Get All Access for $5/mo

პარტნიორებისთვის გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე Lenovo-მ ახალი კომპლექსური ხედვა - ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის - წარმოადგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში Lenovo Tech Event გაიმართა, რომელმაც Lenovo-ს ექსპერტები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელების წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიებაზე, რომელიც Microsoft-ისა და Intel-ის მხარდაჭერით ჩატარდა, Lenovo-ს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას კომპანიის უახლესი გადაწყვეტები გააცნეს. ამასთანავე, ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნურ ინტელექტს დაეთმო, რადგან Lenovo-სთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ "AI ყველასათვის" კონცეფცია წარმოადგენს. ეს კონცეფცია მომხმარებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს და ინტელექტუალური მოწყობილობების ფართო სპექტრს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ Lenovo წარმოადგენს მსოფლიოში AI გადაწყვეტების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მომწოდებელს, რომელმაც ამ სფეროს განვითარება 2017 წელს დაიწყო, საკუთარი AI ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში უკვე 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო და სამომავლოდ დამატებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს AI გადაწყვეტების განვითარებაში, რათა ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო მეტი კორპორატიული და კერძო მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. იმისთვის, რომ მონაცემთა უსაფრთხოება და მომხმარებელთა კონფიდენციალურობა სრულად იყოს დაცული, Lenovo-ს ხელოვნური ინტელექტი უშუალოდ მოწყობილობაში იმუშავებს, გაიწვრთნება კონკრეტული მომხმარებლის მონაცემების მიხედვით ან კომპანიის/საწარმოს მონაცემებზე დაყრდნობით და გარანტირებულად დაცული იქნება.

ევგენი ტროცენკომ, საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში Lenovo Intelligent Devices Group-ის (IDG) გენერალურმა დირექტორმა, ღონისძიების სტუმართათვის განკუთვნილ მისასალმებელ სიტყვაში კომპანიაზე, მათ სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა:

"დღეს Lenovo წარმოდგენილია მსოფლიოს 180-ზე მეტ ბაზარზე. კომპანიის ბიზნესი ძალიან სწრაფად ვითარდება და უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავს, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა. Lenovo-ს პროდუქციის მრავალფეროვანი პორტფელი უზრუნველყოფს კომპანიის მდგრადობას. ჩვენ ვაგრძელებთ საკუთარი წარმოების რესურსების ზრდას. გასულ წელიწადს გავხსენით საკუთარი ქარხანა უნგრეთში, ევროპაში. წარმოების ეს განყოფილება მსოფლიოს 69 ქვეყანას, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, ამარაგებს Think სერიის სამუშაო სადგურებითა და სერვერებით. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ R&D-ს და ყოველწლიურად ვზრდით ინვესტიციებს ამ მიმართულებით. Lenovo მრავალი მაჩვენებლით წარმოადგენს ლიდერს რეგიონსა და მსოფლიოში. ჩვენი მიწოდების ჯაჭვი მე-8 ადგილს იკავებს ყველაზე ეფექტური მიწოდების ჯაჭვების რეიტინგში. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მიზეზია - ჩვენ წარმოვადგენთ პერსონალური კომპიუტერების უმსხვილეს მიმწოდებელს მთელს მსოფლიოში. ჩვენი მიზანი საუკეთესო პროდუქციის, მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლების ცხოვრების გასაუმჯობესებლად".

თავის მხრივ, დავით ზირაქაშვილმა, Lenovo-ს სამომხმარებლო მოწყობილობების გაყიდვების წარმომადგენელმა საქართველოსა და სომხეთში, კომპანიის ახალი პროდუქცია წარადგინა, მათ შორის კერძო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული პროდუქტებიც.

კომპანიამ პირველად გამოიყენა Lenovo-ს სპეციალური LA AI ჩიპი Legion Pro 7/7i და Legion Pro 5/5i გეიმინგ ლეპტოპებში, რომლებიც წლის დასაწყისში იქნა წარდგენილი. LA AI ჩიპზე მომუშავე ჩაშენებული AI Engine+ პროგრამა სისტემის მუშაობის პარამეტრების ოპტიმიზაციისთვის მანქანურ სწავლებას იყენებს. სექტემბერში ბერლინში გამართულ გამოფენაზე - IFA, კომპანიამ წარადგინა Lenovo Legion 9i - მსოფლიოში პირველი სათამაშო ლეპტოპი, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. მას ასევე აქვს ჩაშენებული თხევადი გაგრილების სისტემა.

ამასთანავე, სპიკერის გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა გეიმინგ მოწყობილობების ახალი ხაზის - საწყისი დონის Lenovo LOQ ლეპტოპებისა და Legion Go პორტატული სათამაშო კონსოლის პრეზენტაციას, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია პარტნიორ საცალო ქსელებში.

პროდუქციის პორტფელის გარდა, Lenovo მომხმარებელს დამატებითი საგარანტიო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. მაგალითად, შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვა (ADP), რომელიც იცავს მოწყობილობებს დაზიანების ისეთი ფართო სპექტრისგან (დავარდნა, კლავიატურაზე სითხის დაღვრა, LCD ეკრანის დაზიანება), რომელიც სცილდება გარანტიის ფარგლებს. ADP ზოგავს 80%-მდე სარემონტო ხარჯებს და უზრუნველყოფს მრავალჯერად სერვისის გამოძახებასა და პროდუქტის სრულ შეცვლასაც კი.

Lenovo-ს რეგიონალურმა წარმომადგენელმა საპროექტო მიმართულებით საქართველოსა და სომხეთში, გიორგი კაპანაძემ, ბიზნეს მოწყობილობების სამოდელო ასორტიმენტზე ისაუბრა, რომელიც ისეთ ცნობილ ხაზებს მოიცავს, როგორებიცაა ThinkPad, ThinkBook, ბიუჯეტური V-სერიის ლეპტოპები, ThinkStation სამუშაო სადგურები, ThinkVision მონიტორები, all-in-one მოწყობილობები - ThinkCentre, ასევე წარმოადგინა ფლაგმანი ThinkPad X1 Fold დრეკადი ეკრანით და ThinkPad X1 Carbon Gen 12 (2024 წლის მოდელი, რომელიც გლობალურად გასულ კვირას დაანონსდა).

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის Lenovo-ს კომპიუტერები ასეთი პოპულარული ბიზნეს მომხმარებლებს შორის, მათი საიმედოობაა. Lenovo-ს ყველა მოწყობილობის მდგრადობა და გამძლეობა საგულდაგულოდ არის შემოწმებული. ინდუსტრიის კვლევა აჩვენებს, რომ ყველა სხვა მთავარ კონკურენტთან შედარებით, Lenovo-ს პროდუქტებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ შეკეთება. Lenovo ThinkPad ლეპტოპები გადის როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის MIL-STD 810H 12 სამხედრო სტანდარტის შესაბამის ტესტირებას, ისე ექსტრემალურ პირობებში მუშაობის 200-ზე მეტ შემოწმებას.

ღონისძიების ცალკეული ნაწილი რეგიონში არსებულ პარტნიორებთან მუშაობისთვის განკუთვნილ Lenovo 360 პროგრამის პრეზენტაციას დაეთმო, რომელიც Lenovo-სა და პარტნიორებს შორის ინტერაქციის პროცესის ოპტიმიზაციას ემსახურება.

პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია Lenovo Partner Hub-ის შესაბამის სექციაში.

დასასრულს, ღონისძიების სადემონსტრაციო სივრცეში, Lenovo-მ წარადგინა უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციები კორპორატიული პროდუქტების პორტფელიდან, მათ შორის ThinkPad X1 Fold, ThinkPad X1 Yoga, ThinkPad X1 Carbon, მაღალი ხარისხის სამუშაო სადგურები და მონიტორები კომერციულ სექტორში სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებისთვის. ღონისძიების სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ და გამოეცადათ ახალი მოდელები: Legion 9i, Legion Slim 7 და Lenovo LOQ სათამაშო ლეპტოპები, პორტატული სათამაშო კონსოლი - Legion Go; თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლეპტოპები კრეატორებისა და დიზაინერებისთვის - Yoga Pro 9, Yoga 7 და Yoga Slim 6, ტაბლეტები და სხვა მოწყობილობები.

===

Lenovo (HKSE: 992) (ADR: LNVGY) წარმოადგენს კომპანიას, რომლის ბრუნვაც 62 მილიარდ დოლარზე მეტს აღწევს. კომპანიას 180 ბაზარზე 77000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. Lenovo წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ლეპტოპების მიწოდებაში. დღესდღეობით კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს: კომპიუტერებს, პლანშეტებსა და მობილურ მოწყობილობებს, სმარტფონებს, მონიტორებს, აქსესუარებს, სერვერულ აღჭურვილობას და IT ინფრასტრუქტურის პროგრამულ უზრუნველყოფას, სუპერკომპიუტერებს; ხელოვნურ ინტელექტზე, მართულ სერვისებზე და XaaS სერვისებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს. Lenovo- აქვს 18 შიდა R&D ცენტრი და 35-ზე მეტი საწარმო მთელს მსოფლიოში, მათ შორის შიდა და ერთობლივი საწარმოები და ODM წარმოება. Lenovo- გლობალური პარტნიორების ქსელი მოიცავს 23000-ზე მეტ კომპანიას. შედეგად, Lenovo იკავებს მე-8 ადგილს მიწოდების უმსხვილესი ჯაჭვების გლობალურ რეიტინგში და პირველ ადგილს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე 50 საკონტაქტო ცენტრი ხელს უწყობს კლიენტების მომსახურებას მთელს მსოფლიოში. Lenovo საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი