Nissan Qashqai ePOWER-მა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Nissan-ის ინოვაციურმა ePOWER ტექნოლოგიამ რეალურ პირობებში თავისი ეფექტიანობა დაამტკიცა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ახალმა Nissan Qashqai ePOWER-მა რეკორდული მანძილი საწვავის დამატებითი შევსების გარეშე გაიარა.
ეს არის მსოფლიო რეკორდი ყველაზე გრძელ დისტანციაზე, რაც კი ელექტრო SUV-ს (გაზრდილი სვლის მარაგის მქონე ავტომობილს) ერთჯერადად გაუვლია. ბრენდის ექსკლუზიურმა ePOWER ტექნოლოგიამ გამოავლინა გამორჩეული ეფექტიანობა და ერთ ავზზე 1,980 კმ მანძილი დაფარა. რეკორდი კოლუმბიაში, 2026 წლის 14-დან 17 ივლისამდე დაფიქსირდა. მარშრუტი ბოგოტადან დაიწყო და კარიბის ზღვის სანაპიროზე დასრულდა, რამაც შესაძლებლობა მისცა სისტემას, გამოევლინა თავისი შესაძლებლობები სხვადასხვა საგზაო პირობებში.
საწვავის ავზის ავსებისა და დალუქვის მომენტიდან, მარშრუტის თითოეული ეტაპი და კილომეტრი დოკუმენტირებული და შეფასებულია გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციის მსაჯების მიერ. მათ ოფიციალურად დაადასტურეს მონაცემების სანდოობა და ePOWER ტექნოლოგიის ეფექტიანობა.
Nissan Qashqai-ს გამოცდამ ასევე აჩვენა მართვის თითოეული რეჟიმის ეფექტიანობა და დაადასტურა, რომ ნებისმიერ საგზაო თუ ამინდის პირობებში ავტომობილი მძღოლისთვის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის.
მიღწევა იმის თვალსაჩინო დასტურია, თუ როგორ ზრდის Nissan ინოვაციების საზღვრებს, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს რეალური საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტილებები.
ჩვეულებრივი ელექტრომობილისგან განსხვავებით, ePOWER სისტემა არ საჭიროებს ელექტროქსელზე მიერთებას ბატარეის დასატენად. ამ ტექნოლოგიაში ბორბლებს მხოლოდ ელექტროძრავი ამუშავებს, ხოლო ბენზინის ძრავი ფუნქციონირებს როგორც გენერატორი, რათა საჭიროებისამებრ დატენოს ბატარეა. ეს მძღოლებს საშუალებას აძლევს, ისიამოვნონ მყისიერი აჩქარებით, მშვიდი მართვითა და ელექტრომობილის გამოცდილებით, თანაც სრულიად გათავისუფლდნენ გადაადგილებისთვის ბატარეის საჭირო მარაგთან დაკავშირებული საზრუნავისგან ან შორ მანძილზე მგზავრობისას დამტენი სადგურების ძებნის საჭიროებისგან.
ეს რეკორდული შედეგი ასევე ხაზს უსვამს ePOWER-ის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას: შესთავაზოს მომხმარებელს ელექტრომობილთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოცდილება მართვის ჩვევების შეცვლის გარეშე. ავტომობილს არ სჭირდება დამტენი ინფრასტრუქტურა, მისი გამართვა შესაძლებელია ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე და უზრუნველყოფს სწრაფ, ჩუმ აჩქარებას, ელექტრომობილის მსგავსად. გარდა ამისა, ePOWER ტექნოლოგია მძღოლებს გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობას მართვის შთამბეჭდავი გამოცდილების კომპრომისის გარეშე აძლევს.
საქართველოში Nissan-ის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორი და იმპორტიორი არის კომპანია Geo Auto.