OptiX - ქართული კრიპტო AI პლატფორმა, რომელიც საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრიპტობაზრის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ბლოკჩეინ აქტივებში ინვესტიციით, თუმცა, გამოუცდელობისა და საკმარისი ინფორმაციის არქონის გამო, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფინანსურ ზარალს იღებს. მეტწილად, ეს განპირობებულია ფინანსური ბაზრების არასაკმარისი ანალიზის, კვლევისა და ზოგადი ინფორმაციის ნაკლებობით.

OptiX არის პირველი ქართული კრიპტო AI პლატფორმა, რომელიც 23 უმნიშვნელოვანესი ქვეკრიტერიუმის მიხედვით იკვლევს ნებისმიერ კრიპტოს/ტოკენს და აფასებს 10-ბალიანი სისტემით. სისტემა მომხმარებელს ეხმარება, შეაფასოს ფინანსური რისკები და მიიღოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები ვალიდურ ანალიზებზე დაყრდნობით.

"3 წელზე მეტია კრიპტოინფლუენსერი ვარ. გარდა მარკეტინგული და კონტენტსაქმიანობისა, ყოველთვის ვვითარდებოდი კვლევითი განხრით. ყოველთვის მაინტერესებდა, რა იყო ის მთავარი მეტრიკები და ინდიკატორები, რითიც საბოლოოდ დავრწმუნდებოდი ამა თუ იმ კრიპტოპროექტის ვალიდურობაში. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შევიმუშავე ჩემი უნიკალური 8 კატეგორია, რომელსაც ვასწავლიდი ონლაინკურსებზე და ასევე. მეც ვიყენებდი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში. ერთ დღეს კი დამებადა იდეა, რომ ჩემ მიერ ავტომატიზებული AI პლატფორმა შემექმნა, რომელიც იმას, რასაც მე რამდენიმე საათს ვუთმობდი, მაქსიმუმ ერთ წუთში შეასრულებდა. იდეაც აქედან გაჩნდა, რომლის აღსრულება სექტემბერში დავიწყე ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად. დღეს კი, სამი თვის თავზე. უკვე გაშვებული გვაქვს პროექტი და ვემზადებით ძალიან დიდი გამოწვევებისთვის, როგორც Web2, ასევე Web3 ეკოსისტემაში", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ლუკა ანჯაფარიძე, OptiX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

OptiX-ის გუნდი ორ გიგანტურ ბაზარზე, Web2 და Web-3 ფინტექ ეკოსისტემაში გასასვლელად ემზადებიან, შესაბამისად, გუნდი გამბედავი ნაბიჯებისა და გამოწვევებისა და წინააღმდეგობების გადასახალავად მზად არის. OptiX-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სიმამაცე და გაბედულება გამოცდილებიდან და თავდაჯერებულობიდან მოდის. მას ღრმად სწამს, რომ ის ღირებულება, რასაც ახალი კრიპტოპლატფორმა ქმნის, ძალიან მასშტაბურია, ვინაიდან ადამიანებს ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რამაც, შესაძლოა, უდიდესი გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე.

"რაც შეეხება გუნდის წევრებს, მართალია ჯერ ყველაფერს ახლა ვიწყებთ, მაგრამ უკვე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რადგან დაინახეს პოტენციალი ჩემში და იმ იდეაში, რომლისაც ასე მჯეროდა. სამივე გუნდის წევრი, აჩი, სანდრო და ნიკა გამოირჩევიან არა მარტო გაბედულებითა და სიმამაცით, არამედ კრეატიულობითა და სურვილით, რაც შეიძლება მალე გადავიდეს პროექტი ახალ ეტაპზე და განვითარდეს.

რაც შემეხება მე, ყოველთვის, ნებისმიერი საქმის დაწყებისას, ჩემი ინსპირაცია დედა იყო. რასაც არ უნდა მივაღწიო, ვფიქრობ, ვერასდროს შევძლებ იმას, რაც დედაჩემმა შეძლო. საქმისადმი სიყვარული, სიმამაცე, გამბედაობა და დისციპლინა არის ყველა ის თვისება, რომელსაც ყოველთვის ვიყენებ ნებისმიერ წამოწყებულ საქმიანობაში, ამ ყველაფრის ინსპირაცია და შთაგონების წყარო კი დედაჩემია", - აღნიშნავს ლუკა ანჯაფარიძე.

OptiX-ის სამომავლო გეგმაა, აქტიურად პოზიციონირდეს, როგორც წამყვანი კვლევითი AI პლატფორმა კრიპტოინდუსტრიაში. კომპანია გეგმავს, აქტიურად ითანამშრომლოს Web3 ინფლუენსერებსა და ენთუზიასტებთან. Web2-ის მიმართულებით კი დაამყაროს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებსაც კრიპტოსამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა სურთ, თუმცა ეშინიათ რისკის ან აქვთ ნაკლები ინფორმაცია, რის გამოც არ ცდიან საკუთარ თავს კრიპტოსამყაროში.

"პროდუქტის მიმართულებით ვაპირებთ დამატებითი პაკეტების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. ძალიან მალე მომხმარებლები საკუთარ გამოკვლეულ კრიპტოაქტივზე არა მარტო საჭირო ინფორმაციას, ანალიზსა და შეფასების სისტემას მიიღებენ, არამედ ყოველდღიურ საბაზრო მონაცემებსა და ოფიციალურ განცხადებებს სასურველი პროექტის საკომუნიკაციო არხებიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაპირებთ, ერთ სივრცეში მომხმარებელმა სასურველ კრიპტოაქტივზე სრული და ამომწურავი სერვისი მიიღოს", - სამომავლო გეგმებზე საუბრობს ლუკა ანჯაფარიძე.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი