Get All Access for $5/mo

პირველი 100%-ით ორგანული მასალისგან დამზადებული საბანკო ბარათი პროკრედიტ ბანკისგან - მწვანე ანგარიში და ბარათი ProGreen

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - მწვანე ანგარიში და საბანკო ბარათი ProGreen, რომელიც 100%-ით ორგანული მასალისგან არის დამზადებული.

პროდუქტი უნიკალურია როგორც თავისი კონცეფციით, ასევე სატარიფო პაკეტით: ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა მწვანე ინიციატივების მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან ერთად, მწვანე ანგარიში, ფიქსირებული ტარიფის ქვეშ, ყველა ძირითად საბანკო პროდუქტს აერთიანებს.

მომხმარებელი, რომელიც მწვანე ანგარიშს გახსნის, ბანკის მიერ დაგეგმილი ეკო კამპანიების თანამონაწილე გახდება და მის მიერ გადახდილი მომსახურების საკომისიო გარემოსდაცვით აქტივობებს მოხმარდება, რა მიმართულებითაც ბანკი თავის მხრივ, მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს. ამასთან ერთად, ეკომეგობრული ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, ბანკი მწვანე ანგარიშზე/ანაბრებზე არსებულ ფონდებს მწვანე ინვესტიციების დასაფინანსებლად მიმართავს. განხორციელებული მწვანე ინიციატივების შესახებ ინფორმაციას ბანკი მომხმარებელს საინფორმაციო ანგარიშების სახით გაუზიარებს.

სატარიფო პაკეტი, რომელსაც მწვანე ანგარიშის გახსნასთან ერთად მიიღებთ, მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად ითვალისწინებს და თავისი მახასიათებლებით კონკურენტული პროდუქტია: პაკეტი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას აერთიანებს და ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე მოიცავს ყველა ძირითად სერვისს, როგორებიცაა:

  • ProGreen Mastercard
  • მიმდინარე ანგარიში ყველა ძირითად ვალუტაში
  • შემნახველი ანაბარი Flex Save განსაკუთრებული პირობით
  • სალარე გადარიცხვები ნებისმიერი მიმართულებით შეუზღუდავად
  • ულიმიტოდ კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები
  • განაღდება პროკრედიტ ბანკის ბანკომატებში
  • ყოველთვიურად 5 განაღდება ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან მთელ საქართველოში ₾ $ €
  • ინტერნეტბანკი, მობაილბანკი, სმს სერვისი, ავტომატური დავალება
  • 24/7 განაღდებისა და თანხის შეტანის ყველაზე მაღალი დღიური ლიმიტი -50,000 ₾

შეცვალე პლასტიკური საბანკო ბარათი ეკომეგობრულით: შეავსე განაცხადი და გახსენი მწვანე ანგარიში ონლაინ, ფილიალში ვიზიტის გარეშე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია