ორიონ ჯგუფის წარმატებული პროექტი – Orion ვაკე და საფრანგეთის პარტნიორობით შექმნილი ბულანჟერია Breton
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"Orion ვაკე" 27-სართულიანი პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ბინებს, ექსკლუზიურ პენტჰაუსებს ქალაქის პანორამული ხედებით და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ფრანგული კაფეა, რომელიც სრული ავთენტურობით შეიქმნა ფრანგი პარტნიორების უშუალო ჩართულობით და მათი ტრადიციული ბულანჟერეის ტექნოლოგიის ზუსტი ინტეგრირებით.
ეს არის სივრცე, რომელიც კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციას ორგანულად ერწყმის და მცხოვრებლებისთვის არსებულ გარემოს სრულყოფს.
Entrepreneur სოფიო მეშვილდიშვილს, Orion Group-ის მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს ესაუბრა.
გვიამბეთ თქვენი კომპანიის შესახებ, რას საქმიანობთ და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
Orion არის დეველოპერული კომპანია, რომლის დამფუძნებელსაც წარსულში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სამშენებლო სფეროში. ბრენდის სახელით განვახორციელეთ პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი "Orion ვაკე".
ჩვენი მთავარი მიზანი იყო თბილისისთვის, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ლოკაციისთვის, შეგვექმნა სივრცე, სადაც ევროპული ხარისხი, თანამედროვე ინჟინერია და ყოველდღიური საცხოვრებელი კომფორტი ერთ მთლიან ეკოსისტემად გაერთიანდებოდა.
დღეს შეგვიძლია ამაყად დავადასტუროთ, რომ ეს მიზანი სრულად მიღწეულია დათქმულ დროში.
რას გვეტყოდით ვაკეში მდებარე პროექტის შესახებ, როდის აშენდა და რას მოიცავს კომპლექსი?
"Orion ვაკეს" მშენებლობა 2022 წელს დასრულდა და სრულად იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. მოგეხსენებათ, თბილისში ექსპლუატაციის მიღება ხშირად ურთულესი და ხანგრძლივი პროცედურაა, რის გამოც არაერთი დასრულებული შენობა, სამწუხაროდ, კვლავ გაურკვეველი სტატუსით ფუნქციონირებს.
ჩვენთვის ამ ეტაპის წარმატებით გავლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული გამარჯვებაა. არც მყიდველს და არც დეველოპერს აღარ სჭირდება არაფრის ახსნა, ყველა დოკუმენტი გამართული და კანონიერია.
ვაკის ცენტრში მშენებლობისთვის შეზღუდულმა სივრცემ გვიბიძგა, პროექტი მაქსიმალურად ფუნქციური და ტექნიკურად დახვეწილი ყოფილიყო. "ორიონ ვაკეში" ბინის მყიდველს ავტომატურად შეუძლია ისარგებლოს პროექტის ბენეფიტებით, რაც გულისხმობს:
- მიწისქვეშა ოთხდონიან პარკინგს Kleemann-ის საავტომობილო ლიფტით
- 150 კვ.მ. დიზაინერულ ჰოლს, მოპირკეთებულს იტალიური Laminam-ის ქვით და Lignotube-ის ნატურალური ხის მასალით
- Mitsubishi Electric-ის ორ თანამედროვე სამგზავრო ლიფტს
- ვალეტ პარკინგის მომსახურებას
- 24/7დაცვას
- კონსიერჟის სერვისს
- ფრანგულ კაფე-რესტორანს Breton და Breton Express
ეს ყველაფერი ქმნის მშვიდ, ინფრასტრუქტურულად გამართულ და მაღალ კომფორტზე ორიენტირებულ საცხოვრებელ გარემოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 6-მეტრიანი ჭერით, კომფორტულად მოწყობილი და გამორჩეული ლობი, რომელიც მთლიანად ცვლის ჩვეული " სადარბაზოს" სტერეოტიპს და უკვე მიიჩნევა ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო მისაღებ სივრცედ.
მოგვიყევით ფრანგული კაფეს შესახებ – რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა?
კაფე Breton შეიქმნა ერთი იდეით, მობინადრეებს ჰქონოდათ სივრცე, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსს, ევროპული სტილის ყოველდღიურ ატმოსფეროს შემატებდა.
ჩვენ გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა უბრალოდ კაფე, არამედ ადგილი, სადაც იგრძნობოდა ფრანგული ბულანჟერეის კულტურა, ავთენტურობა და მაღალი ხარისხის პროდუქტების ხელმისაწვდომობა.
Breton პარიზული სტილის, დახვეწილი ატმოსფეროს მქონე კაფეა, რომელიც დღეს უკვე საკუთარი პატარა კულტურული ცენტრის ფუნქციას ასრულებს.
რა სოციალური დატვირთვა აქვს კაფეს და რა უპირატესობას მატებს კომპლექსს?
Breton მალევე გახდა პოპულარული როგორც მობინადრეებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. ხშირად ჩვენი მცხოვრებლების დილა სწორედ აქ იწყება.
"ბრეტონის" სტუმრებისთვის ადგილზე ათზე მეტი დასახელების ფრანგული პური ცხვება, თითოეული მათგანი ფრანგულ სოფელ ვერდელოში წარმოებული ფქვილით მზადდება და შეფ ბენუა კასტელის პერსონალურ ტექნოლოგიასა და უნიკალურ რეცეპტებს ეფუძნება.
ბრეტონში შესაძლებლობა გაქვთ, არტიზანულ პურებთან ერთად, 15-ზე მეტი სახეობის ფუნთუშა, ფრანგული დესერტები და საუზმისა თუ ლანჩისთვის შესაფერისი კერძები დააგემოვნოთ.
დამატებით, დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი მეორე ფილიალი Breton Express, რომელიც ვაკის აუზის მხარეს მდებარეობს და ყოველდღიურად ემსახურება როგორც ადგილობრივ სამეზობლოს, ასევე აუზის მომხმარებლებს თუ სხვა ჩვენთვის ძვირფას სტუმრებს.
როგორც დაგეგმვის ეტაპზე ვვარაუდობდით, Breton-ის არსებობამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა საცხოვრებელი ატმოსფერო და, შესაბამისად, უძრავი ქონების ღირებულება.
რაშია Orion-ის უპირატესობა, რა ქმნის უმაღლეს სტანდარტს და რას სთავაზობთ მობინადრეებს?
რადგან უკვე 15 წელია დეველოპერულ და სამშენებლო სფეროში ვმუშაობ, ძალიან მკაფიო წარმოდგენა მაქვს იმაზე, როგორ ჰბარდება საქართველოში საცხოვრებელი თუ კომერციული უძრავი ქონება. სწორედ ეს გამოცდილება მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ Orion-ში პრემიუმის ფილოსოფია განსაკუთრებულ მიდგომას ეფუძნება.
პრემიუმი იწყება იქ, სადაც დეველოპერი ითავისებს,
მე არ ვაკეთებ იაფად და მარტივად, მე ვაკეთებ სწორად და გრძელვადიანად.
ამიტომაც მაგალითები რომ მოგიყვანოთ, პროექტის ფასადის ყველა ის ნაწილი, სადაც მინაა გამოყენებული, დამზადებულია ფრანგული ბრენდის Saint-Gobain-ის მიერ.
ეს არის კომპანია, რომლის მაღალი გამძლეობის და ინოვაციური მინა გამოყენებულია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თანამედროვე არქიტექტურულ სიმბოლოში, პარიზის ლუვრის შუშის პირამიდაში.
Saint-Gobain-მა სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიმუშავა მაღალი სიმტკიცის და ოპტიკური სისუფთავის მქონე მინა, რაც დღეს ხარისხის ერთ-ერთ უმაღლეს სტანდარტად ითვლება.
ლობის ინტერიერიც ამავე ფილოსოფიას მიჰყვება. კედლები არაა უბრალოდ შეღებილი ზედაპირი. გამოვიყენეთ სამი ჯიშის ნატურალური ხის პანელები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი Orion-ისთვის.
ექვსმეტრიანი ჭერის სიმაღლე, მასალის ტექსტურა და ინტერიერის დეტალები ქმნიან სივრცეს, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავია, არამედ პროექტის კლასს და სტანდარტს წარმოაჩენს. სწორედ ამიტომ შეინარჩუნებს ეს სივრცე თავის ეფექტსა და მდგრადობას მრავალი წლის განმავლობაში .
გამოვირჩევით კარკასის ჩაბარების მხრივაც, რომელსაც ჩვენი სტანდარტების გათვალისწინებით "პლატინუმ კარკასი" ვუწოდეთ. მყიდველს ბინაში უკვე დამონტაჟებული ხვდება De dietrich გათბობის ქვაბი და სექციური რადიატორები ყველა არსებულ წერტილში, ასევე პლატინუმ კარკასის ფარგლებში საერთო ოთახში დამონტაჟებულია იაპონური ბრენდის Mitsubishi-ის კონდინციონერი, რომლის აგრეგატიც ფასადზე არსებულ სპეციალურ ვენტილირებად სლოტებშია განთავსებული.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Orion-ის ფასადი შესრულებულია ავსტრიული ბრენდის Fundermax-ის ვენტილირებადი სისტემით- ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, თანამედროვე და ესთეტიკური გადაწყვეტით ევროპულ არქიტექტურაში.
Fundermax-ის სტრუქტურა მთლიანად ცვლის შენობის ესთეტიკასა და ტექნიკურ იერსახეს, სძენს მას გამორჩეულ ხასიათს, პრეზენტაბელურობას და უზრუნველყოფს ფასადის ხანგრძლივ გამძლეობას ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.
ამიტომაც ვამბობ, რომ პროექტის გამორჩეულ ლოკაციასა და არქიტექტურასთან ერთად, პლატინუმ კარკასი ჩვენი მთავარი უპირატესობაა.
ყველა ძირითადი სისტემა აწყობილია მსოფლიო ბრენდებზე, რომლებიც ხარისხს არა სიტყვებით, არამედ ათწლეულების შედეგებით ამტკიცებენ.
ეს არის სტანდარტი, რომელიც სამშენებლო პროცესში ფაქტობრივად ყველაზე დიდ დანახარჯებს მოითხოვს და სწორედ ამიტომ ქმნის რეალურ პრემიუმ ხარისხს.
Orion-ში ჩვენ შევქმენით ისეთი ხარისხი, სადაც თავად სიამოვნებით ვიცხოვრებდით და სწორედ ამიტომ მობინადრეებიც და სტუმრებიც ერთხმად აღიარებენ Orion-ის პრემიუმ სტანდარტს და აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
რით გამოირჩევა Orion სხვა დეველოპერებისგან?
ჩვენი უპირატესობა, პირველ რიგში, ადგილმდებარეობით იწყება. ცენტრალური ვაკე თავისი ხასიათით საკულტო უბანია. აქ მასიური, ქაოსური და დაუმორჩილებელი განაშენიანება არ ხდება.
ეს არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და კულტურულად მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც მშენებლობა არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხს, არამედ გარემოსადმი სწორ მიდგომას მოითხოვს.
დღეს ვაკეში მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი პროექტია განთავსებული პირდაპირ ჭავჭავაძის გამზირზე, Orion მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.
ჩვენი შენობა მდებარეობს ქალაქის ყველაზე ცნობილ რეკრეაციულ სივრცეებთან რამდენიმე მეტრის სიახლოვეში. ბინების ხედები მ. მესხის სტადიონს და ვაკის პარკს გადაჰყურებს, რომელიც 200 ჰექტარი გამწვანებული ტერიტორიაა.
ჩვენ გარშემო მდებარეობს საელჩოები, სპორტული და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, რაც ამ მისამართს ნამდვილად უნიკალურს ხდის.
მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ ვმუშაობთ რეალურად პრემიუმ სტანდარტით. ბევრ დეველოპერს შეუძლია გითხრათ, რომ მათი პროექტი "პრემიუმი" იქნება მომავალში, მაგრამ Orion-ში ყველაფერი უკვე დასრულებული და ფუნქციონირებადია.
ლობი გამართულად მუშაობს, ფრანგული კაფე უკვე იღებს სტუმრებს და სხვა ყველა სერვისიც, როგორც იტყვიან, საათივით არის აწყობილი.
იმ დროს, როდესაც ბევრი ობიექტი ამ უბანში, სავარაუდოდ, 2026–2027 წლებში დასრულდება და შემდეგ ბიუროკრატიულ პროცესებს გაივლის, ჩვენი პროექტი უკვე ჩაბარებულია პლატინუმ კარკასის სტანდარტით, სრულყოფილი და ფუნქციონირებადი ლობით, უკვე შექმნილი გარემოთი.
ჩვენი უნიკალურობა სწორედ ამ კომბინაციაშია: კულტურული, სტრატეგიული, სიმბოლური ადგილმდებარეობა და რეალურად დასრულებული, უმაღლესი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი.
რა უპირატესობა აქვს ლოკაციას და რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა Orion ვაკე?
თბილისი არცთუ ისე დიდი ქალაქია და, შესაბამისად, მისი ცენტრიც კონცენტრირებული, მაღალი ღირებულებისა და შეზღუდული განვითარების სივრცეა. თბილისის მცხოვრებლებისთვის ვაკე ოდითგანვე ასოცირდება პრესტიჟსა და ელიტურ საცხოვრებელ გარემოსთან, რაც დღეს უკვე მრავალი უცხოელი მყიდველის შეფასებითაც დადასტურებულია.
Orion ვაკე მდებარეობს უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე, ამ უბნის შუაგულში, სადაც ლოკაციის კულტურული, სოციალური და ინფრასტრუქტურული მნიშვნელობა დიდია. ჩვენი ადგილმდებარეობა მობინადრეებს საშუალებას აძლევს, რამდენიმე წუთში მივიდნენ კუს ტბამდე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკრეაციო და დასასვენებელი ზონაა ქალაქში. ასევე, ახალდასრულებული ცენტრალური გზის რეაბილიტაციაც დამატებით უპირატესობას ქმნის,ზოგადად ამ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შედარებით თავისუფალია და გადაადგილებაც დღის ნებისმიერ დროს მოქნილი და კომფორტულია.
პროექტის ერთერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ კომპლექსი პირდაპირ ესაზღვრება ვაკის პარკს – თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რეკრეაციულ ზონას. ჩვენი მობინადრეები ყოველდღიურად იღებენ მწვანე გარემოს, სუფთა ჰაერს და იმ განსაკუთრებულ სიმშვიდეს, რომელიც აქაურობას ახასიათებს.
გეგმავთ თუ არა ახალ პროექტებს?
დიახ, Orion Group უკვე მუშაობს რამდენიმე შერეული დანიშნულების პროექტზე თბილისის ერთ-ერთ უბანში.
ჩვენი მიზანია შევქმნათ კომპლექსები, რომლებიც ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ახალ სტანდარტს დააწესებს.