Get All Access for $5/mo

პატარა ქალაქების აღზევება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინვესტორს (და America Online-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს) სტივ ქეისს პროგნოზი აქვს: შემდეგი ათწლეულის ყველაზე წარმატებული სტარტაპები სილიკონის ველიდან აღარ იქნებიან. აბა, საიდან მოვლენ ისინი? − ისინი ყველგან იქნებიან.

ჯეისონ ფაიფერი

პრეზენტაცია

სტივ ქეისი ავტოტურის "რჩეულთა აღზევება" დროს, შეჩერება ლუისვილში, კენტუკის შტატში

ჩვეულებრივ, დამფუძნებლები სანაპირო ქალაქებს ირჩევენ ინვესტორებთან შესახვედრად. მაგრამ 2014 წელს სტივ ქეისმა და მისმა ინვესტორთა გუნდმა, ტური დაიწყეს ავტობუსით, რათა იქ შეხვედროდნენ დამფუძნებლებს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, და ეს ახლა უკვე ყოველწლიური ტურია. ეს ქეისის დიდი ხნის მიზნისკენ მიმავალი მორიგი ნაბიჯი იყო. იგი America Online-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი იყო და შემდეგ, საინვესტიციო ფირმა დააარსა, სახელად Revolution, რომელიც ანტრეპრენერების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად მთელი ქვეყნის მასშტაბით − მხოლოდ ისეთ კლასტერებში არა, როგორიც სილიკონის ველი და ნიუ იორკია. ავტობუსის ტური, პლუს პრეზენტაციების კონკურსი ისეთ ადგილებში, როგორიცაა დეტროიტი, ჩატანუგა და სხვა.

"წარმოდგენაც არ გვქონდა, რას ვიპოვიდით, როდესაც გზას გავუდექით და ქალაქში შევედით", − წერს ქეისი თავის ახალ წიგნში "დარჩენილთა აღზევება", რომელსაც იგივე სახელწოდება აქვს, რაც ავტობუსის ტურს. მაგრამ რვა წელიწადზე მეტი გავიდა, მათ 17702.784 კილომეტრზე მეტი გაიარეს, 40-ზე მეტი ქალაქი მოიარეს, და ქეისი აღფრთოვანებულია იმით, რაც იქ დახვდა: ის აღწერს ქვეყანას, რომელიც სავსეა წარმატებული (ან მწვერვალის ზღურბლზე მყოფი) ანტრეპრენერული ეკოსისტემებით და რადიკალური ცვლილებებით იმის შესახებ, თუ როგორ და სად იზრდებიან კომპანიები. ქვემოთ ის განმარტავს, თუ რატომ არის დარწმუნებული, რომ უდიდესი ინოვაციები ახლა ნებისმიერი ადგილიდან მოვა.

___________________________

თქვენ თამამ პროგნოზს აკეთებთ წიგნში. წერთ, რომ "მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, სილიკონის ველზე კი არა, მთელ ქვეყანაში იქნება ისეთი წარმატებული სტარტაპ-კომპანიების უმრავლესობა, რომლებიც ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნიან და საბოლოოდ, მათი ღირებულება მილიარდობით დოლარს მიაღწევს". რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
იმიტომ, რომ ეს ჩვენი თვალით ვნახეთ. 250 წლით უკან თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ თავად ამერიკა იყო სტარტაპი. შემდეგ ქვეყანა ჩაუდგა სათავეში ინდუსტრიულ რევოლუციას, სოფლის მეურნეობის რევოლუციას და ციფრულ რევოლუციას. და ეს დაგვეხმარა წამყვანი ეკონომიკური ძალა გავმხდარიყავით მსოფლიოში. ეს ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა. ეს ისტორიაა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ინოვაცია პროგრამულ უზრუნველყოფას და კოდირებასაც შეეხო, და სილიკონის ველი გახდა ადგილი, სადაც ყველაზე მეტი ფული იყო თავმოყრილი, ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს ტოვებდნენ და ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან იქით მიეშურებოდნენ.

მდგომარეობა დაახლოებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიცვალა. რიგ ქალაქებში განსაკუთრებული აქტიურობა იყო სტარტაპ-საზოგადოებების ირგვლივ. მათ ადამიანები გააერთიანეს, მეტი კაპიტალი მოიზიდეს, ტვინების გადინება შეაფერხეს, ადამიანების დაბრუნება დააჩქარეს და ისეთი განსაკუთრებული პროდუქტები შექმნეს, რომ წარმატებული კომპანიები გახდნენ. შემდეგ პანდემია დაიწყო. ცხადია, ეს ტრაგედია იყო მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ მისი ერთ-ერთი პლუსი ის გახლდათ, რომ ადამიანები აიძულა თავიანთი ცხოვრებისთვის გადაეხედათ. ამან განაპირობა ის, რომ უკვე ცალ-ცალკე განიხილებოდა, თუ სად მუშაობთ და სად ცხოვრობთ, როგორ მუშაობთ და როგორ ცხოვრობთ. ამან გატეხა საკეტი, რომელიც სილიკონის ველს ჰქონდა დადებული ინოვაციების ეკონომიკაზე. დღეს რამდენიმე კი არა, უკვე ათეულობით ასეთი ქალაქი იზრდება.

ბევრისგან მსმენია, რომ ინოვაციების შემდეგი ტალღა "მოსაწყენი" იქნება, მაგრამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ინდუსტრიებში, როგორიცაა მაგალითად, დაზღვევა, ჯანდაცვა ან ტრანსპორტი. ამ საკითხებში უკვე დიდი გამოცდილებაა დაგროვილი, ვთქვათ, სილიკონის ველის გარეთ. ხომ ასეა?
სექტორებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, შეგიძლიათ "მოსაწყენი" უწოდოთ, მაგრამ მე მათ მსოფლიოში ყველაზე დიდ ინდუსტრიებს და ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს ვუწოდებ. როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ პრობლემებს? როგორ უნდა ვიკვებოთ? როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა? მხოლოდ ჯანდაცვა რომ ავიღოთ, ეს სფერო ეკონომიკის დაახლოებით მეექვსედს შეადგენს. აი, სად არის ჩვენი მომავალი. სწორედ აქ იქნება ინოვაციები ინტერნეტის მომდევნო ტალღაში. და არსებობენ ქალაქები, სადაც ეს გამოცდილება ნამდვილად მოუტანს სარგებელს სტარტაპებს ამ ადგილებში.

მაგალითად, ჩვენ თვალწინ ჯანდაცვის სფეროს ბევრი კომპანია გადადის იქ, სადაც დიდი კვლევითი ჰოსპიტლებია. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობა, ბიზნესის ამ მემკვიდრეობაში ჩაწვდომა, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება. და იმის გამო, რომ ჯანდაცვა მხოლოდ ტექნოლოგია არ არის. მთავარი, არც პროგრამული უზრუნველყოფაა. ეს ფსონები აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის. რეალური ღირებულება პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით იქმნება უამრავ სხვადასხვა ორგანიზაციასა და ჰოსპიტალთან, ჯანდაცვის გეგმების გათვალისწინება და ა.შ., რათა მათ თქვენი ტექნოლოგიის მიღება და დანერგვა შეძლონ. ეს ნდობის ჩამოყალიბების უნარს მოითხოვს და ხშირად, ამას ამ ქალაქების ანტრეპრენერები შეძლებენ, რომლებიც ნამდვილად ერკვევიან ამ ინდუსტრიებში და ზოგიერთი მთავარი პარტნიორის გვერდით ცხოვრობენ, რომლებსაც თავიანთი კომპანიების დიდებამდე მიყვანა შეუძლიათ.

ნამდვილად ასეა, რადგან ადამიანებს სურთ იგრძნონ, რომ მათი ესმით, განსაკუთრებით კი, სპეციალიზებულ ინდუსტრიებში.
როდესაც ჩატანუგაში ვიყავით, კომპანია ვიპოვეთ, სახელად FreightWaves, რომელმაც მონაცემთა პლატფორმა შექმნა სატვირთო და ლოგისტიკური ინდუსტრიისთვის. მე ეს არ ვიცოდი, სანამ იქ არ ჩავედით, თუმცა ვიცოდი, რომ ქვეყნის ზოგიერთ უმსხვილეს სატვირთო კომპანიას ჰქონდა სათავო ოფისები ჩატანუგაში. კიდევ ერთი − ჩვენ ინვესტიცია დავაბანდეთ ჩრდილო-დასავლეთ არკანზასში მდებარე კომპანიაში, სახელწოდებით AcreTrader, რომელიც თავისი არსით ინვესტორების მოსაძებნი პლატფორმაა, სასოფლო-სამეურნეო მიწებში ინვესტირებისთვის. მისი დამფუძნებელი სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა, მაგრამ არკანზასში გადასვლა გადაწყვიტა, რადგან კომპანია ფერმერების მოზიდვას ცდილობდა პლატფორმაზე. და თუ გსურთ, ამ ინდუსტრიაში გენდობოდნენ, უმჯობესია იქ იყოთ, სადაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული კულტურაა.

"მთელ რიგ ქალაქებში განსაკუთრებული აქტიურობა იყო სტარტაპ-საზოგადოებების ირგვლივ. მათ გააერთიანეს ადამიანები, მეტი კაპიტალი მოიზიდეს, ტვინების გადინება შეაფერხეს, ადამიანების დაბრუნება დააჩქარეს".

ანტრეპრენერული ეკოსისტემებიშექმნას ბევრი პატარა ქალაქი ცდილობს, რომლებ თქვენ აღწერ, ბორბალია შვიდი მანათი - სტარტაპები, ინვესტორები, უნივერსიტეტები, მთავრობა, კორპორაციები, სტარტაპების მხარდამჭერი ორგანიზაციები და ადგილობრივი მედია. მაგრამ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მართლაც წარმატებით დაგვირგვინდეს?
პირველი ნაბიჯი ტვინების გადინების შენელებაა. კაპიტალი ამის მთავარი ნაწილია. მაგრამ სხვა, უფრო ძნელად შესამჩნევი ასპექტებიც არსებობს. თქვენი საზოგადოება უნდა გქონდეთ. თქვენ ხედავთ, თუ როგორ იქმნება ბევრ ქალაქში უბნები, სადაც ანტრეპრენერები, როგორც წესი, ერთიანდებიან, რადგან იდეების გაცვლა ნამდვილად სასარგებლოა. ასევე მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა ლიდერებმა მიაქციონ ყურადღება ანტრეპრენერებს და პატივი მიაგონ მათ.

ჩვენ ვუბიძგებთ ამ ანტრეპრენერებს, თავიანთი კომპანიების შენებაზე გაამახვილონ მთელი ყურადღება, მაგრამ მასთან ერთად, კავშირების გაფართოების გზებიც უნდა იპოვონ საზოგადოების უფრო მეტ ადამიანთან. ამის წყალობით, ბევრად მეტი ალბათობა შეიქმნება იმისა, რომ ამ კომპანიებიდან ზოგიერთი წარმატებას მიაღწევს, და თან, ისეთ გასაოცარ წარმატებას, რომ მეტ კაპიტალსაც მოიზიდავს და მეტ ტალანტებსაც.

რას ურჩევდით ანტრეპრენერს, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს და ადგილობრივი ეკოსისტემის შექმნაში სურს დახმარება?
უპირველესად, საკუთარი თავისა და თქვენი საზოგადოების უნდა გჯეროდეთ. ანტრეპრენერობა, სამყაროს სხვა თვალით დანახვაა, მაგრამ იმის აღიარებაც მნიშვნელოვანია, რომ ანტრეპრენერობა სპორტის გუნდური სახეობაა. კიდევ ვინ უნდა იყოს თქვენს გუნდში? ვინ დაგეხმარებათ, ვინ მოჰკიდებს ხელს ამ იდეას და ვინ გააცოცხლებს? შემდეგ, უნდა აღიაროთ, რომ თქვენი საქმიანობა მხოლოდ თქვენ, თქვენსავე გუნდსა და კომპანიას არ გეხებათ − თქვენ უფრო ფართო საზოგადოების ნაწილი ხართ, და იმაზეც უნდა იფიქროთ, თუ როგორ გაუადვილოთ ყველას ცხოვრება.

დღეს ქვეყანა შესაძლებლობების მიხედვით ნაწილებად არის დაყოფილი. ბევრ ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მიტოვებულია, უკან დარჩა. როგორ უნდა შევქმნათ მათ ქალაქებში, საზოგადოებებში განცდა იმისა, რომ ისინი წინ მიდიან და ნამდვილად არსებობს იმედი და შესა

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი