Get All Access for $5/mo

Pre-Seed Funding სტუდენტური სტარტაპების დასაფინანსებლად - BTU-ს ახალი ინიციატივა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტუდენტური სტარტაპებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი Pre-Seed Funding საგრანტო პროგრამას აამოქმედებს.

5000 ლარის ოდენობის გრანტით, დაფინანსდება სტარტაპების დემო დღის გამარჯვებული სტუდენტების ჯგუფი, რომელიც ჟიურის წინაშე, საკუთარ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ სტარტაპ იდეას და შესაბამის ბიზნესგეგმას წარადგენს.

სტარტაპების დემო დღე, BTU-ში ყოველწლიურად ტარდება. შერჩეული საუკეთესო სტარტაპ იდეები, კონკურსის ფარგლებში საერთაშორისო ჟიურის წევრებს წარედგინება, სტუდენტები იღებენ საპარტნიორო შემოთავაზებებს საქართველოში არსებული უმსხვილესი ორგანიზაციებისგან და ინვესტორებისგან. BTU სტარტაპების დემო დღის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება, ღონისძიებას უერთდებიან საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოპარკების წარმომადგენლები, ბიზნეს აქსელერატორები, საინვესტიციო ფონდები.

BTU-ს უნიკალური მიდგომა აქვს მეწარმეობის და ინოვაციების სწავლებასთან მიმართებაში. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი, განურჩევლად პროგრამისა, სწავლობს მეწარმეობის საფუძვლებს, ინოვაციური ბიზნესიდეების გენერირების და სტარტაპის შექმნისთვის საჭირო ყველა კომპონენტს, ხდება სტუდენტების საერთაშორისო სერტიფიცირება HP-ს მეწარმეობის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კურიკულუმი ეფუძნება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მოდულებს, რომლის ერთადერთი წევრი რეგიონში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. მეწარმეობის სწავლებას ახორციელებენ გამოცდილი და წარმატებული სტარტაპერები და ინოვატორი მეცნიერები, რომლებსაც საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ. ყოველივე ეს, განაპირობებს BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებას და ისეთი წარმატებული სტუდენტური სტარტაპების გაჩენას, რომლებიც ფინანსდებიან როგორც საერთაშორისო ინვესოტრების, ისე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სხვა ორგზანიზაციების მიერ.

Pre-Seed Funding საგრანტო პროგრამა პირველ გამარჯვებულს 2022 წლის მაისში გამოავლენს.

მეტი BTU-ს მეწარმეობის ცენტრის პროექტებისა და სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს