Get All Access for $5/mo

"პარკს თაუნი" - ახალი მრავალფუნქციური უბანი პარკის კონცეფციით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების ეპოქაში ალბათ არავის აკვირვებს სიახლე დეველოპერული მიმართულებით. თუმცა, როდესაც საკითხი ქალაქის ცენტრთან ახლოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების შესაძლებლობასა და ბიზნესის ხელშეწყობას ეხება, აქ საქმე სხვაგვარად არის. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ პროექტი "პარკს თაუნი", რომელიც არაერთ უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

,,პროექტზე მუშაობის დროს, გავითვალისწინეთ თანამედროვე ადამიანის დინამიური ცხოვრების სტილი და საჭიროებები. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ კომპლექსი ყოფილიყო მრავალფუნქციური. ეს მნიშვნელოვანია როგორც მობინადრეთა კომფორტული ცხოვრებისთვის, ასევე საინვესტიციოდ მეტად მომგებიანს ხდის უძრავ ქონებას. მოგეხსენებათ, კიკვიძის ბაღი ამ უბნის და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა ნაწილია, რადგან ჩვენი პროექტი ზუსტად მის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, არ დავუკარგეთ მას თავისი დამახასიათებელი ესთეტიკა და პარკის კონცეფცია გადმოვიტანეთ პარკს თაუნის საცხოვრებელ კომპლექსში, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩვენს პროექტს.'' - პარკს თაუნის დირექტორი, ლაშა გიგაშვილი.

აღნიშნული პროექტი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობითა და მდებარეობით. "პარკს თაუნს" გეგმით დასახული 4 ფაზა აქვს გასავლელი, რომელიც 20 768 კვ.მ მიწის ფართობზე გაშენდება. პროექტი ითვალისწინებს ახალი ეკოლოგიური საცხოვრებელი ადგილის გაჩენას, რომლის ერთ-ერთი უპირატესობაც გამწვანებული სივრცეების მრავალფეროვნება იქნება. თქვენ იცხოვრებთ, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან ,,კიკვიძის პარკთან'' ახლოს და ასევე გექნებათ საკუთარი 10 709 კვ.მ მოცულობის დაცული პარკი საცხოვრებელ ეზოში.

მნიშვნელოვანია, რომ "პარკს თაუნის" დაგეგმარების დროს უდიდესი ყურადღება მიექცა ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მის პროპაგანდას, რაც აისახა საბავშვო და სპორტული მოედნების, გამწვანებული ბაღის, ველო ბილიკის, საცურაო აუზისა და ფიტნეს დარბაზის უზრუნველყოფაში.

კომპლექსის თანამედროვე არქიტექტურა და დიზაინი, მოსახერხებელი მდებარეობა, საოფისე და კომერციული ფართების მრავალფეროვნება, მას ასევე მიმზიდველს ხდის სხვადასხვა ბიზნესისთვის. ხელსაყრელი მდებარეობა და ბიზნეს სივრცე, სადაც განთავსდება კომერციული და საოფისე ფართები, არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც "პარკს თაუნის" მაცხოვრებელს ან ბიზნესის მფლობელს მისცემს საშუალებას განახორციელოს ინვესტიცია, რომელიც იქნება გარანტირებულად მომგებიანი და წარმატებული. აქ წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრები და კაფე-რესტორნები კი გადატვირთული დღის ბოლოს განტვირთვაში დაგეხმარებათ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "პარკს თაუნის" ბინები გამოირჩევა პანორამული ხედებით ქალაქსა და კიკვიძის ბაღზე. ასევე კომპლექს აქვს შიდა და გარე ავტოსადგომები.

ამდენად, "პარკს თაუნში" ყველაფერია, რაც კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად და ბიზნესის განსავითარებლად დაგეხმარებათ. იცხოვრეთ ჯანმრთელად და გამოიყენეთ ყველა ის რესურსი, რომელსაც აღნიშნული პროექტი გთავაზობთ.

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ფრანჩაიზი

როგორ გახდნენ ეს ფრანჩაიზები ფრანჩაიზერები

ოთხივე ანტრეპრენერმა გარისკა, ზოგიერთმა ახალი ბრენდი შექმნა, ზოგმა - სათავო კომპანია იყიდა და საბოლოოდ ყველა დიდი ბოსი გახდა