პროექტი "მომავლის პროფესიების" ფარგლებში, საქართველოს ბანკი Fennec Tech Studio-ს პარტნიორი გახდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი გასულ წელს დაწყებული პროექტის - "მომავლის პროფესიებს" განხორციელებას განაგრძობს. ინიციატივა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია "ინსორსთან" თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ბოლო პერიოდში შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდას, და ამავდროულად საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობას მოიაზრებს.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ბანკი სულ ახლახან კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის, Fennec Tech Studio-ს პარტნიორი გახდა.
როგორც Fennec Tech Studio-ს ერთ-ერთი ავტორი, მარიამ გაგუა გვიყვება,YouTube არხის შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც შეამჩნია, რომ ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ადამიანები ნაკლებად საუბრობდნენ აღნიშნულ სფეროზე სოციალურ ქსელებში.
სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი - მარიამმა და მისმა მეგობრებმა გააერთიანეს თავიანთი რესურსები და დაიწყეს ვიდეოების ჩაწერა, სადაც ახალგაზრებისთვის მარტივ და გასაგებ ენაზე ხსნიდნენ, თუ როგორ შეიძლება დაეუფლო სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროფესიებს.
YouTube არხის მეორე სეზონი კი უკვე საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გრძელდება, სეზონის ფარგლებში Fennec Tech Studio ყოველ სამშაბათს ახალ ვიდეოს წარადგენს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ისეთი აქტუალური პროფესიები, როგორიცაა: Front-End და Back-End დეველოპერი, UI/UXდიზაინერი, UX მკვლევარი, Scrum მასტერი და სხვა.
"პირველი ვიდეო სეზონი გახსნით დავიწყეთ, და მიმოვიხილეთ თუ როგორ ერთიანდება სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესია ერთ მობილურ ტელეფონში", - ამბობს მარიამი.
ის აპლიკაციები, რომლებსაც ყოველდღიურად გამოვიყენებთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ერთობლივი შრომის შედეგია. დღეს სწორედ რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავთ
დავიწყოთ პროგრამული ნაწილით. აპლიკაცია იყოფა ორ ნაწილად: Front-ად და Back-ად, ანუ მომხმარებლის და სერვერის მხარედ. მომხმარებლის მხარე აპლიკაციის ის ნაწილია, რომელსაც ე.წ. user ხედავს, სერვერის მხარე კი ის, რომელსაც მომხმარებელი ვერ ხედავს. სწორედ Front-End დეველოპერები მუშაობენ აპლიკაციის ხილული ნაწილის დეველოპმენტზე.
რაც შეეხება Back-End დეველოპერებს, ისინი სერვისის მხარეს პროგრამირებაზე და აპლიკაციის ფუნქციონალს ჩაბმულ ლოგიკებზე არიან პასუხისმგებლები.
საბოლოო ჯამში კი Front-End და Back-End დეველოპერების მიერ დაწერილი კოდებით იქმნება აპლიკაციები, რომლითაც ვიძახებთ ტაქსს, ვუკვეთავთ საკვებს ან ვრიცხავთ თანხას სასურველ ადამიანთან.
თუმცა სანამ აპლიკაციის კოდზე დაიწყება მუშაობა, ნებისმიერი კოდის დაწერას წინ უძღვის დიზაინების შექმნა, რაზე დაყრდნობითაც აწყობენ დეველოპერები აპლიკაციას.
ადამიანები, რომლებიც აპლიკაციის დიზაინებზე მუშაობენ, UI/UX დიზაინერები არიან. UI/UX დიზაინერი იმის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა ფუნქციონალი აპლიკაციაში.
მაგალითად, ის, რომ მობილბანკის აპლიკაციაში ანგარიშის ბლოკი ყველაზე დიდადაა გამოტანილი ეკრანის ზედა ნაწილში, ან ის რომ ამ ბლოკს 4 ღილაკი აქვს სხვადასხვა ვიზუალით − ეს UI/UX დიზაინერების მიერაა შემუშავებული.
შემდეგი პროფესიის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაში იღებენ მონაწილეობას, UX, ანუ მომხმარებლის გამოცდილების მკვლევარები არიან. UX მკვლევარები ზრუნავენ იმაზე, რომ ნებისმიერი ფუნქციონალის შენების დროს, გუნდს ჰქონდეს ინფორმაცია მომხმარებლის საჭიროებების შესახებ, რომელიც კვლევებს ეყრდნობა.
ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ, რომ აპლიკაცია გასაგებ და მარტივად აღქმად ენაზე ესაუბროს მომხმარებელს ციფრული პროდუქტის ქოპირაიტერები არიან. ნებისმიერ აპლიკაციაში ვხვდებით სხვადასხვა ტექსტს - მაგალითად, ანგარიშის ბლოკს 4 ღილაკი აქვს სხვადასხვა სახელებით: გადახდა, გადარიცხვა, გაზიარება, ამონაწერი. ამ და სხვა ტექსტებზე სწორედ ციფრული პროდუქტის ქოპირაიტერები მუშაობენ.
და გადავიდეთ ჩვენს ბოლო პროფესიაზე, Product Owner-ზე, ანუ პროდუქტის მფლობელზე. ნებისმიერ ტექნიკურ გუნდს სჭირდება ადამიანი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს გააჟღერებს და იმაზე იზრუნებს, რომ ყველა ის ფუნქციონალი, რომელზეც ტექნიკური გუნდი იმუშავებს, მაქსიმალურად მორგებული იყოს მომხმარებლისა და ბიზნესის საჭიროებებზე. სწორედ ამ როლს ასრულებენ Product Owner-ები და მომხმარებელსა და ტექნიკურ გუნდს შორის შუამავლის ფუნქციას ითავსებენ.
ეს მხოლოდ მცირედია, იმ პროფესიების ჩამონათვალიდან, რომელებსაც Fennec Tech Studio ყოველ კვირეულად, ვიდეოების სახით მიმოიხილავს. თუ გსურთ გაიგოთ მეტი პროფესიებზე, როგორიცაა: Scrum მასტერი, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი, ბიზნესანალიტიკოსი და სხვა - თვალი ადევნეთ მათ YouTube არხს: https://www.youtube.com/watch?v=Lj45GDCA5CA