ქართული გეიმ დეველოპმენტი ახალ ეტაპზე გადადის: Georgian Game Community-მ ახალი პლატფორმა და ვებ-საიტი წარადგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული ტექნოლოგიური და შემოქმედებითი ინდუსტრიის სწრაფი ზრდის ფონზე, ბაზარს ახალი მოთამაშე - GGC უერთდება. კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა თავისი ვებ-საიტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული გეიმ დეველოპმენტი გააცნოს საქართველოს და საერთაშორისო ბაზარს.

GGC (Georgian Game Developers Community)-ს ახალი ციფრული პლატფორმა გახდება ცენტრალური ჰაბი, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ადგილობრივ თამაშებს, ინდი სტუდიებს, დეველოპერებს, ინდუსტრიის სიახლეებსა და მასშტაბურ პროექტებს.

"ჩვენი მიზანია შევქმნათ ეკოსისტემა, რომელიც ქართულ ვიდეო თამაშებს გლობალურ მასშტაბზე გაიტანს და სექტორში ახალ შესაძლებლობებს გააჩენს," - აცხადებენ კომპანიაში.

აეცანით კომპანიის პროექტებსა და სამომავლო გეგმებს ოფიციალურ ვებ-საიტზე: https://myggc.ge/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი