეულ ბრენდს შორის მოხვდა, სადაც ანუკი მსოფლიოს გამორჩეულ ახალ ტალანტად აღიარეს.

2017 და 2018 წლებში, Anouki-მ მილანის მოდის კვირეულზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა, სადაც სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად ღირსეულად წარსდგა და მსოფლიოს დონის დიზაინერებისა და მოდის კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. ასეთმა გამოხმაურებამ უცხოელი მსხვილი შემსყიდველების მხრიდან დიდი ინტერესი გააღვივა, რამაც Anouki-სთან თანამშრომლობის მსურველი მაღაზიების რიცხვი, საგრძნობლად გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულმა წელმა მოდის ინდუსტრიაში, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, უამრავი რამ შეცვალა, Anouki, ახლა უკვე Nicolas-თან ერთად, თავისი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანასა და ქართული ბრენდების პოპულარიზებას მაინც განაგრძობს, რაშიც დიდ წარმატებას ვუსურვებთ!

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ