Get All Access for $5/mo

პრაქტიკული იურიდიული რჩევები ანტრეპრენერებს ღონისძიება BGCC-ისა და Entrepreneur-ის ორგანიზებით გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატისა (BGCC) და Entrepreneur-ის ორგანიზებით, საერთო სამუშაო სივრცე "რეგუსში" საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

იურიდიული კომპანია McGill-ის პარტნიორმა ლაშა მდივანმა ბიზნესის დაწყებისას იურისტის როლზე და პარტნიორებთან შეთანხმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ხელშეკრულებების მნიშვნელობას. საუბარი შედგა ასევე შრომითი ხელშეკრულებების მნიშვნელოვან დეტალებზე. შეხვედრის მიწურულს, ლაშამ დამსწრეთა კითხვებს უპასუხა და საჭირო პრაქტიკული რჩევები მისცა Entrepreneur Club-ის და BGCC-ის წევრებს.

"მინდა დიდი მადლობა მოვახსენო Enterprenuer-ს საინტერესო უორკშოფის ორგანიზებისთვის. McGill Legal-ი უკვე რამდენიმე წელია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის წევრი კომპანია და ამავდროულად, ჩვენი იურიდიული კონსულტანტი და პარტიორი გახლავთ. პირად ბიზნესგამოცდილებაზე დამყარებით მინდა გაგიზიაროთ, თუ რა მნიშვნელოვანია სწორად შედგენილი ხელშეკრულებით დაიწყო თუნდაც სულ პატარა ან მნიშვნელოვანი პროექტი და როგორი აუცილებელია ამ პრაქტიკის ყოველდღიურობაში და ბიზნესეთიკაში დანერგვა.

ხშირად ბიზნესპარტნიორები მეგობრები, კარგი ნაცნობები ან ნათესავებიც კი არიან და იურიდიული ხელშეკრულების ან კონტრაქტის საკითხის წამოჭრა სტიგმატიზებულია, რაც საკმაოდ ხშირად უსიამოვნო და ძვირადღირებულ შეცდომებს იწვევს. გისურვებთ წარმატებულ და მომგებიან ბიზნესსაქმიანობას და აუცილებლად ნებისმიერი საქმის დაწყებამდე მიმართეთ იურისტს!" - განაცხადა მაკო აბაშიძემ, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორმა.

Entrepreneur CLUB - ეს არის სივრცე ახალი ცოდნისთვის, ახალი ინფორმაციისთვის, ახალი იდეებისთვის, რათა მუდმივი განვითარების სურვილის მქონე ადამიანებმა ადვილად დაიწყონ, განავითარონ და გაზარდონ საკუთარი ბიზნესი Entrepreneur-ის დახმარებით და Entrepreneur-თან ერთად!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი