"პირველიდან ბოლო ყვავილამდე" – LILAT FLOWERS-ის ისტორია, რომელიც ყვავილებით მოთხრობილ ადამიანურ ამბებზე დგას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყვავილები ხშირად იმ სიტყვებს ამბობენ, რომელთა გამოხატვაც ადამიანებს უჭირთ. სიყვარული, მადლიერება, მონატრება, სიხარული – ემოციები, რომლებსაც ერთი თაიგულიც კი შეიძლება იტევდეს. სწორედ ამ იდეას დაეფუძნა LILAT FLOWERS-ის შექმნა და დღეს, ბრენდის ახალ ფილმშიც, ყვავილები ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის თანამგზავრებად გვევლინება.

LILAT FLOWERS მიხეილ და მირიამ ხუციშვილების საოჯახო ბიზნესია, რომელიც 2020 წელს, პანდემიისა და გაურკვევლობის პერიოდში შეიქმნა. ბრენდის სახელიც მის მთავარ ღირებულებას უკავშირდება – "ლილატ" სვანურად სიყვარულს ნიშნავს. დამფუძნებლების საწყისი იდეა იყო, ეს ემოცია თითოეულ თაიგულში, ისტორიასა და მისალოც ბარათში ყოფილიყო.

"ბიზნესის საწყისი იდეა იყო, სიყვარული ყოფილიყო თითოეულ თაიგულში, ისტორიასა და მისალოც ბარათში. ყვავილს ადამიანები ხშირად სიყვარულის, მადლიერების ან მონატრების გამოსახატავად ყიდულობენ. ჩვენი სურვილიც ამ ემოციების თანამონაწილეობაა", – ამბობენ მიხეილ და მირიამ ხუციშვილები.

პატარა მაღაზიიდან მრავალარხიან ბიზნესამდე

LILAT FLOWERS-ის განვითარებასთან ერთად, ბიზნესის საქმიანობის მიმართულებებიც გაფართოვდა. პატარა მაღაზიას ონლაინგაყიდვები, მიტანის სერვისი და კორპორაციული მომსახურება დაემატა. დღეს ბრენდს თბილისში სამი ფილიალი აქვს – East Point-ში, City Mall Gldani-ში და ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე.

ბრენდის მომსახურება თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც არის წარმოდგენილი, სადაც FLOWVEND by LILAT – ყვავილების ჭკვიანი ავტომატი – მომხმარებლებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს ემსახურება. სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან ან ემშვიდობებიან, ყვავილების შესაძენად კიდევ ერთ შესაძლებლობად იქცა.

მიუხედავად ბიზნესის გაფართოებისა, LILAT FLOWERS-ის მთავარი ღირებულება უცვლელია – ყვავილები მხოლოდ პროდუქტი არ არის, ისინი ადამიანების ემოციების გამოხატვის საშუალებაა.

ყვავილი, როგორც ადამიანური ამბის ნაწილი

ყვავილების ინდუსტრიაში კომუნიკაცია ხშირად პროდუქტსა და ფასზეა ორიენტირებული, თუმცა LILAT FLOWERS-ის მიდგომა მომხმარებლის ისტორიას ეფუძნება. თაიგულის შერჩევას ხშირად პირადი ამბავი ახლავს – ვისთვის არის საჩუქარი, რა უყვარს ადრესატს და რისი თქმა სურს მჩუქებელს.

ამ პროცესში ფლორისტის როლი მხოლოდ ყვავილების შერჩევა არ არის. ის უსმენს ამბავს და ცდილობს, თაიგული სწორედ იმ ემოციას მოერგოს, რომლის გამოხატვაც ადამიანს სურს. ეს მიდგომა ბრენდის კომუნიკაციის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და მის საქმიანობას პროდუქტის მიღმა არსებულ გამოცდილებას უკავშირებს.

"პირველიდან ბოლო ყვავილამდე" – ცხოვრების ისტორია ერთ ფილმში

LILAT FLOWERS-ის ახალი ბრენდფილმი ამ იდეას ვიზუალურ ისტორიად აქცევს. NEVERMYND-თან თანამშრომლობით შექმნილი ფილმი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს აერთიანებს და ყვავილების საშუალებით სიყვარულზე, ურთიერთობებსა და მოგონებებზე გვიყვება.

ეკრანზე ცხოვრება ბავშვობიდან სიბერემდე იშლება. იცვლება ასაკი, გარემო და ურთიერთობები, ყვავილი კი სხვადასხვა მომენტში ჩნდება და ყოველ ჯერზე განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. ფილმი მაყურებელს საკუთარი გამოცდილების გახსენებისკენაც უბიძგებს – ვისგან მიუღია ყვავილები, ვისთვის მიუტანია და რისი თქმა უცდია ამ ჟესტით.

ბრენდფილმის იდეა, საკომუნიკაციო პლატფორმა, სცენარი და პროდაქშენი სრულად კრეატიულ პროდაქშენ კომპანია NEVERMYND-ს ეკუთვნის.

"ყვავილების ბაზარზე კომუნიკაცია ძირითადად პროდუქტსა და ფასდაკლებებზეა. ლილატის შემთხვევაში კი გადავწყვიტეთ განსხვავებული გზა აგვერჩია და გადმოგვეცა ლამაზი ისტორია, რომელიც იწყება და მთავრდება ყვავილით", – ამბობს NEVERMYND-ის კრეატიული დირექტორი, სერგი დევრისაშვილი.

ფილმის ვიზუალურ კონცეფციაში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მინდვრის ყვავილსაც, რომელიც ვიდეორგოლის დასაწყისსა და დასასრულში ჩნდება.

"ვიდეორგოლში თავსა და ბოლოში ნაჩვენები მინდვრის ყვავილი ისეთია, რომელსაც მაღაზიებში ვერ შეხვდებით… ეს შეგნებული არჩევანი იყო: ბრენდი მაშინაც იმავე იდეისკენ მიისწრაფვის, როცა არაფერს ყიდის", – NEVERMYND-ის კრეატიული დირექტორი, ნინა სარიაშვილი.

LILAT FLOWERS-ის ახალი ბრენდფილმი ბრენდის უკან არსებულ იდეას ვიზუალურ ამბად აქცევს. მის ცენტრში ადამიანია და ის მომენტები, რომლებშიც ერთი ყვავილიც კი მოგონების ნაწილად რჩება. სწორედ ამ იდეას აერთიანებს ფილმის სათაური – "პირველიდან ბოლო ყვავილამდე".

ბრენდფილმის ავტორი: NEVERMYND

ფილიალები: East Point | City Mall Gldani | Egnate Ninoshvili St. 7

ვებგვერდი: lilatflowers.ge

Instagram: @lilatflowers.ge

Facebook: lilatflowershop

Flowvend by Lilat