"ოთხი სეზონი" - Villeroy & Boch და რუსუდან ფეტვიაშვილი წარმოგიდგენთ ახალ, ლიმიტირებულ კოლექციას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გერმანული პრემიუმ ბრენდი Villeroy & Boch ქართველ მომხმარებელს კიდევ ერთ, განსაკუთრებულ და საინტერესო სიახლეს სთავაზობს - ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებით შთაგონებულ ახალ, ლიმიტირებულ კოლექციას - "ოთხი სეზონი".
კოლექცია ოთხ თემატურ ნამუშევარს: გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს აერთიანებს. თითოეული სეზონი განსხვავებული ემოციით, ფერებითა და განწყობით არის წარმოდგენილი, რაც რუსუდან ფეტვიაშვილის უნიკალურ მხატვრულ ხელწერას კიდევ უფრო განსაკუთრებულად წარმოაჩენს.
რუსუდან ფეტვიაშვილი:
"ოთხი სეზონის" კონცეფცია მხოლოდ ასოციაციაა მთელი თავისი სილამაზითა და დამოკიდებულებით.

გაზაფხული: ეს არის სიგრილე, სინათლე, სიხალასე, იმედის, სიყვარულისა და მზიანი დილის ბრწყინვალება.

ზაფხული: ეს არის განცხრომის, ბედნიერების და მსუბუქი თავგადასავლების ულამაზესი განწყობა.
შემოდგომა: მყუდრო და თბილი სიუხვე და მრავალფეროვნებაა ურთიერთობებსა და გარემოსთან მიმართებაში.
ზამთარი კი ლურჯი და თეთრი ფერების ერთობაა, ძლიერი და თამამი ადამიანების ყინულოვანი სივრცეების გადალახვისას.
წინა რამდენიმე კოლაბორაცია ადამიანების შინაგან, ჰარმონიულ განწყობას გამოხატავდა ერთმანეთთან და გარემოსთან მიმართებაში. ახალი პროექტი კი მთლიანად განწყობას და ასოციაციას ეყრდნობა.
ეს ბრენდი ჩემთვის ადრეული ასაკიდან ყოველთვის ბედნიერებასთან ასოცირდებოდა. 18 წლის ვიყავი როდესაც ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, დაბადების დღეზე მაჩუქეს ვილეროი და ბოხის ჩაის ჭურჭელი და მას შემდეგ სხვა არც არაფრის გამოყენება აღარ მომდომებია, რადგან ეს იყო ის, რაც ბედნიერებას მანიჭებდა, როცა სუფრას ვშლიდი ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის - საქართველოში, ბერლინში და პარიზშიც ჩემს სტუდიაში.
ეს იყო ჩემთვის საზეიმო განწყობის მთავარი ფაქტორი - ლამაზი ჭურჭლით გაშლილი ჩაის სუფრა.
ვფიქრობ "ოთხი სეზონი" ბედნიერებას და ჰარმონიულ განწყობას შეიტანს სახლში, ოჯახში, პირად სივრცეში, რადგან ის ხელოვნებაც არის და სრულიად ბუნებრივად მისი ყოველდღიურობაში გადატანა შეგვიძლია.
"ოთხი სეზონის" კოლექცია ლიმიტირებულია, მსოფლიოში თითოეული სეზონის მხოლოდ 500 ეგზემპლარია შექმნილი, რაც მას განსაკუთრებულ საკოლექციო მნიშვნელობას ანიჭებს. ახალი კოლექციის შეძენა დღეიდან უკვე Villeroy & Boch-ის ოფიციალურ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.
"რუსუდან ფეტვიაშვილთან თანამშრომლობა და მასთან ერთად განხორციელებული ყოველი პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებულია. მისი ნამუშევრები საოცარ ემოციას, სიღრმესა და იდენტობას ატარებს. "ოთხი სეზონი" სწორედ იმ იდეას გამოხატავს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ხელოვნებისა და ესთეტიკის გაერთიანებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს კოლექცია მხოლოდ დიზაინის ნაწილი არ არის - ის ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო აუდიტორიასთან დაკავშირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მცდელობაა. გვინდა, ეს კოლექცია ქართველი მომხმარებლისთვისაც სასიამოვნო და საინტერესო სიახლე იყოს", - აცხადებს კომპანიის დირექტორი სოფო ავსაჯანიშვილი.
გერმანული პრემიუმ ბრენდი ვილეროი და ბოხი უკვე თითქმის სამი საუკუნეა, რაც დახვეწილი დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლის ნდობას იმსახურებს. კომპანია 1748 წლიდან დღემდე ინარჩუნებს თავის უნიკალურ ხელწერას და კლასიკურ ესთეტიკას, რომელიც თანამედროვე ინტერიერისა და ცხოვრების სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა.
საქართველოში ვილეროი და ბოხის ოფიციალური მაღაზია 2005 წლიდან ოპერირებს და ქართველ მომხმარებელს ელეგანტურ და ექსკლუზიურ კოლექციებს სთავაზობს. ბრენდი წლების განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დახვეწილი გემოვნებისა და ხელოვნების მოყვარულ მომხმარებლებში.
Villeroy & Boch-ისა და რუსუდან ფეტვიაშვილის კოლაბორაცია უკვე წლებია წარმატებით მომდინარეობს და ბრენდი ერთგულ მომხმარებლებსა და კოლექციონერებს მომავალშიც მრავალ საინტერესო და ექსკლუზიურ პროექტს ჰპირდება.