Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია "პორშე ცენტრი თბილისი" Platinum სერიის მოდელის გაყიდვებს იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დახვეწილი დიზაინი და გამორჩეული აღჭურვილობა - გერმანული ავტოგიგანტის სპეციალურ სერიას "პორშე ცენტრი თბილისი" მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს.

Porsche Cayenne Platinum Edition კომპანიამ საგანგებოდ მოწყობილ საღამოზე წარადგინა და სტუმრებს პრემიუმ კლასის სპორტული ავტომობილის ტექნიკური მონაცემები გააცნო. ღონისძიება "შატო დე ვერეში" გაიმართა, რომელსაც პორშეს მომხმარებლები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Platinum Edition-ის პრეზენტაციას კომპანიის დირექტორი უძღვებოდა.

პეტრე წაქაძე, Tegeta Premium Vehicles დირექტორი: "გერმანული ბრენდის გამორჩეული მოდელის სპეციალური სერია ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. ჩვენს სტუმრებსა და პორშეს მოყვარულებს Porsche Cayenne Platinum Edition წარვუდგინეთ, მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. მომხმარებელზე ზრუნვა, მათთვის კომფორტის შექმნა და რაც მთავარია, პრემიუმ ბრენდის, პორშეს სრული სამოდელო რიგის შეთავაზება ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მომხმარებლის მოთხოვნებისა და განწყობების შესახებ, ამ უკუკავშირის მისაღებად კი ვფიქრობთ, მსგავსი არაფორმალური შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა".

პორშე კაიენის Platinum სერია საბაზისო მოდელში გვთავაზობს ისეთ დამატებით ოფციებს, როგორებიცაა: LED ფარები - Porsche Dynamic Light System (PDLS), 21-დიუმიანი RS Spyder Design დისკები, პანორამული სახურავი, BOSE-ის აუდიოსისტემა, ანალოგური საათი, მულტიფუნქციური საჭე, ტყავის სპორტული სავარძლები პორშეს ლოგოთი, "Platinum Edition"-ის ლოგო ალუმინის ელემენტებით ინტერიერში, დამუქებული შუშები და სპორტული გამონაბოლქვის მილები.

კონცეპტუალურ ღონისძიებაზე სპეციალურად მოეწყო საგამოფენო სივრცეც, სადაც მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინის სტენდებზე ბრენდის განვითარების ისტორია იყო დატანილი.

რა აქვს საერთო ბრენდის წარსულსა და მომავალს - გამორჩეული, ელეგანტური სტილი და თანამედროვე ხედვა. ამ კონცეფციით დაგეგმილ საღამოზე, სიმბოლურად, პორშეს სხვადასხვა თაობის მოდელები წარმოადგინეს: გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოებული და უკვე ლეგენადად ქცეული Porsche 964, განსაკუთრებული 991 GT3 და Porsche Taycan, რომლითაც პორშეს სრულად ელექტრომობილების ისტორია დაიწყო, ავტომანქანა ბაზარზე 2019-ში გამოჩნდა და ამ დროისათვის 40-ზე მეტი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

"შატო დე ვერეში" გამართული ღონისძიების პარტნიორი სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ახალი ბრენდი "პრიმო" იყო, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ დაზღვევას სთავაზობს.

"პორშე ცენტრი თბილისი" "თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე, კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი" უზრუნველყოფს.