Get All Access for $5/mo

პირველი ქართული ოპერა - ''დარეჯან ცბიერის'' გაციფრება-გამოცემის ძირითადი ეტაპი დასრულდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სულ ახლახან, ქართული კლასიკური მუსიკისა და ზოგადად კულტურისათვის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, პირველი ქართული ოპერა - "დარეჯან ცბიერის" გაციფრება-გამოცემის ძირითადი ეტაპი დასრულდა. აღნიშნულ პროექტზე გასული წლის 15 ოქტომბრიდან, 2022 წლის 15 თებერვლამდე, დონორის ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორთა დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვ.გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა იმუშავა, თუმცა პანდემიით გამოწვეული ობიექტური მიზეზების გამო, გამოცემის პრეზენტაცია უახლოესი პერიოდისათვის გადაიდო.

"დარეჯან ცბიერის" გაციფრება-გამოცემის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავდა: ნოტების ხელნაწერთა გაციფრება-რედაქტირება (მანანა ჟღენტი, გიორგი შავერზაშვილი), აუდიომასალის დამუშავება-მასტერინგი (არჩილ ბურჭულაძე), ტექსტუალური მასალის შექმნა, რედაქტირება, ლიბრეტოს ქართულ ენაზე დამუშავება (პროფ. მარინა ქავთარაძე) და საავტორო ტექსტის ინგლისურად თარგმნა (მაია ყიასაშვილი). აღსანიშნავია, რომ პროფესორი მარინა ქავთარაძე, პროექტის თანაავტორი გახლავთ, ხოლო სპეციალურად პროექტისთვის ორიგინალური ილუსტრაცია მხატვარ ელენე მელქაძეს ეკუთვნის. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოძიებულ იქნა იშვიათი საარქივო ფოტომასალა, ოქროს ფონდიდან დისკებზე ჩაიწერა ოპერის სრული ჩანაწერი, დიზაინერ მანანა გუნიას მიერ შეიქმნა სასაჩუქრე გამოცემის დიზაინი, ხოლო შპს "სეზანმა" უზრუნველყო მასალის დაკაბადონება და დაბეჭდვა.

ამ ისტორიული პროექტის დონორი და ფინანსური მხარდამჭერი "მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდი" გახლავთ, ხოლო პარტნიორები - ქუთაისის ოპერა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ეროვნული ბიბლიოთეკა, არტ-პალასი, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდი.

ჩატარებული რამდენიმე თვიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად მიღებული სპეციალური გამოცემა, რომელიც ოპერის სანოტო კლავირსა და სრულ აუდიოჩანაწერს მოიცავს, საჩუქრად გადაეცემა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა დ ბალეტის სახელმწიფო თეატრს. ასევე, "დარეჯან ცბიერის" კლავირი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხელოვნების სასახლეს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, კომპოზიტორთა კავშირს, მელიტონ ბალანჩივაძის მემკვიდრეებს და სხვადასხვა მუსიკალური უმაღლესი სასწავლებლების ბიბლიოთეკებს და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ქართულ განყოფილებას.

პროექტის ავტორების და სულისჩამდგმელების თქმით, ოპერის კლავირი საშუალებას მისცემს სტუდენტებს, პედაგოგებს და მომღერლებს, დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში შეძლონ ოპერის როგორც ცალკეული ნაწყვეტების შესრულება და დადგმა, ისე მისი დიდი სცენისთვის მომზადება და საორკესტრო პარტიტურის მომზადების შემდგომ სარეპერტუარო სპექტაკლად გარდაქმნა.

"გვინდა მადლობა გადავუხადოთ "დარეჯან ცბიერის" აღდგენისა და გაციფრების ისტორიულ პროექტში მონაწილე პროფესიონალთა გუნდს: პროექტის თანაავტორს პროფესორ მარინა ქავთარაძეს, მანანა გუნია-რომანოს, გოგა შავერზაშვილს, ნინა გუნიას, ელენე მელქაძეს, ეკატერინე ბუჩუკურს, მანანა ჟღენტს, გიორგი ბაგრატიონს, არჩილ ბურჭულაძეს და მაია ყიასაშვილს. ასევე, პროექტის გულშემატკივარსა და ხელშემწყობს − გიგა წიქარიშვილს", − აცხადებს პროექტის მენეჯერი და თანაავტორი დავით გოგოლაშვილი, − "განსაკუთრებული მადლობა პარტნიორებს, და რაც მთავარია, ყველას სახელით მადლიერებას გამოვხატავთ მუხრანის განვითარების ფონდის/ Mukhrani Development Foundation-ის მიმართ, გაწეული მხარდაჭერისათვის".

შეგახსენებთ, რომ პირველი ქართული ოპერა "თამარ ცბიერი" (გვიანი რედაქციით - "დარეჯან ცბიერი") სახელოვანი ქართველი კომპოზიტორის და ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის კალამს ეკუთვნის. ნაწარმოების ნოტები, რომლის პარტიტურის და კლავირის ერთადერთი არასრული ეგზემპლარი არსებობს, ათწლეულებია ხელნაწერის სახით ინახება და აქამდე არასოდეს გამოცემულა. აღსანიშნავია, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის გარეშე, ეს ძვირფასი ხელნაწერი შესაძლოა სამუდამოდ დაკარგულიყო მომავალი თაობებისათვის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია