Orient Logic-ის შვილობილი კომპანიის Blaze-ის პროექტმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის IBM-ის აღიარება მოიპოვა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

IBM-მა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კორპორაციამ, უკვე მეორედ გამოაქვეყნა წარმატების ისტორია Orient Logic-თან ეფექტური თანამშრომლობის შესახებ. სულ ახლახანს, IBM-ის ყურადღების ცენტრში Orient Logic-ის შვილობილი კომპანიის, Blaze-ის მიერ განხორციელებული პროექტი მოექცა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ციფრულ ტრანსფორმაციას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ Orient Logic ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომლის გამოცდილებასა და წარმატებით განხორციელებულ პროექტებს ისეთი გიგანტი ტექნოლოგიური ვენდორი აშუქებს, როგორიც IBM-ია. გარდა ამისა, Orient Logic-ს IBM-ის ოქროს საპარტნიორო სტატუსი აქვს მინიჭებული.

ევროპის ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებისა და სერტიფიცირებული ევროპული გადამცემი სისტემის ოპერატორად (TSO) გახდომის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ (GSE) ბაზრის რეფორმების ამბიციური პაკეტი წამოიწყო. ამ რეფორმების მიზანია, საქართველოში ფუნქციონირებდეს ისეთი სამართლიანი, გამჭვირვალე, სანდო და კონკურენტუნარიანი ელექტროენერგეტიკული ბაზარი, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებს ზედმიწევნით ზუსტად დააკმაყოფილებს.

სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, Blaze-მა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის (GSE) ახალი ციფრული პლატფორმა შექმნა. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილის პლატფორმის (EMP) მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია/სერვისი და გაამარტივოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის შიდა და გარე მონაწილეების ყოველდღიური საქმიანობა.

რას მოიცავს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილის პლატფორმა (EMP)?

საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ოფიციალური რეგისტრაციისთვის აქტორს უამრავი საბუთის ხელით შევსება და სხვადასხვა მონაცემის ხელით დათვლა უწევდა. აქედან გამომდინარე, ბაზარზე გაჩნდა საჭიროება, შექმნილიყო ახალი ცენტრალური პლატფორმა, რომელიც ენერგოაქტორების რეგისტრაციიდან - პროცესების რეპორტინგამდე არსებულ თითოეულ ნაბიჯს გააციფრულებდა და მარტივად გამოსაყენებელს გახდიდა შიდა და გარე მომხმარებლებისთვის.

Blaze-ის მიერ შექმნილი ახალი ტექნოლოგიური სისტემა ენერგოაქტორებს საშუალებას აძლევს, რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით შეასრულონ სხვადასხვა ოპერაციები (მაგ.: ენერგობირჟაზე ვაჭრობა, ენერგოპროვაიდერად რეგისტრაცია, ხარჯთაღრიცხვა, რეპორტინგი და სხვა) და პარალელურად, მიიღონ თითქმის რეალურ დროში განახლებადი ინფორმაცია ელექტროენერგეტიკული ვაჭრობების, ფასების, მოხმარებისა და სხვა ძირითადი მეტრიკების შესახებ.

"პლატფორმა, რომელიც გუნდის ტექნოლოგიური მხარდაჭერით შევქმენით, რეგიონში პირველია და წყვეტს იმ ფუნდამენტურ გამოწვევებს, რაც აქამდე არსებობდა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე. ყველა იმ პროცესს, რომლის დროსაც ენერგოაქტორებს ფურცლებზე მუშაობა და დოკუმენტების ხელით შევსება უწევდათ, ახალი პლატფორმა სრულად ჩაანაცვლებს. პროგრამა საკმაოდ ინტუიტიური და მარტივია გამოსაყენებლად და მოიცავს ფუნქციონალს არამხოლოდ ენერგობირჟაზე და საბალანსო ბაზარზე ვაჭრობის კუთხით, არამედ - ავარიების მოკვლევის, ფინანსური გარანტიების მართვის, ანგარიშსწორების, დოკუმენტაციის მიმოცვლის, ხარჯთაღრიცხვის შექმნის, მონიტორინგისა და სხვა მიმართულებებით. შედეგად, სისტემა ენერგოსაქმიანობას უფრო სანდოსა და გამჭვირვალეს ხდის, რაც საქართველოში ენერგობაზრის გამართული საქმიანობისა და ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ამ პლატფორმით სარგებლობა ენერგოაქტორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხაზს უსვამს იმას, რომ აღნიშნული პირები/ორგანიზაციები ევროპული სტანდარტებით მუშაობენ", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ზვიად გაჩეჩილაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი/დირექტორი ორგანიზებული ბაზრების განვითარებისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში.

ახალი პლატფორმით ელექტროენერგეტიკული პროცესების მართვა სრულად ციფრულადაა შესაძლებელი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების გზაზე, GSE-ისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ არამხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ - საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და რეგულატორული მოთხოვნებიც, რაც მოიცავს: სისტემის სანდოობას, გამჭვირვალობასა და სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, GSE-მ აარჩია Orient Logic-ის შვილობილი კომპანია - Blaze, რომელმაც, ახალი ციფრული პლატფორმა IBM-ის წამყვანი პროდუქტების ინტეგრაციით შექმნა. სისტემა ეფუძნება IBM-ის მოწინავე ტექნოლოგიებს, მათ შორის:

  • IBM Process Automation Manager Open Edition
  • IBM Instana Observability
  • Red Hat OpenShift
  • Red Hat Intergration

"EMP პლატფორმის ფუნქციონალი მრავალმხრივია. ის იწყება მომხმარებლის რეგისტრაციით, სადაც ნებისმიერი ენერგომწარმოებელი საწარმო, გამანაწილებელი საწარმო და სხვა აქტორები რეგისტრირდებიან. ადრე ეს პროცესი ხელით ხორციელდებოდა და შესაბამისი მონაცემების შევსება და ფიზიკური გადაცემა სერიოზულ შეცდომებსა და დაგვიანებებს იწვევდა. ახლა კი, ყველა პროცესი ელექტრონულია. ყოველთვიური რეპორტები ავტომატურად გენერირდება და ეს პროცესი არ მოითხოვს ადამიანების ჩართულობას, რაც აადვილებს მუშაობას და ამცირებს ადამიანური შეცდომების რისკს.

ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სექტორებისთვის, როგორიც ელექტროენერგეტიკაა, სადაც სისტემური შეფერხებები სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც კომპანიებს, ისე მომხმარებლებს, უმნიშვნელოვანესია დავრწმუნდეთ, რომ სისტემა სტაბილურად მუშაობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ინციდენტების შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად გვაწვდიან და პრობლემის გადაჭრის გზასაც გვთავაზობენ", - განმარტავს ლელა ხალვაში, Blaze-ის პროდუქტის მენეჯერი.

სამომავლოდ, GSE-ისა და Blaze-ის გუნდი პლატფორმის მუდმივ გაფართოვებას გეგმას, რათა ის გახდეს ელექტროენერგეტიკული ბაზრების საკვანძო ნაწილი გლობალურ რუკაზე. მას შემდეგ, რაც პლატფორმა სრულად ამუშავდება საქართველოს ბაზარზე, პროექტის ინიციატორები იდეის ექსპორტსაც გეგმავენ. რაც შეეხება Blaze-ის სამომავლო განვითარების ხედვას, კომპანია მიზნად ისახავს როგორც საქართველოს, ასევე - საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციების მხარდაჭერით, Blaze ხელს შეუწყობს მათ შიდა და გარე პროცესების ეფექტურად გაციფრულებას.

Blaze-ის, IBM-ისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლობის შესახებ, შეგიძლიათ, იხილოთ IBM-ის სტატია.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია