Get All Access for $5/mo

პირველად საქართველოში, თიბისიმ იპოთეკური სესხების ციფრული არხი შექმნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისიმ იპოთეკური სესხების ახალი პლატფორმა – tbcmortgage.ge შექმნა, რომელიც იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების შესრულებას ონლაინ ხელმისაწვდომს ხდის. სესხის მსურველი ციფრულ პლატფორმაზე შემდეგი ოპერაციების შესრულებას შეძლებს:

  • თანხის მოთხოვნა სასურველი უძრავი ქონების შესაძენად;
  • თანხის მოთხოვნა რემონტისთვის ან უძრავი ქონების ასაშენებლად;
  • ყველა არსებული იპოთეკური სესხის გაერთიანება;
  • სასურველი პაკეტის შექმნას, რომელიც მოიცავს: შეძენა/აშენება/გარემონტება/სესხების გადაფარვას;
  • სესხის კალკულატორით სარგებლობას და წინასწარ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებას;
  • წინასწარ განსაზღვრას, თუ რა რაოდენობის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია და სხვ.

თუ როგორ უმარტივებს ახალი არხი მომხმარებლებს ცხოვრებას, როგორია თიბისის მოლოდინი ახალი პლატფორმის ჩაშვების შემდეგ და რა ხდება საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით ბაზარზე, ამის შესახებ Entrepreneur-ს ლელა ჭინჭარაული – თიბისის უზრუნველყოფილი სესხების ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი ესაუბრა.

"იპოთეკური სესხის აღების პროცესი სხვა საცალო პროდუქტებთან შედარებით რთულია, რადგან არაერთ კომპონენტს აერთიანებს. აქამდე, საქართველოს ბაზარზე იპოთეკური სესხის აღება ციფრულად საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი. რადგან თიბისის სტრატეგიაა ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც იპოთეკური სესხის აღებას მაქსიმალურად გაამარტივებდა, იქნებოდა სწრაფი და დისტანციურად ხელმისაწვდომი. ფიზიკურად ფილიალში მისვლა მხოლოდ ხელშეკრულების გასაფორმებლად მცირე დროითაა საჭირო. ყველა დანარჩენი ეტაპის გავლა დისტანციურად არის შესაძლებელი".

Tbcmortgage.ge-ზე არაერთ საჭირო და განსხვავებულ ფუნქციონალს შეხვდებით. მაგალითად: თუ ადამიანს საცხოვრებელი ბინის შეძენა სურს და ზუსტად არ იცის, რა მოცულობის თანხა შეუძლია ისესხოს ბანკიდან, პლატფორმის ახალი ფუნქციონალით მომხმარებელს შეუძლია საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე დაიმტკიცოს სესხი, ინფორმირებული იყოს ყველა საკითხის შესახებ, სასურველი ქონება კი შემდეგი 6 თვის განმავლობაში მოძებნოს.

"იპოთეკური სესხების პლატფორმის გვერდზე სტუმრობისას ნახავთ ძალიან საინტერესო და დეტალურ ინფორმაციას, რაც ზოგადად უნდა იცოდეს სესხის აღების მსურველმა იპოთეკური სესხის შესახებ მანამდე, სანამ მის აღებას გადაწყვეტს. ასევე, ჩაშენებული გვაქვს კალკულატორები, რომლის მეშვეობითაც ძალიან სწრაფად, საკუთარ შემოსავლებზე დაყრდნობით მომხმარებელს შეუძლია გაიგოს, დაახლოებით რა თანხის მიღებას შეძლებს. სესხის დამტკიცებისა და გაცემის ვადები ინდივიდუალურ შემთხვევებზეა დამოკიდებული, თუმცა დროში მაქსიმალურად შემჭიდროებულად ხდება. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ მომხმარებელს მთელი ამ პროცესის გავლა ერთ დღეშიც შეუძლია", – ამბობს ლელა ჭინჭარაული.

იპოთეკური სესხების ახალი, გამარტივებული არხი სულ რამდენიმე დღეა ჩაეშვა ონლაინსივრცეში და მომხმარებელთა მზარდი აქტივობა უკვე ფიქსირდება. როგორც თიბისიში აღნიშნავენ, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან tbcmortgage.ge მნიშვნელოვნად ზოგავს დროს, პროცესს კი დისტანციურსა და მოსახერხებელს ხდის, რაც მიმდინარე პანდემიური სიტუაციის ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია.

"საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით სამი ძირითადი მიზანი გვაქვს: პროცესების გამარტივება, მაქსიმალური ავტომატიზაცია და დისტანციური ხელმისაწვდომობის ზრდა. ეს სტრატეგია თიბისის პანდემიამდეც ჰქონდა, თუმცა Covid-19-მა კიდევ უფრო დააჩქარა პროცესები და უფრო აქტუალური გახადა სხვადასხვა სერვისის თუ პროდუქტის გაციფრულება. ამ მიმართულებებით მუშაობასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად ვაგრძელებთ", – ამბობს ლელა ჭინჭარაული.

ასე რომ, თუკი უძრავი ქონების შეძენით, რემონტით ან აშენებით ხართ დაინტერესებული, იპოთეკური სესხის მისაღებად შინიდან გასვლა, საბუთების შეგროვება და ბანკში ვიზიტი აღარ მოგიწევთ. თქვენთვის სასურველი ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებას ონლაინ, tbcmortgage.ge -ზე შეძლებთ, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროს.

თიბისის იპოთეკური სესხების გამარტივებული არხის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: tbcmortgage.ge

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ