Payze-ის ახალი გადახდების პლატფორმა (Core), სექტემბრიდან უამრავი სიახლით ეშვება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2023 წლის ბოლო კვარტალი განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ფინტექ-სტარტაპი - Payze-ისთვის, რომელიც უამრავ განახლებასთან ერთად, მასშტაბირებად, მდგრად და ბევრად უფრო მოქნილ გადახდების ახალ პლატფორმას, Core-ს გაუშვებს.
თანამედროვე არქიტექტურული პატერნების, რეკომენდაციების და პრაქტიკების გათვალისწინებით შექმნილი სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში შესვლასა და გაფართოებას კიდევ უფრო მარტივს ხდის, რაც კომპანიის სწრაფი ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რეინჟინერიის ფარგლებში შემუშავებული განახლებები მოიცავს:
● სრულად ციფრული ონბორდინგისა და ვერიფიკაციის პროცესს - რაც მომხმარებლისთვის მოქნილს ხდის რეგისტრაციიდან პირველი ტრანზაქციის გატარებამდე გასავლელ ყველა იურიდიულ პროცედურას. მომხმარებელს აღარ სჭირდება ადგილზე მისვლა, ზოგავს დროს და თავს არიდებს რუტინულ პროცესებს. ამასთან ერთად 3-ჯერ მცირდება კომპანიის გააქტიურების დრო;
● ახალ დეშბორდს - განახლებული ინტერფეისითა და ფუნქციონალით მომხმარებელი ერთი სამართავი პანელიდან აკონტროლებს საკუთარ ბალანსს, ტრანზაქციებსა თუ ოპერაციებს. დეშბორდში თავმოყრილია ყველა პროდუქტი, რაც მათ გამოყენებას და ინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს;
● განახლებულ Sandbox-ს - სატესტო გარემო კომპანიებს წინასწარ ამზადებს რეალურ გარემოში გასაშვებად და ხარვეზების ალბათობას მკვეთრად ამცირებს;
● DashX-ს - განახლებული შიდა მოხმარების ოპერაციული დეშბორდი რუტინული სამუშაოების ავტომატიზირებასა და სწრაფ დამუშავებას უწყობს ხელს;
● PCI სტანდარტების სრული დაცვით გაუმჯობესებულ უსაფრთხოების ზომებს - სტარტაპი გარანტიას, რომ პლატფორმა იყოს უსაფრთხო და დაცული გადახდების სრულყოფილი ეკოსისტემა, ახალი Core-ის მეშვეობით კიდევ უფრო ამყარებს იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო უსაფრთხოება ითვალისწინებს, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვისა და სისტემის მონიტორინგის ნაწილში;
● ბიზნეს პროცესებების ავტომატიზაციას - API მეთოდებით ავტომატური ქეშაუთის განხორციელებას, სტაბილურ ციფრულ გარემოსა და მინიმუმამდე დაყვანილ მანუალურ სამუშაოებს;
● 286%-ით გაზრდილ პერფორმანსს - რაც საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობით ინფორმაცია მცირე დროში დამუშავდეს;
● განახლებულ API დოკუმენტაციას - ე.წ. Best Practice-ები და რეკომენდაციები, უშუალო ინტეგრაციის გზამკვლევებთან ერთად მომხმარებლისთვის საუკეთესო შედეგის მოკლე დროში მისაღებად მნიშვნელოვანი ხელსაწყოა;
● ინტეგრაციის რეცეპტებს - რაც ამარტივებს კოდის იმპლემენტაციას და დეველოპერებს ეხმარება მათთვის სასურველი სერვისისა თუ პროდუქტის სწრაფ გამოყენებაში;
● 30-მდე ახალ მიკროსერვისს - პლატფორმა მონოლითიდან სრულად გადავიდა მიკროსერვისებზე, რაც სისტემური მდგრადობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
Payze-ის ახალ Core-ზე გუნდი რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს და მომხმარებლებისთვის ის სექტემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი. კომპანია მუდმივად განაგრძობს ნოვაციური პროდუქტების განახლებას გადახდების სრულყოფილი ეკოსისტემის შესაქმნელად.
Payze (ფეიზი) პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც წამყვანი ამერიკული ბიზნეს აქსელერატორის - Y combinator-ის მხარდაჭერა მოიპოვა და არაერთ ელ. კომერციას გაუმარტივა ონლაინ გადახდების მიღება. 2021 წლიდან დღემდე სტარტაპი აგრძელებს ზრდას და გადახდების სრულყოფილი ეკოსისტემის შექმნას. ელ. კომერციის გიგანტების, Wix-ისა და Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი, დღეს ორ ქვეყანაში, საქართველოსა და უზბეკეთში ოპერირებს და ონლაინ გადახდების მიღებას მსოფლიოს მასშტაბით ხდის ხელმისაწვდომს.