ქართველი სტუდენტები MIT-ში: SEU გლობალური განათლების ეპიცენტრში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, მსოფლიოს N1 მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) იმყოფებიან. აღნიშნული სასწავლო პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ აკადემიურ და პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ საერთაშორისო კონტაქტებს, პრაქტიკულ გამოცდილებას გლობალურ ბაზარზე, თანამედროვე სამეწარმეო ხედვასა და შესაძლებლობას, საკუთარი იდეები რეალურ სტარტაპებად აქციონ.
ნიკოლოზ გაგაძე, ზაალ ჭუმბურიძე, მედეა მერაბიშვილი, ლიკა უთურაშვილი და გიორგი ცაგურიშვილი წარმოადგენენ რეგიონიდან პირველი თაობას, რომლებიც SEU-ს სრული დაფინანსებით MIT-ის 3-კვირიან ანტრეპრენერულ პროგრამაში იღებენ მონაწილეობა.

სტუდენტები უკვე აქტიურად ესწრებიან ინტენსიურ ტრენინგებს, მუშაობენ MIT-ის პროფესორებთან და წამყვან მენტორებთან ერთად, ეცნობიან ინოვაციების გლობალურ ცენტრსა და მსოფლიო დონის სტარტაპ ეკოსისტემას.
შეგახსენებთ, რომ SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის - Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.
SEU-ს და MIT-ის პარტნიორობა მნიშვნელოვნად ზრდის უნივერსიტეტის შესაძლებლობებს. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების განათლების დანერგვას, ინოვაციური იდეების განხორციელებას და რეგიონის ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი სტარტაპ-პლატფორმების შექმნას.
SEU კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში, მეწარმეობის, განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.