Get All Access for $5/mo

ნუცა შამათავა - ერთადერთი ქალი ექიმი ქართული რაგბის ისტორიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკვე 6 წელია, რაც ნუცა შამათავა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმია. გარდა ამისა, 2 წელია, რაც რაგბის კავშირის სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და სამედიცინო დახმარებას უწევს როგორც სხვადასხვა ასაკობრივ, ასევე 7-ქალა და 7-კაცა ნაკრებს.

ქართული რაგბის ისტორიაში ნუცა ერთადერთი ქალი ექიმია და ამ დროის განმავლობაში არაერთი სტერეოტიპის დამსხვრევა შეძლო. ახლახან მან შესაბამისი საერთაშორისო ლიცენზიაც აიღო და შესაძლებლობა აქვს, საერთაშორისო დონის მატჩებზე მთავარი ექიმი იყოს. წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ნუცასთვის რიგით მეორეა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმის ამპლუაში დაესწრება. როგორ თავად აღნიშნავს, წინა მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ერთადერთი ქალი ექიმი იყო.

სამედიცინო სფეროში მრავალფეროვანი გამოცდილების პარალელურად, ნუცა პირველად დახმარებას ასწავლის ადამიანებს. წელს უკვე იგი "სამედიცინო ტრენერი" გახდა და რაგბიში მომუშავე ექიმებს პირველადი დახმარების კურსის ჩატარებაშიც ატრენინგებს.ექიმობა ნუცას ბავშვობიდანვე სურდა, ჯერ კიდევ პატარა ასაკში წამლების ცარიელ ყუთებს აგროვებდა. სამედიცინო სფეროში ფეხი პირველად 15 წლისამ შედგა, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტის კოლეჯში ჩაირიცხა, შემდეგ გამოცდები უნივერსიტეტშიც ჩააბარა და პროფესიის შეცვლაზე არასდროს უფიქრია.

რაგბი ნუცას საყვარელი და ძალიან ახლო სპორტი იყო ბავშვობიდან − მამამისი ყოფილი მორაგბე გახლავთ, ხშირად უწევდა მატჩებზე სიარული და მორაგბეების ქომაგობა, თუმცა არასდროს უფიქრია, რომ ოდესმე ნაკრების ექიმი გახდებოდა, ან მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმის ამპლუაში გამოცხადდებოდა.

"7 წლის წინ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი რაგბიში. ყველა მიზნისკენ მიმავალი გზა, რა თქმა უნდა რთულია, ბევრი დაბრკოლება ახლავს და დიდ შრომას მოითხოვს. მთავარია, შენი საქმიანობა გიყვარდეს. თავდაპირველად, როდესაც მუშაობა დავიწყე, უცხო ადამიანმა მითხრა, რომ რაკი გოგო ვარ, ამდენს ვერ შევძლებდი და რომ აქამდე რაგბის ქალი ექიმი არ ჰყოლია. თუმცა დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც სჯეროდა ჩემი და ამის შანსი მომცეს", − ამბობს ნუცა შამათავა.

ნუცას თქმით, ნაკრებთან მუშაობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, პირველი ნაბიჯებიც რთული აღმოჩნდა. "პირველ ეტაპზე მეც და ნაკრების წევრებსაც გვიჭირდა, უცხო ვიყავი მათთვის, მაგრამ ძალიან მალე მათი ნდობა მოვიპოვე. მუდმივად ვცდილობ, რომ მორაგბეებს ყველაფერი ჰქონდეთ ჯანმრთელობისთვის".

ნუცას ყოველი დღე რაგბის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იწყება. ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მატჩის 80 წუთია − ამ დროს ნუცასა და მის კოლეგებს ტრავმისა თუ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის მენეჯმენტი საკმაოდ სწრაფად უწევთ, რადგან მატჩის მსვლელობისას დრო ფაქტობრივად არ აქვთ. თუმცა ეს ის საქმეა, რომელიც მას ძალიან უყვარს და მოსწონს.

"საამაყო და სასიამოვნოა ჩემთვის ის, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი ვარ. რთულია პასუხისმგებელი იყო 60 ადამიანის ჯანმრთელობაზე, მოწყვეტილი ხარ ოჯახისგან. მაგრამ, მოედანზე ერთად მდგარი 15 მოთამაშე და საქართველოს ჰიმნი ამად ღირს", − ამბობს იგი.

ნუცას სამომავლო პროფესიული გეგმები სწორედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება. მისი მიზანია, ქართულ რაგბის ჰყავდეს ისეთი ექიმი, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი