ქართველი იურისტი, რომელმაც საერთაშორისო აკადემიური სივრცის ყურადღება მიიპყრო — ქრისტინე ქაჯაია Excellence in Global Leadership-ზეა წარდგენილი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართველი იურისტი, პერსონალური მონაცემთა დაცვის ექსპერტი და ორი სასწავლო მოდულის ავტორი ქრისტინე ქაჯაია იმ პროფესიონალთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც თანამედროვე სამართლისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში საკუთარ ადგილს უკვე მკაფიოდ იმკვიდრებს.
იგი ასრულებს საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამას Chicago-Kent College of Law-ში და აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო აკადემიურ პროცესებში, სადაც იურიდიული აზროვნება სწრაფად ერგება ტექნოლოგიურ რეალობას.
ქრისტინე ქაჯაია უნივერსიტეტის მიერ არის წარდგენილი Excellence in Global Leadership-ზე, რომელიც მხოლოდ გამორჩეულ კანდიდატებს აერთიანებს. ამ სიაში იგი ერთადერთი ქართველია, რაც მის პროფესიულ ხარისხსა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.
მისი კვლევა "Delegated Digital Agency: Reconstructing Legal Responsibility in the Age of Autonomous AI Execution" შერჩეულია IEEE-ის საერთაშორისო კონკურსის ფინალში და ეხება თანამედროვე სამართლის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აქტუალურ საკითხს: როგორ უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებებს ავტონომიური ხელოვნური ინტელექტი იღებს.
ამავე თემით იგი მონაწილეობს IEEE Region 4 Nexus 2026 კონფერენციაში, ჩიკაგოში, სპიკერის სტატუსით მის კვლევას განსაკუთრებულ საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IEEE წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციას ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში, ხოლო Nexus კონფერენცია აერთიანებს მაღალი დონის მკვლევრებს, აკადემიურ ლიდერებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ამ პლატფორმაზე მოხვედრა და განსაკუთრებით , ფინალისტობა მიუთითებს, რომ მისი ნაშრომი გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადია.
ქრისტინე ქაჯაია ასევე არის ორი სასწავლო მოდულის ავტორი:
- "ადამიანური რესურსების მართვის პროცესში პერსონალური მონაცემთა დაცვის სტანდარტები"
- "საგანმანათლებლო სივრცეში პერსონალური მონაცემთა დაცვის საფუძვლები და რეგულაციები"
მისი პროფესიული პროფილი გამოირჩევა სისტემურობით. იგი მუშაობს იმ საკითხებზე, რომლებიც დღესვე განსაზღვრავს ხვალინდელ სამართლებრივ რეალობას და უკვე იმყოფება იმ საერთაშორისო აკადემიური დისკურსის ცენტრში, სადაც ყალიბდება AI-ის ეპოქის სამართლებრივი ჩარჩოები.