Get All Access for $5/mo

Pontus Rotana Resort & Spa Gonio - ექსკლუზიური საინვესტიციო შესაძლებლობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმში, გონიოს სანაპიროს პირველ ზოლში, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "პონტუსი" 5-ვარსკვლავიან სასტუმროს − Pontus Rotana Resort & Spa-Gonio-ს აშენებს. კომპლექსი 2027 წელს გაიხსნება, რომელსაც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში გამორჩეული და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია Rotana უხელმძღვანელებს. სასტუმრო Rotana-ს სტანდარტების მიხედვით შენდება, იგი 546 ნომრისგან შედგება და მორგებულია როგორც გრძელვადიანი დამსვენებლებისთვის, ასევე მოკლევადიანი ვიზიტორებისთვის.

პროექტის სამშენებლო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია. დაინტერესებულ ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ ინვესტიცია და საკუთრებაში შეისყიდონ სასტუმროს ნომრები, გარდა ამისა, ისინი მიიღებენ მათი ინვესტიციის პროპორციულ წილს სასტუმროში, რომელსაც მინიმუმ 20 წლის განმავლობაში მართავს Rotana-ს გუნდი. Pontus Rotana Resort & Spa − Gonio მნიშვნელოვანი პროექტია ლოკალური თვალსაზრისითაც − სასტუმროს გახსნის პერიოდში დასაქმებული იქნება 400-ზე მეტი ადამიანი. საკუთარი მასშტაბითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით სასტუმრო ნამდვილად გახდება ახალი მიზიდულობის ადგილი აჭარის რეგიონში.

პროექტის მიზანშეწონილობა დადასტურებულია Cushman & Wakefield-ის მიერ, რომლის თანახმად ინვესტიციიდან ამონაღები, ROI 14%-ს შეადგენს, ხოლო ინვესტიციის ღირებულების ზრდის ინდექსი 80%-მდე ფიქსირდება 3-წლიან პერიოდში, სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე.

"პონტუსის" გუნდი საქართველოს უძრავი ქონების ბიზნესში 2016 წლიდან ჩაერთო და შესაბამისად, აქტიურად იკვლევს და აანალიზებს ადგილობრივ ბაზარს. როგორც კომპანიის მმართველი დირექტორი ირაკლი ვარშალომიძე აღნიშნავს, Cushman & Wakefield-ის კვლევის, ასევე Rotana-ს ექსპერტების ჩართულობის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე ვიზიტორთა მოთხოვნა ზრდადია და ბაზარზე შესაბამისი ნომრების ნაკლებობაა. ეს გახლდათ მიზეზი, თუ რატომაც გადაწყდა Rotana-სთან ექსკლუზიური პარტნიორობა და შეიქმნა ახალი ბრენდი Pontus Rotana Resort & Spa – Gonio გამორჩეული კონცეფციითა და იდეით.

"ბოლო 5 წლის განმავლობაში, მიუხედავად 2-წლიანი პანდემიური პერიოდისა, ბათუმში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა გაიზარდა 15%-ით, 67%-მდე, ხოლო სასტუმროს ნომრების საშუალო ფასი 20%-ით, $100-მდე. ჯამში, ბათუმში 250 სასტუმრო ოპერირებს, რომელთა ოთახების საერთო რაოდენობა 12 000-ია (20 000 საწოლი). ვიზიტორთა თანაფარდობა საწოლების რაოდენობაზე 5.38-ია, როდესაც მსოფლიოში საშუალოდ, ყოველ 1000 ვიზიტორზე იგივე მაჩვენებელი 15- უდრის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული სასტუმროების ნომრების ფონდი და ზრდადი მოთხოვნა იძლევა 3-ჯერ უფრო მეტი სასტუმროს ნომრების მიწოდების შესაძლებლობას. 5-ვარსკვლავიან სასტუმროსა და ნომრებზე ეს კოეფიციენტი კიდევ უფრო მაღალია. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო", აღნიშნავს ირაკლი ვარშალომიძე.

რით არის უნიკალური Pontus Rotana Resort & Spa Gonio?

საქართველოში გონიო საუკეთესო სანაპირო ზოლით, სუფთა წყლითა და ულამაზესი მთის ხედებით ცნობილი ადგილია. Pontus Rotana Resort & Spa – Gonio სანაპიროს პირველ ზოლში, ბათუმიდან 20 წუთის სავალზე, ხოლო სარფიდან (საქართველო-თურქეთის საზღვარი) 15 წუთის სავალ გზაზე შენდება.

Pontus Rotana Resort & Spa Gonio გამორჩეული ობიექტია შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც აერთიანებს 3 რესტორანს, ღია და დახურულ აუზებს, პანორამულ ბარს ბოლო სართულზე, საკონფერენციო და მოსასვენებელ სივრცეებს, კერძო პლაჟს, სამორინეს და სხვა მრავალ გასართობ თუ დასასვენებელ ადგილს.

ექსკლუზიური შეთავაზება ინვესტორებისთვის

Pontus Rotana Resort & Spa Gonio ინვესტორებს 5-ვარსკვლავიან საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში საინვესტიციო შესაძლებლობასა და პასიურ შემოსავალს სთავაზობს. სასტუმროს ნომრის საკუთრების პარალელურად, მიუხედავად იმისა, მათი კუთვნილი ნომერი გაქირავდება თუ არა, ისინი ინვესტიციის პროპორციულ წილს მიიღებენ სასტუმროს შემოსავლიდან.

"სასტუმროს შემოსავლის 50% ნაწილდება ინვესტორებზე, ხოლო დარჩენილი 50% ფარავს შენობის ექსპლუატაციისა და სასტუმროს საოპერაციო ხარჯებს სრულად. ინვესტორები არანაირ დამატებით ან ფარულ ხარჯს არ გასწევენ, მათ საკუთრებაში არსებული ქონების მოვლასა თუ გაქირავებაში. ყველა ხარჯს სასტუმროს მმართველი კომპანია Rotana ფარავს", − აღნიშნავს ირაკლი ვარშალომიძე.

მნიშვნელოვანი სარგებელია ისიც, რომ ინვესტორებს ექნებათ 80%-იანი ფასდაკლება სასტუმროში დასვენების პერიოდში, მათ საკუთრებაში არსებულ ნომრებზე.

ასევე ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, გაერთიანდნენ და ერთ ლოტად შეისყიდონ რამდენიმე ნომერი, რომელთა საინვესტიციო ღირებულება სულ მცირე მილიონი აშშ დოლარი იქნება და მიიღონ 15%-მდე ფასდაკლება გაცხადებულ ფასებთან შედარებით, რაც თავისთავად დადებით გავლენას მოახდენს ROI-სა და სხვა ფინანსურ მაჩვენებლებზე.

საჯარო გაყიდვები ოფიციალურად 3 კვირის წინ დაიწყო და ინტერესი პროდუქტის მიმართ ყოველკვირეულად იზრდება. დაინტერესებული ინვესტორები ძირითადად არიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან − გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან და საუდის არაბეთიდან.

რა უნდა ვიცოდეთ Rotana- შესახებ?

Rotana-ს ისტორია 1990-იან წლებში, გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში იწყება. სწორედ აქ გაიხსნა Rotana-ს პირველი სასტუმრო, დღეს კი ბრენდის პორტფელი 100-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს, მსოფლიოს 36 ქალაქში.

Pontus Rotana Resort & Spa Gonio მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის საერთაშორისო დონეზე გაფართოების თვალსაზრისით. იგი Rotana-ს პირველი პროექტია საქართველოში და ყველაზე მასშტაბური ევროპის კონტინენტზე. Rotana-ს გაცხადებული გეგმაა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ადგილას 30 სასტუმრო გახსნას.

შეკითხვაზე, თუ რატომ შეირჩა "პონტუსი" აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, Rotana-ს საოპერაციო დირექტორი, ედი ტანუსი აღნიშნავს, რომ Pontus Capital-ი საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე გამორჩეული მოთამაშეა, პროფესიონალთა გუნდით, წარმატებული პორტფელით, ზრდისა და ინოვაციების ხელშეწყობის მძლავრი ჩანაწერით.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათთან ვთანამშრომლობთ საქართველოში Rotana- პირველ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე. ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისადმი, ისევე, როგორც საერთო ხედვას, სტუმრებისთვის უნიკალური და დაუვიწყარი გამოცდილების შექმნის შესახებ. ქართულ კულტურასა და ენას, და არაბულ სამყაროს შორის ღრმა კავშირებით, ჩვენი პარტნიორობა ბუნებრივია. ჩვენ მოუთმენლად ველით სასტუმროს წარმატებულ ჩაშვებას და წვლილის შეტანას საქართველოს სტუმართმოყვარეობისა და ტურისტული ბაზრის განვითარებაში", აღნიშნავს ედი ტანუსი.


Rotana-სა და "პონტუსს" შორის ოფიციალური ხელშეკრულება საქართველოსთვის სიმბოლურ და მნიშვნელოვან დღეს, 2023 წლის 26 მაისს დაიდო. პროექტზე მუშაობა გაცილებით ადრე, 2022-ის ნოემბერში დაიწყო. დღეის მდგომარეობით პროექტსა და სამშენებლო სამუშაოებში ინვესტირებული კაპიტალი 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება, სასტუმრო კი ფუნქციონირებას 2027 წლიდან დაიწყებს. Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს გახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 2027 წლის 26 მაისს არის დაგეგმილი.

იხილეთ მეტი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ინსპირაცია

10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ