Sponsored Content

პროგრამირების შესწავლის მსურველებისთვის Skillwill ღია კარის დღეს მართავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Skillwill, საქართველოში ყველაზე მასშტაბური სასწავლო აკადემია, პროგრამირების შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს 15 ნოემბერს ღია კარის დღეზე ეპატიჟება

რა არის Skillwill?

Skillwill 2022 წლის ივლისში დაარსებული აკადემიაა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის, პროგრამირების შესწავლის მსურველებს 8 თვიან და 3 თვიან ონლაინ კურსებს სთავაზობს. მათ, ვისაც არანაირი გამოცდილება არ აქვს, შეუძლია გაიაროს აკადემიის 8 თვიანი ძირითადი კურსი და ისწავლოს პროგრამირება უშუალოდ დეველოპერებისგან. ხოლო მათ, ვისაც უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება სურს, 3 თვიანი კურსის გავლით შეეძლება პროფესიის საფუძვლიანად შესწავლა.

გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების ბაზარზე გამოცდილ დეველოპერებზე მოთხოვნა მაღალია, Skillwill-ის შექმნის მთავარი მოტივაციაც ამ მოთხოვნებზე პასუხია. სწორედ ამიტომ თანამშრომლობს Skillwill კერძო და საჯარო სექტორთან და აფორმებს მემორანდუმებს აკადემიის სტუდენტების დასასაქმებლად. ამგვარად, კურსების გავლის შემდეგ პირდაპირპროპორციულად იზრდება სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობაც.

ღია კარის დღეზე მოსულ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა დეტალურად გაეცნონ აკადემიის საქმიანობას, პირადად გაიცნონ აკადემიის ლექტორები, გაიგონ მეტი პროგრამირების შესახებ, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და დეტალურად გაეცნონ სასწავლო პროგრამას.

დამსწრეებს შეეძლებათ ცადონ კოდის წერაც და მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა უფასო 3 თვიანი სმარტ კურსის მოსაპოვებლად.

ღონისძიება ჩატარდება სამშაბათს, 15 ნოემბერს, Rooms Hotel, Garden Hall-ში. დაწყების დრო არის 19:00 საათი.

დასწრების მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/3Tsh0hg