"ნიუ პარიზი" - სილამაზის ცენტრი მრავალწლიანი ისტორიითა და სიახლეებით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ისი-პარის" სახელით ცნობილი პირველი თანამედროვე სილამაზის ცენტრი, რომელიც 25 წელზე მეტია მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, "ნიუ პარიზის" სახელით აგრძელებს საქმიანობას. რებრენდინგის შემდეგ ის მომხმარებლებს არა მხოლოდ განახლებული იმიჯით, არამედ კიდევ უფრო გაუმჯიბესებული სერვისით ხვდება.
"ძველი, გამოცდილი გუნდი და ახალი სახეები ისევ თქვენს სამსახურშია", - ამბობს "ნიუ პარიზის" დამფუძნებელი, ნონო ბოკუჩავა Entrepreneur-თან ინტერვიუში. ცენტრი კვლავ სთავაზობს მომხმარებლებს ყველა იმ თანამედროვე სერვისს, რაც სილამაზის ინდუსტრიაში მოთხოვნადი და პოპულარულია: თმის, ფრჩხილისა და მაკიაჟის მრავალფეროვანი პროცედურები, თანამედროვე კოსმეტოლოგიური მომსახურება, ინიექციური თერაპია. "ნიუ პარიზის" გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტია ხარისხი, უსაფრთხოებისა და სტერილიზაციის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
ნინო ბოკუჩავა:
"ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღებით და უსაფრთხოების დაცვით მუშავდება პროცედურებისთვის საჭირო მასალები. მრავალჯერადად გამოსაყენებელი მასალებისა და რესურსებისთვის "ნიუ პარიზში" გამოიყენება სპეციალური კარადა-სტერილიზატორი. ფრჩხილის მოვლის ინსტრუმენტები 5-ეტაპიან სტერილიზაციას გადის - ავტოკლავიდან ულტრაიისფერ კარადამდე. სავარცხლები და თმის მოვლისთვის საჭირო ხელსაწყო თითოეული სპეციალისტისთვის ცალკე გამოყოფილ ულტრაიისფერ სათავსოში ინახება. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ცენტრში დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამას ადასტურებს ისიც, რომ წარმატებით გვაქვს გავლილი სახელმწიფო უსაფრთხოების მონიტორინგი შესაბამისი დასკვნით".
აღსანიშნავია, რომ "ნიუ პარიზი" თავის საქმიანობას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდება. კომპანია აქტიურად არის ჩართული ნარჩენების მართვის პოლიტიკაში და ცდილობს, პლანეტის გაჯანსაღებაში თავისი წვლილი შეიტანოს. "ნიუ პარიზი" მომხმარებელს სთავაზობს უამიაკო და ვეგანურ პროდუქციას მხოლოდ ბიოდეგრადირებადი შეფუთვით, რომელთა უსაფრთხოებაც ISO-ის სერტიფიკატითაა დადასტურებული.
ბაზარზე 25-წლიანი არსებობის განმავლობაში კომპანიამ არაერთი გამოწვევა დაძლია. "ნებისმიერი საქმიანობა მოითხოვს გაბედულებას, განსაკუთრებით კი სილამაზის ინდუსტრიაში, სადაც დიდი კონკურენციაა და გვხვდება არაერთი გარდამავალი ეტაპი ბაზრის ოპტიმიზაციის სახით", - ამბობს ნინო ბოკუჩავა.
თავისი არსებობის ისტორიაში "ნიუ პარიზი" არა მხოლოდ მომხმარებლების სილამაზეზე ზრუნავს, არამედ პროფესიული განათლების განვითარებაშიც შეაქვს თავისი წვლილი. თავად "ნიუ პარიზის" დამფუძნებელ ნინო ბოკუჩავას პროფესიული გამოცდილება ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანია. ის 2013 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ეროვნული პროფესიული სტანდარტების, პროფესიული სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, დანერგვასა და განვითარებაში.
ნინო ბოკუჩავა:
"ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში გაოცებული დავრჩი ამ ინდუსტრიაში იმ პროფესიული ცოდნით, შესაძლებლობებითა და ღირებულებებით, რაც სხვა ქვეყნებში ვნახე და მიზნად დავისახე, ჩემს ქვეყანაში ამ პროფესიის სათანადო დონეზე განვითარებისთვის ძალისხმევა არ დამეშურებინა".
ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ "ნიუ პარიზი" სასწავლო და ადმინისტრაციულ პლატფორმებზე წვდომის ერთიანი სისტემის, HC&PS SSO-ის პარტნიორია. პროფესიული განვითარების სფეროში შეტანილი წვლილისთვის კომპანიას სპეციალური სერტიფიკატიც გადაეცა.
"ნიუ პარიზი" მუდმივად ეძებს ინოვაციურ მიდგომებს, რომლებსაც სილამაზის ინდუსტრიაში ახალი გამოცდილება შემოაქვს. სილამაზის ცენტრი პასუხობს თანამედროვე მომხმარებლების მოთხოვნებს და აქტიურად იყენებს პირველ ქართულ ონლაინჯავშნების პლატფორმას - ბუქინგჰაბს, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე მომხმარებლებისთვის კომფორტული სერვისის შეთავაზებას.
როგორც ნინო ბოკუჩავა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მოკლევადიანი საავტორო კურსების შექმნა, რომლებიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. უფრო მასშტაბური მიზნები კი რეგიონული განვითარების გეგმას უკავშირდება - "ნიუ პარიზი" აპირებს ახალი ფილიალებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დანერგვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო სერვისი ყველგან ხელმისაწვდომი იყოს.