პირველად საქართველოში Startup Grind Pitch Battle Royale გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
17 თებერვალს, Startup Grind-ის თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, ილიაუნის ბაზაზე უმასპინძლებს საერთაშორისო კონკურსს - Startup Grind Pitch Battle Royale.
Startup Grind Pitch Battle Royale არის Startup Grind-ის გლობალური ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მონაწილე სტარტაპები ორწუთიანი პრეზენტაციის, მაქსიმუმ სამი სლაიდის გამოყენებით წარსდგებიან გამოცდილი ჟიურის წინაშე, მიიღებენ პროფესიულ უკუკავშირს და იბრძოლებენ საერთაშორისო არენაზე გასვლის შესაძლებლობისთვის.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია, რომლის დროსაც ჟიური და მოწვეული ექსპერტები მონაწილეებს გაუზიარებენ პროფესიულ უკუკავშირსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
• იდეის ეტაპზე მყოფ სტარტაპებს
• განვითარების ეტაპზე მყოფ სტარტაპებს
• Traction ეტაპზე მყოფ სტარტაპებს
Idea Stage კატეგორიაში მოიაზრება გუნდები, რომლებიც მუშაობენ იდეის ჩამოყალიბებასა და ვალიდაციაზე ან იმყოფებიან pre-MVP ეტაპზე. Development Stage განკუთვნილია სტარტაპებისთვის, რომლებიც უკვე ქმნიან ან ტესტავენ პროდუქტს, ხოლო Traction Stage მოიცავს გუნდებს, რომელთაც ჰყავთ მომხმარებლები ან უკვე აგენერირებენ შემოსავალს.
თითოეულ კატეგორიაში (Idea, Development, Traction), გამოვლინდება ერთი გამარჯვებული სტარტაპი.
ლოკალური ეტაპის გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ Startup Grind-ის საერთაშორისო კონფერენციის ბილეთი, რომელიც გაიმართება 2026 წლის 27–29 აპრილს. გარდა ამისა, გამარჯვებულები მიიღებენ Pitch Battle Royale-ის ნახევარფინალსა და ფინალში მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მათ საშუალებას აძლევს საკუთარი სტარტაპი წარადგინონ გლობალურ აუდიტორიის წინაშე და მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება.
Pitch Battle Royale-ის გლობალური ეტაპები მოიცავს ნახევარფინალს, რომელიც გაიმართება 25 თებერვალს ონლაინ ფორმატში, და ფინალს — 4 მარტს, ასევე ონლაინ.
ლოკალური ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 17 თებერვალს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში.
კონკურსში მონაწილე სტარტაპების რეგისტრაცია და სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე — PitchBattleRoyale.com.
სტარტაპების მიერ აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 11 თებერვალი, 23:59
ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი; მხარდამჭერები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელიანი ველი, ნექსია. მედია მხარდამჭერი - Entrepreneur
ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
ღონისძიებაზე დასასწრებად წინასწარ რეგისტრაცია სავალდებულოა.
თუ გსურთ ღონისძიებაზე დასწრება, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: https://www.startupgrind.com/e/mpr547/
შეგახსენებთ, სტარტაპ გრაინდ თბილისი 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული სტარტაპ ეკოსისტემის შენებაში, წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას გლობალური სტარტაპ გრაინდის ოჯახში. ის შერჩეულ იქნა "Flagship Chapters" 20 მონაწილეს შორის, რომელიც განსაზღვრავს სტარტაპ გრაინდ 2.0.-ს