Get All Access for $5/mo

პატარების საყვარელი ჟირაფი ჟოზე ''კრისტალისა'' და ეროვნული ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრისტალი

ჟირაფი ჟოზე ახალ ანიმაციურ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც ის პატარებს დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ უყვება. ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი დაზოგვის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალმა", ფონდმა "კრისტალმა" და ეროვნულმა ბანკმა შექმნეს საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი ჟოზე, თავის მეგობრებთან ერთად სიმღერით უხსნის დაზოგვის მნიშვნელობას და რატომ არის საჭირო, რომ მთელი თანხა ერთბაშად არ დაიხარჯოს. ანიმაციური ვიდეო USAID-ის YES-Georgia პროგრამის ფარგლებში არსებული "კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მონაწილე ''სტუდია ველოსიპედმა" შექმნა.

ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე ზრუნვა "კრისტალის" სტრატეგიის ნაწილია და ამ მიმართულებით კრისტალი არაერთ პროექტს ახორციელებს სხვადასხვა ასაკისა თუ სფეროს წარმომადგენლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი პროექტია "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაც", რომლის ბენეფიციარიც ვიდეოს შემქმნელი "სტუდია ველოსიპედია".

"კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://yes.crystal.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში