Sponsored Content

"პროფესიული სრულყოფისაკენ სწრაფვა და მისი რეალურად განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ პროცესშივე ხვდები რომ ეს ამად ღირს" – გაიცანი Upgaming-ის თანადამფუძნებელი მიხეილ მერებაშვილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიხეილ მერებაშვილი

Senior Software ინჟინერი

კარიერული გზა – 20 წელია, რაც ციფრულ სფეროშია, უმუშავია მრავალ დიდ პროექტზე, ახლა არის საერთაშორისო კომპანია Upgaming-ის თანადამფუძნებელი და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თვისებები – ურთიერთობებში ღია და უშუალოა, აქვს თავისუფლების მძაფრი შეგრძნება

უყვარს – თანამშრომლებთან ურთიერთობა, მათთან აქტიური კომუნიკაცია და ცოდნის გაზიარება, მათგან ახალი ინფორმაციის მიღება

სჯერა – თავისი გუნდის პროფესიონალიზმის

იცის – რომ, როცა მაქსიმალურად ვითარდები, სხვებისთვის დასამტკიცებელი აღარაფერი გაქვს და ერთადერთი, თუ ვინმეს რამე უნდა დაუმტკიცო, ეს საკუთარი თავია

მიზანი – დაეხმაროს გუნდს ახალი მწვერვალების დაპყრობაში

Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია "Upრინდის" ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.

Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.