პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურება საქართველოში - პრიმო ალდაგისგან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად ალდაგმა თავისი მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურება - პრიმო შექმნა. პრიმო ალდაგის ახალი ბრენდია, რომელზეც კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან ერთად იმუშავა.
პრიმოს სერვისის ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, თუმცა პრიმოს წევრებისთვის ალდაგს განსხვავებული შეთავაზებები ექნება დაზღვევის სხვა პროდუქტებზეც.
ალდაგის ახალი ბრენდი პრიმო ქმნის კომფორტისა და პერსონალური ურთიერთობის სივრცეს, რომელიც მთელ რიგ უპირატესობებს მოიცავს:
- პერსონალური მენეჯერის მომსახურება, რომელიც გულისხმობს როგორც ექსკლუზიურ შეთავაზებებს, ისე პერსონალურ მომსახურებას ზარალის დროს.
- სერვისის სრულყოფილება, რომელიც არაერთ ხელშესახებ უპირატესობას მოიცავს, მათ შორისაა: (1) საქართველოში ავტორიზებულ ავტოცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში (2) ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი (3) კონსიერჟის მომსახურება (4) სრული ავტო ასისტანსი და ა.შ.
"ალდაგისთვის ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ვთვლით, რომ ამ სერვისის დანერგვით სადაზღვევო მომსახურების სფერო არსებითად ახალ ეტაპზე გადადის. გვექნება ჩვენს მომხმარებელთან პერსონალური ურთიერთობის შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს სპეციალურად მათზე მორგებულ შეთავაზებებს, განსხვავებულ პირობებს დაზღვევაზე, კონსულტაციის შესაძლებლობას დაზღვევასთან დაკავშირებულ ყველა საკითზე და დამატებით კომფორტს მთლიანად სადაზღვევო ურთიერთობაში."
პრიმოს მთავარი დაპირება კომფორტი და სიმარტივეა. პრიმოს ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და გულისხმობს ავტომობილზე ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს.
პრიმოს წევრობა თავისთავად გულისხმობს პირადი მენეჯერის ყოლას ალდაგში, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება ავტომობილთან მიმართებაში.
"ალდაგი 31 წელია, რაც სადაზღვევო ბაზარზეა და ის ერთ-ერთი ლიდერია სადაზღვევო სფეროში, როგორც საცალო, ისე კორპორატიული მიმართულებით. ბაზრის განვითარების კუთხით, მუდმივად ქმნიდა ახალ პროდუქტებს, ნერგავდა ინოვაციურ მიდგომებს, შემოჰყავდა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში, რამაც სექტორის განვითარებას შეუწყო ხელი. მხოლოდ გასულ წელს ალდაგმა მომხმარებელს 90 მლნ ლარი აუნაზღაურა," -აცხადებენ ალდაგში.