Cyber Week Sale! 50% Off All Access

პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში - backapp ალდაგისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალდაგი

პირველად საქართველოში, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ციფრული დაზღვევის აპლიკაცია - backapp შექმნა.

აპლიკაცია მუშაობს ჭკვიანი მოწყობილობის გამოყენებით და იძლევა ისეთ უნიკალურ შესაძლებლობას, როგორიცაა - დაზღვევის ფასის მორგება მძღოლის ინდივიდუალურ მონაცემებზე. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან მომხმარებელს შეუძლია დაზღვევაზე ის ფასი მიიღოს, რომელიც მანქანის ტარების ხარისხის პროპორციულად დაანგარიშდება.

Backapp-ის აპლიკაცია უკავშირდება მოწყობილობას, რომელიც უბრალოდ თავსდება ავტომობილში და რომელიც, რამდენიმე პარამეტრის მიხედვით (აჩქარება, მოხვევა, სიჩქარე, დამუხრუჭება) აგენერირებს ინფორმაციას ავტომობილის ტარების ხარისხზე. ეს მონაცემები აისახება აპლიკაციაში, რომელიც თავის მხრივ, განსაზღვრავს სადაზღვევო ფასს.

საშუალოდ backapp-ით დაზღვევა სტანდარტულ დაზღვევასთან შედარებით ორჯერ უფრო იაფია. Backapp-ის დახმარებით, მძღოლებს შეუძლიათ:

  • შეაფასონ საკუთარი პროფესიონალიზმი და მიიღონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად სწორად და კარგად მართავენ ისინი საკუთარ ავტომობილებს;
  • მიიღონ ტარების ხარისხის შესაბამისი ფასი. ამასთან, სრულიად გამჭვირვალედ ადევნონ თვალი ფასის გენერირების პროცესს და გააუმჯობესონ მართვის ხარისხი, თუ სურთ უკეთესი ტარიფის მიღება;
  • მიიღონ გაუმჯობესებული ფასი რამდენიმე გარემოების გათვალისინებით: (1) გაჩერებულ მანქანაზე თანხა არ იწერება, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ავტომობილი დაზღვეულია (2) რაც უფრო ცოტას დადის ავტომობილი, მით ნაკლებია სადაზღვევო პრემია(3) რაც უფრო კარგად დადის მძღოლი, მით ნაკლებია სადაზღვევო პრემია

Backapp-ით ავტომობილის დაზღვევა სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. დაზღვევის პროცესი არის სრულად ციფრული. საკმარისია მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა, რის შემდეგაც მომხმარებელს შეუძლია გაიაროს ტესტდრაივი და ნახოს, როგორ მართავს ის საკუთარ ავტომობილს და დაახლოებით რა თანხას აგენერირებს მისი ერთი მარშრუტი. ტესტდრაივი მძღოლებს წარმოდგენას შეუქმნის, რამდენად პროფესიონალურად ფლობენ ავტომობილს და რა თანხასთან იქნება დაკავშირებული ავტომობილის დაზღვევა.

Backapp-ი, გარდა მთელი რიგი ტექტნოლოგიური უპირატესობებისა, მომხმარებელს სხვადასხვა სარგებელს სავაზობს, ესაა ფასდაკლებები ავტონაწილებსა და საწვავზე; უფასო რეცხვის ვაუჩერები, 24 საათიანი ავტოასისტანსი და ა.შ.

Backapp დაზღვევით იფარება ისეთი გავრცელებული რისკები, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ე.წ. დამხვდა დაზიანებული შემთხვევები, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება, სტიქია და ა.შ.

"ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ პირველი გუნდი საქართველოში, ვინც, მიუხედავად რთული ტექნოლოგიური გამოწვევებისა, შეძლო, ადგილობრივ ბაზარზე დაენერგა მსოფლიოს სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში დანერგილი პრაქტიკა, რომელთ შორისაც Backapp უნიკალურია . ვთვლით, რომ ამ პროდუქტით საქართველოში ვიწყებთ დაზღვევის ახალ ეპოქას და გვჯერა, რომ ხელს შევუწყობთ დაზღვევის კულტურის განვითარებას ქვეყანაში. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი სიკეთე ტექნოლოგიების დახმარებით და როგორ შეიძლება დავეხმაროთ თანამედროვე და წინდახედულ ადამიანებს, მიიღონ ბიზნესისგან ზუსტად ის, რაც მათ დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ,"- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!