Get All Access for $5/mo

Psolutions - პირველი აუთსორს შესყიდვების სერვისი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კომპანია Psolutions საქართველოში აუთსორს შესყიდვების ახალ, მოქნილ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომელიც კომპანიებისთვის მრავალ საკითხს ამარტივებს და მნიშვნელოვან დამზოგავ ინსტრუმენტს წარმოადგენს. გუნდის, კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისების საჭიროებისა და სამომავლო მიზნების შესახებ Entrepreneur-ს Psolutions-ის მმართველი პარტნიორი გივი ლომიძე უყვება:

"PSolutions შესყიდვებში მრავალწიანი გამოცდილების მქონე გუნდია. შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს საქმე ახლებურად და გუნდურად გვეკეთებინა. ყველანი ვმუშაობდით, თუმცა ერთ დღეს წამოვედით და ჩვენი სტარტაპ კომპანია გავაკეთეთ. იმ ეტაპზე საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. ეს მოხდა პანდემიამდე, მაშინ, როდესაც ონლაინ მუშაობა და აუთსორსი ჯერ არ იყო ასეთი პოპულარული. თუმცა, შენი ბრენდიც ხომ იგივე შენ ხარ: გაბედული, რისკიანი და თამამი. როგორც ხდება ხოლმე, რაღაცით იწყებ, მუშაობ, ნაბიჯებს დგამ, თავს იმკვიდრებ, შეცდომებსაც უშვებ მაგრამ ვითარდები, ახალი პროექტები და წარმატებაც მოდის და გრძნობ რომ ის გააკეთე რისი გაკეთებაც გინდოდა."

კომპანიის მმართველი პარტნიორი Psolutions-ის 3 მთავარი მიმართულებაზე გვესაუბრა:

"1. აუთსორს შესყიდვები: ვფიქრობთ, რომ აუთსორსი მთავარი მიმართულებაა კომპანიებისთვის. რეალურად, ყველაზე დიდი დანაზოგის გაკეთება, სწორედ რომ შესყიდვებში შეიძლება. როგორ? - ნაკლები გადაიხადოთ და ხარისხიც კარგი იყოს. ცხადია ეს არ არის ადვილი და ხომ გაგიგიათ ხასიათის ამბავიც არისო, ზოგს "ვაჭრობა და ფასზე ლაპარაკი არც უყვარს". საქონლის ფასი რამდენიმე კომპონენტის ჯამის ტოლია. ძირითადად ესენია: საქონლის ღირებულება ქარხანაში, ტრანსპორტირების ხარჯი და კომპანიის მარჟა. ჩვენ ვცდილობთ სამივე კომპონენტის გაიაფებით შევამციროთ საბოლოო ჯამი. კერძოდ საქონლის ადგილზე ღირებულების შემცირების მიზნით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს უშუალოდ მწარმოებელ ქარხნებთან და უმეტეს შემთხვევაში ვიღებთ საუკეთესო ფასს, რადგან ვართ მსხვილი შემსყიდველები ჩვენი კლიენტების მოთხოვნების კონსოლიდირების ხარჯზე. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, როდესაც ერთი კონკრეტული შემსყიდველი ელაპარაკება მიმწოდებელს მისი რაოდენობიდან გამომდინარე ის ღებულობს X ფასს, და როდესაც ჩვენ რამდენიმე შემსყიდველის სახელით გაცილებით დიდ რაოდენობაზე ველაპარაკებით, იმავე მომწოდებელს ბუნებრივია ჩვენი ფასიც უფრო იაფია. ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ტექნიკური დავალების განსაზღვრა, რაშიც უშუალოდ ჩართულები ვართ და ჩვენ ცოდნა-გამოცდილებსაც ვუზიარებთ კომპანიებს. ტრანსპორტირების ხარჯის მინიმიზებისთვის ჩვენ პირდაპირ შუამავლის გარეშე ველაპარაკებით გადამზიდავ კომპანიებს (ვისგანაც რეალურად ყიდულობენ გადაზიდვის მომსახურებას ქართული გადამზიდი კომპანიები) და ვიღებთ საუკეთესო ფასს. რაც შეეხება მარჟას, ესეც მინიმალური გვაქვს, ვინაიდან ვართ საბოლოო შედეგზე ორიენტირებულები და საბოლოო ფასი კომპანიებისთვის ჩვენი მარჟის გათვალისწინებით უნდა იყოს საუკეთესო. შესაბამისად, ამ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის მინიმიზაციით ჯამიც მინიმალური გამოდის. ასევე, როგორც იცით, ფული დროში ფულია. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დამკვეთისთვის მივიღოთ საუკეთესო გადახდის პირობა. ამ მიმართულებითაც გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები, რადგან მრავაწლიანი ურთიერთობების გამო გვენდობიან როგორც ადგილობრივი მომწოდებლები, ასევე უცხოელი მწარმოებლები. ზოგადად, გვიყვარს ყველაფრის წინასწარ დათვლა და ეს საქმე კარგად გამოგვდის, რადგან მე პირადად სკოლაც და უნივერსისტეტიც მათემატიკური მაქვს დამთავრებული. ჩვენთან ურთიერთობით კომპანიები ზოგავენ დროს, ადმინისტრაციულ რესურსს, ფინანსურ რესურსს და რათქმაუნდა ხარჯებსც. ციფრების გარდა რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენთან ურთიერთობა მარტივი და კომფორტული იყოს. ეს ხომ თანამედროვე მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია.

2. ფუდ რითეილ მაღაზიების მოწყობილობები - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი რაც კი ე.წ. ფუდ რითეილ მაღაზიების გახსნას ეხება ზეპირად ვიცით. ჩვენს გუნდს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რითეილ მაღაზიების მოწყობის კუთხით. კერძოდ, განხორციელებული გვაქვს პროექტები სარემონტო სამუშაოების, მაცივარ დანადგარებისა და სხვადასხვა მოწყობილობების (კონდინციონერები, ღუმელები და ა.შ) მიწოდება/მონტაჟის ჩათვლით. აღნიშნული პროექტები (დაახლოებით 100 მაღაზია) შესრულებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) სხვადასხვა ბრენდის მაცივრებით. ჩვენი გამოცდილებით ბოლოს შევჩერდით Branford-ზე. ამ ბრენდის მაცივრებით ჩვენს გუნდს შესრულებული გაქვს პროექტები აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც დრომ გამოსცადა მაცივრების ხარისხი. ასევე ამ ბრენდის გამოყენება დავიწყეთ საქართველოში და უკვე შესრულებული გვაქვს რამდენიმე მსხვილი პროექტი. სხვა ბრენდებთან შედარებით Brandford-ის მაცივრები გამოირჩევა როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური კუთხით. სწორი წარმოდგენა რომ შეგექმნათ ქარხნის მასშტაბზე, მათი წლიური გაყიდვები აღემატება 500 მლნ დოლარს. Brandford-ი იყიდება 14-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენი გამოცდილებით ეს არის ოპტიმალური გადაწყვეტილება, როგორც ფასით, ასევე დიაზანით და რაც მთავარია ხარისხით. ჩვენ, ასევე შევძელით კარგი პირობების მიღება მიწოდების ვადებისა და ანგარიშსწორების პირობების ჩათლით. გავაფორმეთ შესაბამისი ხელშეკრულება, რითიც გავხდით მათი ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში. წელს იმედი გვაქვს, რომ პანდემიის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც მოგვეცემს საშუალებას, უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ ოპერირება საქართველოში, რაც გამოიხატება იმაში, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მაცივრებით ერთ-ერთი მსხვილი რითეილ კომპანიის ახალი მაღაზიები დაკომპლექტდება საქართველოში.

3. ბიზნეს ინკუბატორი - სადაც იბადება საინტერესო ბიზნეს იდეები. ეკონომიკის რეცესიის შედაგადგამონთავისუფლებული ფული ვერ პოულობს მომგებიან ოპერაციებს, რამაც გამოიწვია მოთხოვნის გაზრდა მოკლევადიან ბიზნეს პროექტების განხორციელებაზე. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სავაჭრო და ტექნოლოგიურ მოკლევადიან ბიზნეს პროექტების განხილვასა და მისი განხორციელების მენეჯმენტის პროცესში. აქაც ღია ვართ შემოთავაზებებისთვის და ინდივიდუაურად განვიხილავთ თითოეულ მათგანს.

სწორედ, რომ ჩვენს ბიზნეს ინკუბატორში დაბადებული ერთ-ერთი იდეა გახდა ჩვენი მეოთხე პროექტიც: საცალო მიმართულების ელექტრონული მაღაზია - PS Health Store, რომელიც უკვე ფუნქციონირებს ვოლტზე და გლოვოზე. ასევე, გვაქვს საკუთარი ონლაინ მაღაზიაც-psshop.ge, სადაც ამ ეტაპზე ვყიდით კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის, იმუნიტეტის ამაღლებისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო პროდუქციას. ვფიქრობ, რომ მომავალი ელექტრონულ ვაჭრობაშია, რაც ჩვენს ქვეყანაში, როგორც განვითარებად ქვეყანაში, რამდენიმე წლიანი დაგვიანებით ხდება აქტუალური. "

კომპანიის სამუშაო მოდელი და გამორჩეული მახასიათებლები

სამუშაო მოდელი ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე შედეგზე ორიენტირებულია. ჩვენ არ ვიღებთ ფიქსირებულ ანაზღაურებას/ხელფასებს კომპანიებისგან/ ჩვენ ვმუშაობთ საკომისიოზე, რომელი ასევე ინდივიდუალურია და დამოკიდებელია პროდუტის მარჟაზე და ჩვენი მუშაობის შედეგის პირდაპირპროპორციულია. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ჯამური ინვოისის "მარკ აპზე" 3 დან 10 %-მდე. ჩვენი კომპანია გამორჩეულია ხასიათითა და ხედვით: ჩვენთვის არ არსებობს გაუკეთებელი საქმე, "უშოვნელი პროდუქტი", ვერ მოძიებული სერვისი თუ მომწოდებელი. საქმე რაც უფრო რთულია, მისი გაკეთებაც უფრო საინტერესოა.

Psolutions-ის გეგმები და მიზნები

"გვაქვს შესყიდვების ონლაინ პლატფორმის შექმნის იდეა, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური იქნება და მას დღეს ანალოგი არ აქვს. პლატფორმის მთავარი უპირატესობა სხვა არსებულ პლატფორმებთან შედარებით, შესყიდვების პროცესის გამარტივება იქნება მასში მონაწილე ორივე მხარისთვის.

ჩვენთან ურთიერთობით თქვენ უნიკალურ კორელაქსაციას მიიღებთ."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს