ნოემბერი მეტს გპირდება: "ვენეტოს" კოლექციები განსაკუთრებულ ფასად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სახლში ზოგიერთი ნივთი თავიდანვე იქცევს ყურადღებას, სხვებს კი თანდათან ვამჩნევთ. კედლის ფერი დღის განმავლობაში იცვლება, ხოლო ზედაპირის რელიეფი ყველაზე მკაფიოდ მაშინ ჩანს, როცა სინათლე გვერდიდან ეცემა. ინტერიერთან ეს ყოველდღიური ურთიერთობა გვაყვარებს დეტალებს, რომელთა წინასწარ შეფასება ფოტოსა თუ ესკიზზე ყოველთვის ვერ ხერხდება.

"ვენეტო დიზაინის" შოურუმის კონცეფცია მასალებისა და ნივთების სწორედ ასეთ, უშუალო გაცნობას ეფუძნება. იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერ მოწყობილ ოთახებში კოლექციები დასრულებული ინტერიერის ნაწილია. სტუმარი ხედავს მათ მასშტაბს, აკვირდება ფერების შეხამებას და სხვადასხვა სივრცის დათვალიერებისას საკუთარი სახლისთვის საინტერესო გადაწყვეტილებებსაც პოულობს. სამ სართულზე განაწილებული 2 500 კვადრატული მეტრის შოურუმი ამ ძიებისთვის მრავალფეროვან გარემოს ქმნის.
ნოემბერში "ვენეტო" სტუმრებს მასპინძლობს კამპანიით "ნოემბერი მეტს გპირდება". 5-იდან 30 ნოემბრის ჩათვლით სრულ კოლექციაზე 15%-იდან 50%-ამდე ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზება აერთიანებს სახლის რემონტის სხვადასხვა ეტაპს: მასალების შერჩევას, სააბაზანოსა და სამზარეულოს დაგეგმვას.

"ვენეტოში" წარმოდგენილი 50-ზე მეტი ბრენდის გაცნობა შეიძლება იმ მასალებით დაიწყოს, რომლებიც ოთახის ძირითად იერს განსაზღვრავს. შოურუმში საშუალო, მაღალი და სუპერ პრემიუმ სეგმენტის კოლექციებს ნახავთ, ამიტომ მასალების შერჩევა თქვენი ბიუჯეტის მიხედვით შეგიძლიათ. Porcelanosa-ს, Inalco-სა და Italgraniti-ს კოლექციებთან ერთად, აქ მოზაიკა, სამშრიანი პარკეტი და Adriani & Rossi-ს დიზაინერული შპალერია წარმოდგენილი. მათ მოჰყვება სანტექნიკა, შემრევები და რადიატორები.
თანამედროვე დიზაინთან "ვენეტოს" ურთიერთობა შოურუმის ფარგლებს გარეთაც გრძელდება. კომპანიამ ინტერიერის ქართველი დიზაინერებისთვის ესპანეთში პროფესიული ვიზიტი მოაწყო, რომლის დროსაც მონაწილეები Porcelanosa Group-სა და Inalco-ს ეწვივნენ. ამგვარი შეხვედრები მასალების წარმომავლობისა და მათი გამოყენების შესაძლებლობების უშუალოდ გაცნობის საშუალებაა. კოლექცია, რომელიც თბილისში შოურუმის ნაწილად გვხვდება, იქ მწარმოებლის უფრო ფართო ხედვასთან ერთად ჩანს.
რემონტის დასრულების შემდეგ ავეჯის შერჩევის დრო დგება. "ვენეტოში" სააბაზანოს ავეჯია წარმოდგენილი, სამზარეულოს მიმართულებას კი, ავეჯთან ერთად, Smeg-ის ტექნიკა ავსებს.

სხვადასხვა მწარმოებლის კოლექციების ერთ სივრცეში ნახვა არჩევანს უფრო თავისუფალს ხდის. შესაძლებელია, ერთი ბრენდის ზედაპირს მეორის ავეჯი შეუხამოთ, თავშეკავებული ფერების ფონზე გამოკვეთილი ფორმა შემოიტანოთ ან მთელი ოთახი ერთმანეთთან ახლოს მდგომ ტონებში გადაწყვიტოთ. თანდათან იკვეთება ისიც, რისი შენარჩუნებც გსურთ საწყისი ჩანაფიქრიდან და რომელი დეტალი აღმოჩნდა ადგილზე უფრო საინტერესო, ვიდრე წარმოგედგინათ.
სახლის განახლებისას ამ მრავალფეროვნებიდან ზოგჯერ ერთი ნივთიც საკმარისია. უკვე მოწყობილ მისაღებში ახალი დივანი დანარჩენ ავეჯს ჰარმონიულად უნდა შეერწყას, საძინებელში კი საწოლის ფორმა და ქსოვილი ოთახის საერთო განწყობას უნდა განსაზღვრავდეს. დივნის სილუეტს ოთახში შესვლისთანავე აღვიქვამთ, ქსოვილის ფაქტურას მოგვიანებით ვეცნობით. ასეთ შენაძენს განსაკუთრებით ყურადღებით ვარჩევთ, რადგან მასთან ყოველდღიური შეხება გვექნება: უნდა მოგვწონდეს ახლოდანაც, ოთახის მეორე ბოლოდანაც და გამოყენების დროსაც.
ნოემბრის შეთავაზებებში Felis-ის საწოლები და დივნებიც შედის. კოლექციაში წარმოდგენილი გასაშლელი მოდელები მათთვისაც საინტერესოა, ვისაც მისაღებში სტუმრის დასაძინებელი ადგილის გათვალისწინება სურთ. ნიმუშების დათვალიერება შოურუმშია შესაძლებელი, სადაც კონსულტანტთან კონკრეტული მოდელის ზომის, ქსოვილისა და ხელმისაწვდომობის დაზუსტებაც შეიძლება.
"ვენეტოში" ვიზიტისთვის დასრულებული პროექტის ქონა აუცილებელი არ არის. შეიძლება ჯერ მხოლოდ ფერი გქონდეთ შერჩეული, ერთი ოთახის შეცვლაზე ფიქრობდეთ ან დიდი ხნის წინ მოწონებულ ნივთს უბრუნდებოდეთ. კოლექციების გაცნობა ამ სურვილებს უფრო კონკრეტულ სახეს აძლევს, ნოემბრის შეთავაზება კი მათი შესრულებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
15%-იდან 50%-ამდე ფასდაკლება სრულ კოლექციაზე 30 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებს.