Sponsored Content

QuickShipper | ინტერვიუსების სერია აქსელის პორტოლიო სტარტაპებთან და ანგელოზ ინვესტორებთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული სტარტაპ ეკოსისტემა სწრაფად იზრდება და ვითარდება. ამ პროცესში ეკოსისტემის სხვადასხვა მოთამაშებს თავისი როლი აქვს. აქსელი - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი კი, თავისი ინიციატივებითა და მიზნებით უშუალოდ ეხმიანება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭრას და სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი იდეები გააცნონ წევრ ანგელოზ ინვესტორებს და მიიღონ ინვესტიცია.

ირო ცაგარეიშვილი - აქსელის მმართველი დირექტორი, ლევან ლაშქარავა - აქსელის საინვესტიციო საბჭოს წევრი და ამასთან ერთად, აქტიური ანგელოზი ინვესტორი და მარიამ ახვლედიანი - აქსელის პორტფოლიო სტარტაპ QuickShipper-ის დამფუძნებელი გაგვიზიარებენ საინტერესო ინფორმაციას სტარტაპის განვითარების ეტაპებზე, QuickShipper-ის მისიასა და ზოგადად, აქსელზე.


ირო: ამ დიალოგს აქსელის მოკლე მიმოხილვით დავიწყებ. აქსელი, ინოვაციების, ტექნოლოგიური წამოწყებებისა და მათი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია ეკოსისტემაში და თავადაც სწრაფად მზარდი ორგანიზაცია, დღესდღეობით 90-მდე ანგელოზ ინვესტორისგან შემდგარი კლუბია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მიზანი არა მხოლოდ სტარტაპებში ინვესტირება, არამედ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა და შესაბამისად, ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. საუბარს დავიწყებ ჩვენს საინვესტიციო საბჭოს წევრთან და აქტიურ ანგელოზ ინვესტორთან.

ლევან, შეგიძლია გაგვიზიარო შენი გამოცდილება ანგელოზ ინვესტირებაში? რა არის ის მამოტივირებელი ძალა, რაც სტარტაპების მხარდაჭრისგენ გიბიძგებს?

ლევანი: ჩემი გამოცდილება ანგელოზ ინვესტირებაში ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. ჩემ მიერ აქამდე განვლილი გზა - ტელეკომის ინდუსტრიაში, ახლოს იყო ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან. სტარტაპების მხარდაჭერისკენ კი არამხოლოდ ის ფანტასტიური ინვესტიციის შესაძლებლობა მიბიძგებს, რომელსაც აქსელი გვთავაზობს, არამედ, რწმენა, რომ ამით შევძლებ ჩემი წვლილი შევიტანო ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. აქსელის გუნდის წევრობა კი, მაძლევს საშუალებას აქტიურად დავუჭირო მხარი სტარტაპებს და მონაწილეობა მივიღო მათ განვითარებასა და წარმატების მიღწევაში.

ირო: მარიამ, რომ მოგვიყვე და გაგვიზიარო შენი, როგორც Quickshipper-ის თანადამფუძნებელის გამოცდილება.

მარიამი: ჩემი ანტრეპრენერული გამოცდილება, საზღვარგარეთ ბიზნეს ადმინისტრირების სწავლის შემდეგ, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის კავშირის დამყარების სურვილით დაიწყო. ქვიქშიპერი კი, თავდაუზოგავი გუნდური ძალისხმევის შედეგია და მიზნად ისახავს ყველა ზომის ბიზნესისთვის მიწოდების პროცესის გამარტივებას. ჩვენი პლატფორმა საშუალებას აძლევს ბიზნესებს, ერთი ფანჯრის პრინციპით ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა საკურიერო კომპანიის მომსახურებაზე, შეადარონ ფასები და შეფერხების გარეშე მართონ მიწოდების პროცესი. ამასთან ერთად, კომპანიებს შეუძლიათ დაამატონ თავიანთი კურიერები და ჩვენი მოსახერხებელი აპლიკაციის მეშვეობით მართონ ისინი ზუსტად ისე, როგორც ამას ისეთი ცნობილი კომპანიები აკეთებენ, როგორებიცაა გლოვო, ვოლტი, ბოლტი თუ სხვა. აღსანიშნავია, რომ დღეს 300-მდე კომპანიას ვემსახურებით და მათ ყოველთვიურად 100.000-ზე მეტი მომხმარებლისთვის ამანათის მისატანად საუკეთესო კურიერის შერჩევაში ვეხმარებით.

ირო: მარიამ, რა ეტაპზეა თქვენი პროდუქტის განვითარება და რა არის ის მთავარი ღირებულება, რაც QuickShipper-ს მოაქვს ბიზნესებისთვის?

მარიამი: ჩვენი მთავარი მისიაა, რომ გავამარტივოთ მიტანის სერვისზე წვდომის პროცესი საკურიერო სერვისების ცენტრალიზებით, რაც მოსახერხებელია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე, ბიზნესებისა თუ მცირე მეწარმეებისთვის. QuickShipper-ი ერთ სივრცეში ახერხებს ბიზნესის ლოგისტიკის ცენტრალიზებას, ეს კი მთლიან პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პროდუქტი აქტიურად მუშაობს და ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გეგმა ახალი ბაზრების ათვისებაა.

ირო: მარიამ, მადლობა.

როგორც უკვე ვახსენე, QuickShipper-ი აქსელის პორტფოლიო სტარტაპია, რომელმაც ყველა საჭირო პროცესი გაიარა და ჩვენი წევრი ანგელოზი ინვესტორების დაფინანსებაც მოიპოვა. ლევან, შეგიძლია მოკლედ აღგვიწერო ეს პროცესი? რა ნაბიჯებს გადის სტარტაპი აქსელში განაცხადის შემოტანის შემდეგ?

ლევანი: პროცესი მოიცავს სტარტაპის საფუძვლიან შეფასებას, განაცხადის მიღებიდან ინვესტიციამდე. ჩვენთვის, აქსელის საინვესტიციო საბჭოსთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორი დროის შერჩევას და შესაბამისად, ინვესტორებისთვის სწორედ იმ სტარტაპების წარდგენას, რომლებიც მზად არიან ინვესტიციის მიღებისთვის. ეს საკმაოდ დელიკატური პროცესია, რომელიც აბალანსებს სტარტაპის მზაობასა და ინვესტორების ინტერესს.

ირო: ინვესტორების დამოკიდებულებები ვახსენეთ და ჩემს საყვარელ კითხვასაც დავსვამ. რა ე.წ. "Red/Green Flag"-ებს გამოყოფდი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების დროს?
და ასევე, როგორც Quickshipper-ის ერთ-ერთმა ანგელოზმა ინვესტორმა, ამ სტარტაპში ინვესტირების გადაწყვეტილების მიღების შესახებაც რომ მოგვიყვე.

ლევანი: "Red Flag"-ებით დავიწყებ: პირველი ცუდი მანიშნებელი არის სტარტაპის არაგლობალური მიზნები და მხოლოდ გარკვეულ ლოკაციაზე კონცენტრირება. ქვიქშიპერი კი, სწორედ თავისი გლობალური ამბიციებითა და მიზნებით გამოირჩეოდა. ამ სტარტაპის უკან ძალიან წარმატებული გუნდია, რაც პროექტს ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას მატებს.

გარდა ამისა, სტარტაპის შეფასების პროცესში მნიშვნელოვანია, კომპანიის შეფასება (ე.წ. ''ველუეიშენი'') ამიტომ, საინვესტიციო საბჭოში, ამ საკითხსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ მანამ, სანამ სტარტაპს წარვუდგენთ ინვესტორებს.

ირო: ნამდვილად, ჩვენი სხვა წევრი ინვესტორებიც, სტარტაპის შეფასების პროცესში მის გლობალურ ამბიციებს, გუნდსა და გუნდისადმი ნდობას დიდ ყურადღებას აქცევენ. მათი თქმით კი, ნდობა ხშირად განპირობებულია სხვა წევრი ინვესტორის რეკომენდაციებითა და რჩევით კონკრეტულ სტარტაპებზე.

ასევე, რადგან საუბარი ინვესტირების გამოცდილებაზე მიდგა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, თუ რას აკეთებს აქსელი წევრებისთვის რესურსებისა თუ ცოდნის ხელმისაწვდომობის მიმართულებით და ამის ნათელი მაგალითია ჩვენ მიერ GEC Consulting-თან ერთად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი გაიდბუქები. ეს მოცულობითი დოკუმენტები არსებულ წევრებსა თუ ანგელოზი ინვესტირებით დაინტერესებულ პოტენციურ წევრებს აწვდის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას პროცესის შესახებ: როგორ უნდა განახორციელონ სტარტაპებში ინვესტიციები; რას სთავაზობს მათ აქსელი; როგორ შეირჩევიან სტარტაპები აქსელში და რა ეტაპებს გადიან; საწევრო ფორმები; საერთაშორისო გამოცდილება და ა.შ.

და კითხვაზე რომ გადავიდე, ინვესტირების გამოცდილების პერსპექტივის დანახვის შემდეგ, მარიამ, შენ რომ მოგვიყვე თქვენი გამოცდილება ინვესტიციების მოპოვების ასპექტში, ახლა უკვე სტარტაპის პერსპექტივით. რამდენად რთული პროცესია და რა რჩევებს მისცემდი სტარტაპებს, რომლებიც ახლა ამ ეტაპებს გადიან?

მარიამი: ხო, რა თქმა უნდა, ინვესტიციის მოზიდვის პროცესი დაბრკოლებებით და სირთულეებითაა სავსე. ამ დროს, უმნიშვნელოვანესია არა უბრალოდ ფინანსების, არამედ ''Smart Money-ის'' მოზიდვა, რაც სტარტაპის განვითარების რთულ გზაზე ინვესტორების ჩართულობას მოიაზრებს. მათი მხარდაჭერა რჩევების, გამოცდილებისა თუ კონტაქტების გაზიარების მხრივ უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, დამწყებ სტარტაპებს ვურჩევდი, რომ არ იჩქარონ გადაწყვეტილებების მიღება და მხოლოდ იმიტომ არ მიიღონ ინვესტიცია, რომ ფინანსურად უდგათ ამის საჭიროება და სხვა გზა არ აქვთ. ეძებონ ისეთი ინვესტორები, რომლებთანაც კარგი ე.წ. "Fit" ექნებათ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეტაპის ინვესტორთან მუშაობა დაიწყონ თავიდანვე. მაგალითად, თუ pre-seed რაუნდში არიან ჯერ, უკვე დაიწყონ ისეთ ინვესტორებთან, ვენჩურულ ფონდებთან ურთიერთობების აწყობა, რომლებსაც შემდეგ რაუნდებზე წარმოიდგენენ, რომ უნდა მიმართონ. მათთან კომუნიკაციის დროს კი, საუკეთესო ფორმაა, რომ ხშირად (შეიძლება ყოველთვიურადაც) გაუგზავნონ განახლებები მარტივად წაკითხვადი ფორმითა და მთავარი KPI-ებით, ანუ რას მიაღწიეს, რა გეგმა შეასრულეს.


თუ გსურთ დაიწყოთ სტარტაპებში ინვესტირება და გახდეთ კლუბის წევრი ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://axelnetwork.org/register

თუ სტარტაპის დამფუძნებელი ხართ და გსურთ მომავალ ღონისძიებებზე ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი ბიზნეს იდეით წარსდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://rb.gy/0fa1h