You can be on Entrepreneur’s cover!

პირველად მეტავერსში, Fuckup Nights Tbilisi გაიმართება, სადაც მეწარმე ქალები საკუთარ გამოცდილებაზე მოგვიყვებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველად ღონისძიების ისტორიაში Fuckup Nights Tbilisi 21 ივლისს, 19:00 საათზე, მეტავერსში გაიმართება, Fuckup Nights Tbilisi-ის ფორმატით საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებული ქალები გაუზიარებენ.

Fuckup Nights Tbilisi vol. 28: in Metaverse Pocket Studio-ის დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და დიზაინერი ანა მიმინოშვილი და Sakura Business Properties-ის დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა თავიანთ მარცხზე, როგორც მოტივაციასა და ნაბიჯზე წარმატებისკენ ისაუბრებენ.

მეტავერსი არის ახალი შესაძლებლობა ვირტუალური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად და განსავითარებლად. ვირტუალური სამყაროები და სივრცეები ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს ღონისძიებების ორგანიზატორებს. მეტავერსში შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ღონისძიების შექმნა, მცირე შეკრებებიდან, მასიურ კონფერენციებამდე და კარგი შესაძლებობაა კომუნისთვის სხვადასხვა ღირებულებების ახალი გზით შემატების. - გიორგი კვარაცხელია, NXT Lab x Noxtton-ის მართველი პარტნიორი

Fuckup Nights Tbilisi-ის ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო, იმფაქტ ჰაბ თბილისთან პარტნიორობითა და საქართველოს ბანკის, ბილაინისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, გრანთ თორნთონი, აქსელი - ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რემი მარტინი და Noxtton. მეტავერს პარტნიორებს კი წარმოადგენენ: ერაივალი (Arrival) და მეტავიუ (MetaViu).

Fuckup Nights Tbilisi-ის მხარდაჭერა პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

ღონისძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3OhhILx

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი