Get All Access for $5/mo

Nomad Capitalist: "მთავარია, თქვენს ცხოვრებას თავად აკონტროლებდეთ"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

შესაძლოა, გარკვეული დროის განმავლობაში იყავით ანტრეპრენერი ან მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას ეწევით. თქვენ საკმაოდ ბევრს გამოიმუშავებთ, თავსაც ირჩენთ და ოჯახსაც, და თან, თქვენი წარმატებითაც ტკბებით. თუმცა, ეს იქამდე არ უნდა გააკეთოთ, ვიდრე თქვენი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს მთავრობას არ გადასცემთ.

ზოგიერთი ამბობს, რომ გადასახადები ნამდვილი უბედურებაა, მათ გადახდას გვერდს ვერასოდეს აუვლი, რადგან სერვისების უმრავლესობა მათზეა დამოკიდებული. როდესაც გადასახადების განაკვეთები 40%-50%-ს აღწევს ან ყველაზე წარმატებული ადამიანებისა და კომპანიების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტსაც კი, ნამდვილად ვერ იგრძნობთ კარგად თავს.

Nomad Capitalist კი სწორედ ასეთ დროს გამოჩნდება ჰორიზონტზე.

უკვე ათ წელიწადზე მეტია, მთელ მსოფლიოში ვეხმარებით ანტრეპრენერებსა და ინვესტორებს, რომ მათ გადასახადების შემცირებაც შეძლონ, მეტი შემოსავალიც ჰქონდეთ და მსოფლიოს თავისუფალი მოქალაქეებიც გახდნენ.

ბუნებრივია, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ სადმე სრულიად შემთხვევით თქვენს "სინგაპურის საბანკო ანგარიშზე" თქვათ ორიოდე სიტყვა. ოფშორული საბანკო ანგარიშის გახსნა და ამით წვეულებაზე თავის მოწონება ნებისმიერს შეუძლია. აქ არც ბაზარზე ყველაზე "იაფი მეორე პასპორტის" შოვნაზეა საუბარი.

სინამდვილეში, საუბარი ყოვლისმომცველი გეგმის დასახვასა და მის შესრულებას ეხება სრულიად კანონიერი გზებით. ეს მეტი შესაძლებლობებია, მეტი თავისუფლება და მეტი ფულია იმ ცხოვრებისთვის, რომლისთვისაც ასე ბევრი იშრომეთ.

ყველაზე მთავარი თქვენი ცხოვრების გაკონტროლებაა, რომ იქ შეძლოთ წასვლა, სადაც ყველაზე უკეთ მოგექცევიან.

Nomad Capitalist-ის მოკლე ისტორია

Nomad Capitalist ენდრიუ ჰენდერსონმა დააარსა. იგი სერიული ანტრეპრენერია და მაშინ ოციოდე წლის გახლდათ. მან იგრძნო, რომ მხოლოდ განტევების ვაცი იყო გადასახადის ამკრეფთათვის, ბევრი ფული შეჰქონდა ბანკში, მაგრამ უკან ბევრს არაფერს იღებდა.

ენდრიუმ 2012 წელს გახსნა Nomad Capitalist-ის ვებგვერდი. მისი მიზანი ნებისმიერისთვის თავისი გამოცდილების გაზიარება იყო, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობისას, ადამიანებთან შეხვედრებისა და ინვესტირების, სტარტაპების, საბანკო და პასპორტების სფეროებში შესაძლებლობების შესწავლისას მიიღო.

ჰენდერსონი ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომელიც უბიძგებდა მშობლიურ საზღვრებში არ ჩაკეტილიყო და მთელ მსოფლიოში ეძებნა შესაძლებლობები, და სწორედ ასე მოიქცა. 2007 წელს მან ყველა თავისი ბიზნესი გაყიდა, მოგზაურობა დაიწყო და მსოფლიოს სრულუფლებიანი მოქალაქე გახდა.

შემდეგ თავის ვებგვერდს 2014 წელს პირდაპირი ტრანსლაციაც დაამატა და 2015 წელს კერძო საკონსულტაციო ბიზნესად გარდაქმნა. ენდრიუს პირადად უკავშირდებოდა ასობით ადამიანი და დახმარებას სთხოვდა.

ამიტომ დაიწყო მან გუნდის შექმნა. ახლა, Nomad Capitalist მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მხოლოდ ექვს და შვიდციფრიანი ფინანსების მქონე კლიენტებთან მუშაობს.

მის გუნდში 40-ზე მეტი ადამიანი სრულ განაკვეთზე მუშაობს, რომ Nomad Capitalist ყველაზე მოწინავე იყოს ოფშორულ ზონაში გადასახადების შემცირებაში, მეორე პასპორტის აღებასა და გლობალურ ინვესტირებაში. ეს კომპანია ასობით ადამიანს დაეხმარა "იქ წასულიყვნენ, სადაც მათ ყველაზე უკეთ მოექცეოდნენ".

ჩვენ თეორეტიკოსები კი არა, პრაქტიკოსები ვართ

Nomad Capitalist არც იურიდიული ფირმაა და არც საერთაშორისო საბუღალტრო ორგანიზაცია. ეს უკანასკნელნი, როგორც წესი, უამრავ ფულს გამოგართმევენ, რათა იმ გეგმას მოერგოთ, რომლის განხორციელებაც შემდეგ ეტაპზე დამოუკიდებლად მოგიწევთ.

მოდით, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი: ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც ერთ საკითხში არიან სპეციალიზებულნი, მაგალითად, იურისპრუდენციაში ან ბუღალტერიაში, ხშირად ვერ ხედავენ ზოგად სურათს და არ შეუძლიათ იმ რისკის განსაზღვრა, პირადი იქნება თუ საქმიანი, რომლებიც დიდ საერთაშორისო ცვლილებებს ახლავს.

სწორედ ამიტომ შევქმენით Nomad Capitalist, რომ იგი უნივერსალური ყოფილიყო, ყოვლისმომცველი გეგმაც შეედგინა და სრულყოფილადაც შეესრულებინა. ჩვენ მხოლოდ მცირე რაოდენობის პროფესიონალ კლიენტებთან ვთანამშრომლობთ. ამიტომ ვიცით, რა უნდათ მათ – გადასახადების შემცირება იქნება ეს, მეტი პირადი თავისუფლება თუ მეორე პასპორტის აღება. ჩვენ მათი დახმარება ყველაფერში თავიდან ბოლომდე შეგვიძლია.

ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიებში გვაქვს გამოცდილება, მას ვეყრდნობით და ასე ვეხმარებით საკუთარ კლიენტებს. ჩვენ თეორეტიკოსები კი არა, პრაქტიკოსები ვართ. Nomad Capitalist-ის დამფუძნებელს, ენდრიუს ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, გზად უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, ამიტომ მოსალოდნელი ხაფანგების გამოვლენაც შეუძლია და კლიენტების დახმარებაც, რომ მათაც აიცილონ თავიდან.

ერთ-ერთი ასეთი ხაფანგია ოფშორულ სტრატეგიებზე ფიქრი გადასახადების შესამცირებლად. მაგრამ როგორც ამბობენ, სინამდვილეში მხოლოდ ეს არ არის მთავარი.

შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტის გაკონტროლებას. კერძოდ,

  • სად არის რეგისტრირებული თქვენი ბიზნესი
  • სად არის თქვენი ბანკი
  • სად ხართ რეგისტრირებული, როგორც მუდმივი მცხოვრები
  • სად გაქვთ სახლი
  • რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ
  • სად ახორციელებთ ინვესტიციებს
  • და ა.შ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გონივრული საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმა – როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში, სრულიადაც არ არის მარტივი.

ერთმა ნაბიჯმაც კი შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებზე (მაგალითად, აშშ-ის რეზიდენტობა იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო სამსახურს თქვენი გლობალური შემოსავლების შესახებ უნდა შეატყობინოთ). ამის და კიდევ სხვა მრავალი პრობლემის გამო, სპეციალისტების კონსულტაციები და ყოვლისმომცველი გეგმა დაგჭირდებათ. Nomad Capitalist ზუსტად ამაშია სპეციალიზებული.

ამასთან ერთად, ჩვენ ადამიანებს საუკეთესო ქვეყნების მოძებნაში ვეხმარებით თავიანთი ცხოვრების თითოეული ასპექტისთვის. მაგალითად, ერთისთვის კარგი ქვეყანა ბიზნესის საწარმოებლად, შესაძლოა, საშინელი არჩევანი იყოს მეორესათვის. ეს ამ ქვეყნების სხვადასხვა კანონებსა და სტიმულებთანაა დაკავშირებული, ჩვენთვის კი მათი უმრავლესობა უკვე ცნობილია.

რა იქნება, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ექვს ან შვიდი ციფრიანი შემოსავალი, მაგრამ მაინც ოფშორში გსურთ გადასვლა და უფრო სიმდიდრითა და თავისუფლებით ტკბობა?

ჩვენ სიხარულით გავუზიარებთ მსურველებს საკმაოდ ბევრ ოფშორულ სტრატეგიას, რომელიც წლების განმავლობაში გამოგვიცდია და ჩვენს ვებვერდებსა და YouTube არხზე ნახავთ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი Nomad Capitalist და მისი დახმარებით უამრავი რამ ისწავლოთ.

მეორე პასპორტი: უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა

თუ ჩვენს ნებისმიერ სტატიას გაეცნობით ან რომელიმე ვიდეოს ნახავთ ჩვენს YouTube არხზე, დარწმუნდებით, რომ ჩვენთვის მეორე პასპორტი "მოქალაქეობის დაზღვევაა". რაში გჭირდებათ ის? თუ COVID-19- მა რაიმე გვასწავლა, ის მაინც, რომ შესაძლოა ვითარება ძალიან სწრაფად შეიცვალოს და ბევრად გაუარესდეს. ამ შემთხვევაში, გეგმა B-ზე უკეთესი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის არაფერი იქნება. ეს უკვე გამოსავალია.

ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ სამყაროს დასასრულზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. ვიცით, რომ არც სამოქალაქო არეულობებია ხშირი და არც გადასახადები იზრდება მოულოდნელად, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის პროგნოზირება შეუძლებელია და ამიტომ არის მეორე პასპორტი გლობალური ცხოვრების სტილის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს საუკეთესო პირობების შერჩევაა გადასახადების გადასახდელად როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ბიზნესისთვის.

ახლა ორიოდ სიტყვა იმის შესახებ, თუ სად და როგორ შეგიძლიათ მეორე მოქალაქეობის მიღება? ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ:

  • თქვენს საბანკო ანგარიშზე
  • ნამდვილად გსურთ თუ არა უცხოეთში ცხოვრება
  • და ვინ არიან თქვენი წინაპრები

სწორედ ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუ რა სახის "შეთანხმებაზე" მოგიწევთ წასვლა მეორე პასპორტის მისაღებად. მეორე პასპორტის მისაღებად უმარტივესი გზა თქვენი ოჯახის გენეალოგიიის შემოწმებაა და დადგენა, გყავთ თუ არა წინაპრები სასურველი ქვეყნებიდან. ეს მოგცემთ საშუალებას წარმომავლობის მიხედვით მიიღოთ მოქალაქეობა.

კიდევ ერთი გზა ამ ქვეყანაში ინვესტირებაა, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რა თანხის ჩადება გსურთ მეორე მოქალაქეობის მისაღებად. და ბოლოს, თქვენ ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვებაც შეგიძლიათ და შემდეგ ზრუნვა იმაზე, რომ მოქალაქე გახდეთ. ეს გზა მცირე ინვესტიციებს მოითხოვს, მაგრამ ჩვეულებრივ აუცილებელია, რომ ფიზიკურადაც იმყოფებოდეთ ამ ქვეყანაში.

ორ პასპორტზე არ უნდა შეჩერდეთ: შეგიძლიათ პასპორტების პორტფელი შექმნათ და ის უპირატესობები შეარჩიოთ, რასაც თითოეული ქვეყნის მოქალაქეობა გთავაზობთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მთავრობებმა ბევრ ქვეყანაში გაამკაცრეს პირობები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოქალაქეობის მიღება სურთ. საქართველომაც კი ექვსიდან ათ წლამდე გაზარდა ვადა ნატურალიზაციის მსურველთათვის.

თუ მეორე მოქალაქეობის მიღება გსურთ, ჩვენი რჩევაა რაც შეიძლება მალე შეუდგეთ ამ საქმეს, არ დააგვიანოთ, რადგან შესაძლებლობების ფანჯრის დახურვა გამორიცხული არ არის.

მდიდარი მომთაბარეების ზრდა

შესაძლოა ბევრი არ ფიქრობდა მოქალაქეობაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, გასული ათწლეულის განმავლობაში მათი სამუშაო საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ჩვენ მათ ციფრულ მომთაბარეებს ვუწოდებთ. ისინი ფრილანსერები, კონსულტანტები და ანტრეპრენერები არიან, და თავიანთი სამუშაოს შესრულება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ.

საქართველო კი ხელსაყრელი ადგილია ციფრული მომთაბარეებისთვის. აქ ტურისტული ვიზა 365 დღიანია და ამ პირობებში ვიზაზე სირბილი საჭირო არ არის. იმ დროს, როდესაც ადამიანებს როგორც წესი, უწევთ ამ საკითხზე ზრუნვა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გასამგზავრებლად, სადაც ვიზა მხოლოდ 90 დღის განმავლობაში მოქმედებს.

საქართველოში ასეთი ხელსაყრელი კანონებია, ამავე დროს, ეს ქვეყანა თავისთავად უზომოდ მიმზიდველია და ამ ყველაფრის წყალობით, იგი ციფრული მომთაბარეების ნამდვილი ცხელი წერტილი გახდა. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობთ საქართველოს პოპულარიზაციას, რასაც კიდევ მეტად შეუწყო ამ ყველაფერმა ხელი.

ბოლო წლების განმავლობაში შევამჩნიეთ, თუ როგორ გამოჩნდნენ ჰორიზონტზე მდიდარი მომთაბარეები, ადამიანები, რომლებიც "ტაილანდში დღეში $10-ად ცხოვრობდნენ" და აღარ ცხოვრობენ, ან რომლებსაც ამის სურვილი აღარ აქვთ.

ეს ადამიანები მთელ მსოფლიოში დახეტიალობენ და ადგილებს ეძებენ, სადაც მათ და მათ ბიზნესს უკეთ მოექცევიან, და ამისთვის დათმობებზე არ მოუწევთ წასვლა. მათთვის ადგილმდებარეობას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.

ციფრული მომთაბარეობის მომავალი მთელი ცხოვრების მოგზაურობაში გატარებაა, მაგრამ ფუფუნებით ცხოვრება და გადასახადების გადახდის მიმზიდველი სტრატეგიების უპირატესობებით სარგებლობა.

და რა არის გადასახადების გადახდის მიმზიდველი სტრატეგია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ? ჩვენ მას სამმაგ სტრატეგიას ვუწოდებთ. ამ შემთხვევაში თქვენ სამი ან მეტი საცხოვრებელი ადგილი გექნებათ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მთელი წლის განმავლობაში მათ შორის მოგიწევთ მიმოსვლა. თქვენი დროებითი სახლიდან გამოუსვლელად შეძლებთ ტერიტორიის გამოკვლევას, ან უბრალოდ ბალთას შეიკრავთ და იმუშავებთ გარემოში, რომელიც თქვენთვის კომფორტული და ნაცნობია. მდიდარი მომთაბარის ცხოვრების წესი ოდნავ უფრო სტაბილურია, და ბევრად უფრო დიდებული. ამ ტენდენციისთვის თვალყურის დევნება მართლაც საინტერესო იქნება.

ვენი მომავალი

საინვესტიციო ემიგრაციის ინდუსტრია ბოლო წლებში უზომოდ პოპულარული გახდა, რადგან ადამიანები თავიანთი ფინანსური აქტივებისა და პირადი ცხოვრების დივერსიფიკაციას ცდილობენ.

მართალია COVID-19- მა უმოკლეს დროში გამოიწვია ცვლილებები, მაგრამ ეს ტენდენცია დიდი ხნის წინ შევამჩნიეთ. უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ყველა კვერცხის ერთ კალათში ჩადება ნამდვილად არ ღირს.

და რადგან ჩვენი სამუშაო საერთაშორისო მასშტაბით კონსულტაციების გაწევაა და ფინანსური დაგეგმვა, სრულიად ბუნებრივია, რომ გრძელვადიანი გეგმა გვაქვს შედგენილი, თუ სად უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ბიზნესი. ჩვენ ორ მთავარ საკითხზე ვამახვილებთ მთელ ყურადღებას.

უპირველესად, ჩვენი გუნდის ზრდა განვითარებაზე უნდა გავაგრძელოთ ზრუნვა. ასე შევძლებთ ჩვენი კლიენტებისთვის ახალი ბაზრების დაზვერვას. თუ ვეცდებით და თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, ძველ ურთიერთობებსაც შევინარჩუნებთ და მათ ახლებსაც შევმატებთ. ჩვენი გუნდი მთავრობებსა და ადგილობრივ პროფესიონალებს, იურისტებსა და ბუღალტრებს ეხმარება, რომლებთანაც რეგულარულად შეგვიძლია თანამშრომლობა. ამ ეტაპზე პერსპექტიული ბაზრებია ეგვიპტე, უზბეკეთი და მრავალი ადგილი აფრიკაში, ისინი დღეს ჩვენს რადარზე არიან, ისევე როგორც საქართველო იყო ათი წლის წინ.

ჩვენ ამ ახალ ბაზრებზე შესაძლებლობების შესაფასებლად ვმუშაობთ, უნდა დავადგინოთ, ღირს თუ არა ამ შესაძლებლობების ჩვენს კლიენტებისთვის შეთავაზება.

მეორე, ვფიქრობთ, რომ სამყაროზე დადებითი გავლენის მოხდენის საუკეთესო გზა განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პირადად ვერ დავეხმარებით. უბრალოდ, წარმოუდგენელია 17 მილიონ ადამიანს ვემსახუროთ, ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ (სწორედ ამდენი ადამიანია დაინტერესებული იმ სტრატეგიით, რომელსაც მთელ მსოფლიოში ყველას ვთავაზობთ). ამიტომ გავაგრძელებთ ჩვენი ვებგვერდისა და ჩვენი YouTube არხის საშუალებით ნებისმიერისთვის უამრავი რესურსის უფასოდ მიწოდებას. გარდა ამისა, მექსიკაში ყოველწლიურად ვმართავთ კონფერენციას, რომელზეც ბევრ ადამიანს შეუძლია დასწრება და ესწრება კიდეც.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ Nomad Capitalist-ის დახმარებით ადამიანები უკეთესობისკენ ცვლიან თავიანთ ცხოვრებას. გვსურს ყველას მივცეთ შესაძლებლობა, იქ წავიდნენ, სადაც ყველაზე უკეთ მოექცევიან და თავად დასახონ გზა საკუთარი ცხოვრების, შვილებისა და მომავალი თაობებისათვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია