Get All Access for $5/mo

პირველი მასშტაბური სოციალური და "მწვანე" საწარმოების ექსპო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

19 ივნისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქ თბილისში "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცეში, მე-3 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური და "მწვანე" საწარმოების გამოფენა გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი ისეთი საწარმოები, რომლებიც მუშაობენ სოციალური და გარემოს დაცვითი მიმართულებებით და ატარებენ განსაკუთრებულ ღირებულებას ახალგაზრდების განვითარების ხელშემწყობ, მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და "მწვანე" ეკონომიკის დარგებში.

გამოფენის დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე გაიცნონ 61 სხვადასხვა საწარმო და დააგემოვნონ, შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. დამატებით, სტუმრებისთვის ადგილზე იქნება შეთავაზებული მასტერკლასები ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებაში, ხატვაში, იოგაში და სხვ.

სოციალური და "მწვანე" საწარმოების გამოფენა არის რეგიონული კონფერენციის "მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში" ნაწილი, რომელიც იმართება 18 ივნისს "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცის მე-3 პავილიონში. კონფერენცია და თანმდევი გამოფენა იმართება CENN-ის მიმდინარე პროექტების: "EU4youth- სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" საქართველოსა და სომხეთში, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივა საქართველოში სომხეთსა და აზერბაიჯანში − "ციფრული კავკასია", და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) მიერ დაფინანსებული პროექტი "ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის" − ფარგლებში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია