Plug and Play Georgia-მ 2027 წლის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა გრძელდება, Plug and Play Georgia, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით, 2027 წლის აქსელერაციის პროგრამის მეორე კოჰორტისთვის განაცხადების მიღებას იწყებს.
პროგრამა თანაბრად საინტერესოა როგორც უკვე არსებული ტექნოლოგიური პროდუქტის მქონე გუნდებისთვის, ისე დამფუძნებლებისთვის, რომლებიც ჯერ იდეის ან ადრეული ვალიდაციის ეტაპზე იმყოფებიან. ის სტარტაპებს სთავაზობს სტრუქტურირებულ გზას, პრობლემისა და ბაზრის ზუსტი განსაზღვრიდან, პროდუქტის შექმნამდე, პირველი მომხმარებლების მოზიდვასა და საერთაშორისო მასშტაბირებამდე.
აქსელერაციის 3 ძირითადი ეტაპი:
- Founder & Market Fit - მომხმარებლისა და ბაზრის ვალიდაცია, პრობლემა-გადაწყვეტილების შესაბამისობა.
- Minimum Viable Product (MVP) - პროდუქტისა და ბიზნესმოდელის დახვეწა, პირველი ტრექცია.
- Global Market Entry - გაყიდვების სტრატეგია, საინვესტიციო მზადყოფნა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები პრაქტიკულად იმუშავებენ საერთაშორისო მენტორებთან ვორქშოპების, 1:1 ინდივიდუალური სესიებისა და ჰაკათონების ფორმატში. ყურადღება მახვილდება რეალურ ბიზნესგამოწვევებზე: ფასწარმომოქმნის მოდელზე, გაყიდვების სტრატეგიასა და ინვესტორებთან ურთიერთობაზე.
პროგრამის მთავარი უპირატესობა Plug and Play-ის გლობალურ ეკოსისტემასთან წვდომაა. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები შესაძლებლობას მიიღებენ, დაუკავშირდნენ საერთაშორისო ინვესტორებს, კორპორაციებსა და სილიკონ ველითის (Silicon Valley) ქსელს.
შეგახსენებთ, რომ პირველი კოჰორტის ფარგლებში პროგრამამ 40 სტარტაპი გააერთიანა:
- 20-მა გუნდმა 50 000 ლარის გრანტი მიიღო და MVP ეტაპზე გადავიდა;
- 10-მა სტარტაპმა კი დამატებით 150 000 ლარის გრანტი მოიპოვა და Global Market Entry ეტაპზე განაგრძო მუშაობა.
თუ გაქვს ტექნოლოგიური იდეა ან უკვე მუშაობ სტარტაპზე და გსურს შენი ბიზნესი გლობალურ დონეზე აიყვანო, 2027 წლის კოჰორტისთვის განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია.
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 11 დეკემბერი, 23:59 საათი.
- სარეგისტრაციო ბმული: Plug and Play Georgia Accelerator
- საკონტაქტო ელფოსტა: plugandplaygeorgia@pnptc.com