You can be on Entrepreneur’s cover!

პირველად Future Agro Challenge Georgia ონლაინ რეჟიმში ჩატარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით Future Agro Challenge Georgia (FAC) – 25-26 აპრილს წელს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სტარტაპ-ბიურო, რომელიც ახალი გამოწვევის საპასუხოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ინოვატორებს, აგროპრენერებს, აგროტექნოლოგებს, აგროტურიზმითა და აგროკულტურით დაინტერესებულ პირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააერთიანებს. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 21 აპრილის ჩათვლით უნდა გაიარონ.

Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება:

Agro Logistics // Agro Tourism //Agroforestry // Animal Protein // Animal Husbandry // Dairy Alternatives //Drones and Robots // Education (Food/Agriculture) // Farm Management Software// Farmers Incomes // Food E-Commerce // Food Preservation // Food Science //Food Traceability and Safety // Health and Wellness // Indoor Agriculture //Manufacturing // Warehousing // Marketplaces // Material Science // New Farms// Nutrition // Packaging and Design // Precision Agriculture // Predictive Data Analytics // Sensors // Smart Irrigation // Snacks and Beverages // Waste Technology

გამარჯვებული მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, თესალონიკში, 2020 წლის 1-4 ოქტომბერს.

ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში, სექტორი 3, პროდემოსი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და აგრო სოლუშენს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/2K9SiAZ

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან