Get All Access for $5/mo

პირველი ქართველი მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ნათია შამათავა, გვანცა ჩიქოვანი, ლიკა კოკაია, დეა ჩიტაია და ალექს ტყებუჩავა პირველი ქართველი მოსწავლეები არიან, რომლებმაც ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

ნასაში გამგზავრების და სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მოსწავლეებმა 2017 წლის 27 თებერვალს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებით მოიპოვეს. მათ შექმნეს ხელსაწყო, რომელიც ზომავს მიწის ქანების მოძრაობას, პროგნოზირებს მეწყერს და ინფორმაციას SMS-ის სახით აწვდის დარეგისტრირებულ მოსახლეობას.

ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა, რომელიც 2017 წლის 1-5 მაისს
გაიმართა, არის ინტენსიური სასწავლო კურსი, რომელიც ხელს უწყობს გუნდური მუშაობის,
კომუნიკაციის და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას, კოსმოსურ ინჟინერიაზე
დაფუძნებული აქტივობებით. კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამა მოიცავს
მეცნიერებებით, ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით გამდიდრებულ დავალებებს და ხელს უწყობს
გამომგონებელთა ახალი თაობის პროფესიულ ზრდას.

კურსი მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს და შიდა კონკურსებს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში,
ქართველმა მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი სხვადასხვა დავალებას და გამარჯვება
მოიპოვეს ორ შიდა კონკურსში - მერვეკლასელებმა შექმნეს ჯავშანი, რომელიც უძლებს მაღალ და
დაბალ ტემპერატურას. ამის გარდა, მათ ააწყვეს კოსმოსური ხომალდის მაკეტი, რომელიც ადგილზე გამოსცადეს ინსტრუქტორებმა. პროგრამის ბოლო დღეს, სენაკელმა მერვეკლასელებმა აკვალანგით ცურვის ტექნიკა ისწავლეს და წყალქვეშა დავალებებში მიიღეს მონაწილეობა.

ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამა, სასწავლო კომპონენტის გარდა, მოიცავს ნასას მუზეუმების, გამოფენების დათვალიერებას და ვიზიტს ისეთ ცენტრებსა და ლაბორატორიებში, რომლებიც დახურულია ვიზიტორებისთვის. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და საინტერესო იყო ნასას რობოტიკის და ასტრონავტთა სასწავლო ცენტრის მონახულება ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში და ტური Neutral Buoyancy Lab-ში, რომელიც არის ასტრონავტების ყველაზე დიდი საწვრთნელი აუზი. ქართველი ახალგაზრდები უნიკალური კადრების მომსწრენი გახდნენ - კოსმოსურ მისიაში მონაწილეობამდე, ბოლო საწვრთნელი ექვსსაათიანი მისიით, წყალქვეშ ნასას ორი ასტრონავტი, ნიკოლ მენი და მაიკლ ჰოპნიკსი ჩავიდნენ.

აღნიშნული პროგრამის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი იყო მონაწილეების შეხვედრა ნასას
გამოჩენილ ასტრონავტსა და ასტროფიზიკოს, ჯონ დევიდ ბარტოსთან. დოქტორმა ბარტომ
ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
დოქტორმა ბარტომ ნასას 1985 წლის 51-F მისიაში მიიღო მონაწილეობა. ის ამჟამად საერთაშორისო
კოსმოსური სადგურის კვლევის მენეჯერია, ხოლო მანამდე, ოპერაციების დირექტორი იყო ნასას
ცენტრალურ ოფისში.

პროგრამის ბოლოს, წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა შესაბამისი დიპლომები მიიღეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მესამედ განხორციელდა. კონკურსს ახორციელებს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის მეგობარი იყო კომპანია ჯეოსელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო

"Leading Innovator in Banking Functionality Award 2024" ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას