Sponsored Content

"ტოიოტა ცენტრი თბილისმა" კრიპტო აქტივის გამოყენებით ავტომობილების გაყიდვა დაიწყო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CityPay.io და Toyota ცენტრი თბილისი დაპარტნიორდნენ, რაც ნიშნავს, რომ Toyota ცენტრი თბილისი მზადაა პირველად საქართველოს საავტომობილო ინდუსტრიაში კრიპტო აქტივის გამოყენებით მომხმარებლებმა მიიღონ ავტომობილი

1 იანვრიდან კრიპტო აქტივით სარგებლობა მომხმარებლებს "ტოიოტა ცენტრი თბილისი"-ს ფილიალში მისამართზე - დავით აღმაშენებლის გამზირი, N116 შეუძლიათ. ამ თანამშრომლობის შედეგად მომხმარებლებს საქართველოში პირველად ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ავტომობილი სტაბილური კრიპტო აქტივით - USDt, Bitcoin-ით და სხვა.

CityPay.io მოხარულია Toyota ცენტრ თბილისთან პარტნიორობით, ეს თანამშრომლობა ნიშნავს საავტომობილო სფეროში მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ციფრული ინოვაციების განვითარების გზით. ეს კი თავის მხრივ მრავალფეროვნების დანერგვის, მეტი კომფორტის შექმნისა და ახალი სეგმენტის მომსახურების შესაძლებლობაა.

CityPay.io მომხმარებელს სთავაზობს მოსახერხებელ ინტერფეისს, უსაფრთხოებასა და სისწრაფეს

პროცესი უმარტივესია: ელფოსტაზე ინვოისის მიღების შემდგომ კლიენტი ასკანერებს QR კოდს ან აკოპირებს შესაბამის მისამართს ნებისმიერი კრიპტო-საფულედან, მომხმარებელი გადახდას ახორციელებს კრიპტო აქტივის მეშვეობით, კრიპტო აქტივის კონვერტაცია ხდება ლარში და ბიზნესი იღებს ლარს საკუთარ ანგარიშზე

CityPay.io შესახებ:

CityPay.io არის კრიპტო აქტივის დახმარებით პროდუქტის ან მომსახურების მიღების საშუალება ბიზნესებისთვის, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია უკვე სხვადასხვა ქვეყნის 1200-ზე მეტ ბიზნესს ეხმარება ამ ტექნოლოგიური ინოვაციის დანერგვაში და ქმნის პროცესს უფრო სწრაფ, ეფექტიან და მომავალზე ორიენტირებულ ალტერნატივას.

მეორე მხრივ, CityPay.io საუკეთესო საშუალებაა კრიპტო აქტივის მფლობელებისთვისაც, საკუთარი კრიპტო აქტივი ყოველდღიურობაში გამოიყენონ და მიიღონ სასურველი პროდუქტი.

Toyota ცენტრი თბილისის შესახებ

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერია, რომელიც უკვე 26 წელია მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის შეძენის სრულყოფილ და სასიამოვნო გამოცდილებას, ასევე სრულ ავტოტექ მომსახურებას, რომელიც სრულდება ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსების მიერ. "Ტოიოტა ცენტრი თბილისის" მიერ მიღწეული წარმატება მოპოვებულია მომხმარებლის მიმართ ერთგულებით. "Ტოიოტა ცენტრი თბილისი" ცნობილია ხარისხის, ინოვაციებისა და მომხმარებლის კმაყოფილებისადმი ერთგულებით.