პირველი ქართველი და ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი Measure Summit 2026-ზე - ელენე ბიბილეიშვილი გლობალურ სცენას იკავებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ანალიტიკისა და მარკეტინგის ღონისძიებაზე - Measure Summit 2026-ზე, საქართველოს ელენე ბიბილეიშვილი წარადგენს.

ეს არის ისტორიული მომენტი - საქართველო პირველად ჩნდება გლობალური მარკეტინგული ტექნოლოგიების სცენაზე და თანაც ამას სამიტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპიკერის სტატუსით აკეთებს.

ელენე ბიბილეიშვილი 12-13 მაისს MS 2026-ზე მარკეტინგულ ანალიტიკაში მუქი მონაცემების, კლასტერული ალგორითმებისა და მექანიკური ობზერვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ელენეს მიწვევა Measure Summit 2026-ზე არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო უკვე იმავე დონეზე თამაშობს, სადაც მარკეტინგისა და მონაცემების მომავალი იქმნება.

Measure Summit წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, სადაც ყალიბდება მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის მომავალი. სამიტი 2 დღის განმავლობაში ინტენსიური სესიების ფარგლებში ამსტერდამში მიმდინარეობს და ფოკუსირებულია არა მხოლოდ ინსტრუმენტებზე, არამედ მთლიან ეკოსისტემაზე - მონაცემთა შეგროვებიდან, მათი დამუშავებისა და მოდელირებიდან დაწყებული, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებამდე. სწორედ ამიტომ Measure Summit ითვლება ერთ-ერთ მთავარ ადგილად, სადაც ანალიტიკა გადადის ტექნიკური ფუნქციიდან ბიზნესის ცენტრალურ ბირთვად.

Measure Summit აერთიანებს ინდუსტრიის წამყვან ფიგურებს - მათ შორის Simo Ahava, Julius Fedorovicius, Gunnar Griese, Phil Pearce და სხვა პროფესიონალებს ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორიცაა Google, Meta, Microsoft, Adobe.

სწორედ ამ სივრცეში ჩნდება ქართული ხმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ცვლის რეგიონში ციფრული მარკეტინგის არსს.

ელენე ბიბილეიშვილი ქართული ტექნიკური მარკეტინგის პიონერია, რომლის საქმიანობა უკავშირდება მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის ახალი სტანდარტების დანერგვას საქართველოსა და რეგიონში.

ელენე აშშ-ს ბაზარზე დაფუძნებული "Global Business Award 2025"-ის მფლობელი საერთაშორისო კომპანიის - Hapttic-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ამავე დროს, პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის - "Ad Summit"-ის თანადამფუძნებელია და მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული კონკურსი, რომელიც Ad Summit Tbilisi 2024-ის ფარგლებში გაიმართა.

რეგალიები ამით არ მთავრდება - ელენემ 2022 წელს შექმნა პირველი ქართული ტექნიკური მარკეტინგის საგანმანათლებლო პროგრამა და დღეს უკვე 1000-ზე მეტ სტუდენტს ითვლის BTU-ში, კავკასიის უნივერსიტეტში, ალტესა და ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

ელენეს საქმიანობა აერთიანებს ციფრულ მარკეტინგს, ტექნოლოგიებს, განათლებასა და ბიზნესს - ქმნის ახალ თაობას, ახალ მიდგომებსა და ახალ სტანდარტებს. დღეს კი, ეს გზა გადის გლობალურ სცენაზე.

ეს არის ელენე ბიბილეიშვილის გზა - ის აღარ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს - ის უკვე წარმოადგენს იმ ახალ წესებს, რომლითაც გლობალური მარკეტინგი იმუშავებს ხვალ.