Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"პროგრესის" ამერიკული სკოლების წარმატების ისტორია Kotler Impact-ის "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ ქართულ გამოცემაში შევა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"პროგრესის სკოლა" უკვე 22 წელია წარმატებით მოღვაწეობს კერძო განათლების სექტორში და წარმოდგენილია სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, როგორც ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი".

ბრენდი AWE Consulting-ის, CIS რეგიონში, ისრაელსა და ავსტრიაში Kotler Impact-ის ოფიციალური წარმომადგენლისა და ადგილობრივი პარტნიორის, "ლურჯი ოკეანის" პროექტში "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ ქართულ გამოცემაში ჩაერთვება.

პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლები აერთიანებს ეროვნულ და საერთაშორისო განათლების სტანდარტებს და მუდმივად ნერგავს ინოვაციურ და არაფორმალურ სასწავლო მიდგომებს. ეს მიდგომები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მიიღონ განათლება როგორც აკადემიურ, ასევე პრაქტიკულ დონეზე, რაც მათ თანამედროვე ცხოვრებასა და კარიერულ განვითარებაში წარმატებას უზრუნველყოფს. Progress School-ის საერთაშორისო აღიარება ადასტურებს მის ლიდერობას განათლების სფეროში. სკოლა სერტიფიცირებულია ამერიკული საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს, Cognia-ს (AdvancED) მიერ. აღნიშნული აკრედიტაცია Progress-ის მოსწავლეებს სკოლის დასრულებისას ორმაგი ატესტატის მიღების საშუალებას აძლევს. ეს ატესტატი შეესაბამება როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო განათლების სტანდარტებს და უმაღლესი განათლების მიღების გზებს მნიშვნელოვნად ხსნის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

Kotler Impact-ი თანამედროვე მარკეტინგის ფუძემდებლის, დოქტორ ფილიპ კოტლერის ნამუშევარია, რომელიც სტაბილური გლობალური გარემოსა და ეკონომიკური განვითარებისკენ განათლებით, ტრენინგებითა და ჰოლისტური მიდგომებით მიისწრაფვის.

წიგნის პირველი ქართული გამოცემა ადგილობრივი კომპანიების წარმატების ისტორიებზე იქნება დაფუძნებული. პროექტი AWE კონსალტინგის, რეგიონში Kotler Impact-ის ოფიციალური წარმომადგენლის ხელშეწყობითა და ბიზნესლიტერატურის მიმართულებით გამომცემლის, "ლურჯ ოეკანესთან" პარტნიორობით ხორციელდება. დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

"თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები" მსოფლიო მასშტაბით აღიარებული პროექტია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებულ ქეისებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. ამ მასშტაბურ ინიციატივაში "პროგრესის სკოლის" ჩართულობა ხაზს უსვამს მის წამყვან როლს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ მარკეტინგულ ინოვაციებში.

წიგნი უკვე გამოცემულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, პოლონეთი და ნიდერლანდები, და მალე აშშ-სა და გერმანიაშიც გავრცელდება. პროექტში მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა Danone-ი, Lamborghini, Google-ი, Porsche, Heineken-ი, Ferrari და ა.შ.

რას ნიშნავს პროექტში მონაწილეობა "პროგრესის სკოლისთვის", რა არის მათი წარმატების საიდუმლო და სამომავლო გეგმები - ამის შესახებ Entrepreneur-ი სკოლის წარმომადგენელს, ბაია თორაძეს ესაუბრა:

როგორ მოხვდა პროგრესის სკოლა "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ გამოცემაში - რა არის წარმატების ის ფორმულა, რამაც, თქვენი აზრით, ყურადღება მიიქცია?

"პროგრესის სკოლის" წარმატების ფორმულა ინოვაციური მიდგომების, საერთაშორისო პარტნიორობისა და არაფორმალური განათლების ინტეგრაციის კომბინაციაშია. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პარტნიორებთან, რაც მოსწავლეების გლობალურ განათლებასა და განვითარებას უწყობს ხელს. Progress School-ში პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეები რეალური ცხოვრების გამოცდილებებს ეუფლებიან. ჩვენი მიდგომა და შედეგები იმსახურებს ყურადღებას, რადგან იგი აერთიანებს ხარისხიან განათლებასა და მოსწავლეთა წარმატების უზრუნველყოფის გზებს, რაც "პროგრესის სკოლას" რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მყარ ლიდერად აქცევს.

რა მნიშვნელობა აქვს პროექტში მონაწილეობას თქვენთვის?

"თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლებში" მონაწილეობა არის შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას გავაცნოთ "პროგრესის სკოლის" წარმატებული მოდელი და ინოვაციური მიდგომები. ამ პროექტში მონაწილეობა არა მხოლოდ ჩვენი ბრენდის გაძლიერებას უწყობს ხელს, არამედ ჩვენი სასწავლო მიდგომებისა და წარმატების ფორმულის გაზიარებასაც, რაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ეს აღიარება "პროგრესის სკოლის" რეპუტაციას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს და ჩვენს დამკვიდრებულ პოზიციას ადასტურებს.

როგორ იმოქმედებს ეს პროექტი "პროგრესის სკოლის" სამომავლო გეგმებზე?

პროექტში მონაწილეობა "პროგრესის სკოლას" აძლიერებს, როგორც რეგიონში უნიკალურ, საერთაშორისო სტანდარტების მქონე და ბიზნესზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. უკვე აშენებულია თანამედროვე კამპუსები ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო თბილისში ახლა იწყება ახალი საერთაშორისო სტანდარტების კამპუსის მშენებლობა, რომელიც რეგიონში უმაღლესი სტანდარტის განათლების ცენტრი იქნება. ეს კამპუსები არა მხოლოდ ინოვაციურ სასწავლო გარემოს ქმნის, არამედ ჩვენი მოსწავლეების გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს. Progress School-ის მისიაა, გახდეს წამყვანი არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ და პრაქტიკულ განათლებას.

როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი მოაქვს "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" პირველ გამოცემას მონაწილე ადგილობრივი კომპანიებისთვის? არამონაწილეთათვის?

ამ გამოცემის სარგებელი მძლავრია როგორც მონაწილე, ისე არამონაწილე კომპანიებისთვის. მონაწილე კომპანიებისთვის ეს არის ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და მათი წარმატების ისტორიის ფართო აუდიტორიასთან გაზიარების შესაძლებლობა. არამონაწილე კომპანიებისთვის კი ეს არის შანსი, შეისწავლონ წარმატებული ბიზნესმოდელები და მიიღონ შთაგონება იმ სტრატეგიებიდან, რომლებიც მათთვისაც შესაძლოა განვითარების ახალი მიმართულების საფუძვლად იქცეს. Progress School-მა თავისი მარკეტინგული წარმატებითა და ინოვაციური მიდგომებით მაგალითი მისცა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს და აჩვენა, თუ როგორ შეიძლება განათლების სექტორში ინოვაციური და მაღალი სტანდარტის მოდელის დანერგვა.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

სიახლეები

Optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა

პირველი ქართული პროგრამა, რომელიც სრულად ერგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი